შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

you are my past


2-09-2017, 14:33
ავტორი -ნინაკა
ნანახია 1 503

დრო გადის..
და ახლა უფრო იშვიათად მენატრები, ან საერთოდ არა.
გამინელდა გრძნობები და მაინც როცა მომენატრები საკუთარ თავს იმას ვახსენებ რომ აღარ უნდა ვიფიქრო შენზე..
ჩვენი დაშორება თითქოს არ იყო მტკივნეული, თითქოს ორივემ ვიცოდით რომ ეს გარდაუვალი იყო, ისიც ვიცოდით რომ ეს ყველაფერი სიყვარული არ იყო, მაგრამ მაინც ყოველ ღამე საკუთარ თავს ვკარგავდი და ბალიშში თავჩარგული ბოლო ხმაზე ვკიოდი ისე მენატრებოდი..
წითელ ღვინოს ვეღარ ვსვამდი, შენს თავს მახსენებდა და ამის ნაცვლად ვისკით ვიჟღინთებოდი..

მერე გადიოდა დრო და გრძელდებოდა ასე, მე კი პრობლებები უფრო მემატებოდა მერე მივხვდი ჩვენს ურთიერთობას სიყვარული არ ერქვა ეს უფრო მეტი იყო.. და სწორედ ამიტომ მიჭირდა ასე, უშენოდ..
არც დაბრუნება შეიძლებოდა, ამით უფრო გავაფუჭებდით ყველაფერს, ამიტომ ცხოვრება გრძელდებოდა. ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა..
აღარც უნებურად მეტირებოდა.. მერე ვისწავლე ჩვენი წარსულით, ჩვენი 10 თვით და იმ ათ თვეში მომხდარი ყველა თავგადასავლით ტკბობა..
არც შენზე ვბრაზობდი. მიყვარდა ჩვენი მოგენებები და მენატრებოდა შენი სიახლოვე..
ჩემს მეზობლად ერთი წყვილი გადმოვიდა. ზედმეტად კარგები იყვნენ და გოგო მგავდა კიდეც, მეზობლის პატარა ბავშვი ჩემს სახელს ეძახდა ხოლმე, მაგრამ არ იმჩნევდა..
ალბათ არც იცოდა მე რომ მერქვა მეგი, მაგრამ ყოველ გარეთ გასვლაზე თუ სადმე მხვდებოდა დაჟინებით მიმზერდა.
იშვიათად ჩხუბობდნენ ან საერთოდ არა.. ძალიან ბედნიერები იყვნენ მე კი ვეღარ ვუძლებდი.. იმის წარმოდგენა რომ შეიძლებოდა ჩვენც ასე ვყოფილიყავით მაგიჟებდა..
მერე ახალ სახლში გადავედი. ერთ ოთახიანი მყუდრო ბინა იყო.. კარგად მოვეწყე..
სხვები ცდილობდენ შენი ადგილის დაკავებას, მაგრამ ამაოდ.. მერე ნელ-ნელა ძველებურ რიტმს დავუბრუნდი, მაგრამ შენი რაღაც ნაწილი მაინც არის ჩემში რომელსაც ალბათ ვერ დავივიწყებ.. რომელიც არც ბედნიერებას და არც უბედურებას მანიჭებს.. არის თავისთვის მიყუჩებული და ალბათ სულ ასე იქნება..
ზედმეტად დიდი დრო გავიდა ამ ყველაფრის შემდეგ და ახლა მზად ვარ ახალი ურთიერთობის ახალ ადამიანთან დაწყებისთვის..
ამ წერილს თუ წაიკითხავ გეტყვი რომ მიყვარდი..
ძალიან, ძალიან..
მაგრამ შენგან განსხვავებით ახალ ადამიანს ხშირად ვეტყვი ამ სიტყვას თუ მართლა ვიგრძნობ სიყვარულს და აღარასდროს ჩავიკლავ გრძნობებს ჩემში რომ სიყვარულზე წარშულ დროში აღარ დამჭირდეს საუბარი..
ნახვამდის..
მიყვარდი..
მენატრებოდი..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent