შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუ "ბიჭუნი"


4-09-2017, 00:44
ავტორი breathtaking
ნანახია 1 176

და სადღაც , ისევ დუმან პირამიდები...

  შენს თვალებში ღრმად მომინდა ჩახედვა , რომ შენი სული ამომეკითხა , გადავიფიქრე. არ მინდოდა წინასწარ მცოდნოდა შენს სახეზე ღმა ნაიარევები ნაოჭებად რას გადაექცია. რომელმა დარდმა დაიყუდა შენს სულში და შენი ზღვისფერი თვალები უფრო მომხიბლელი რამ გახადა.  ზღვა ჩემი ნოსტალგიაა , ისევე როგორც შენი მშთანთქმელი თვალთაგანი . ისინი შევიყვარე  ისე ძლიერ , როგორც დედა საკუთარ შვილს - პირველივე ამოსუნთქვიდან. ყველაფერს შემიძლია შეგადარო , რაც არადროს მთავრდება. ჩემი სევდა ხარ , აი მაშინ პირველად რომ ჩაგხედე თვალებში და მოვიღუშე ღრუბელივით ის ხარ.  მაშინ ვიგრძენი პირველად , თუ როგორ ძლიერად შეეძლო გულს ფეთქვა. ისტორიულ ძეგლები უამრავ ამბავს მოგვითხრობენ, მათი კვალი კი საუკუნეებს უძლებს. შენი ღმა თვალები , თითოეული შემოხედვა სხვადასხვა ამბავს ყვებოდა. შენ საღამოობით ცას გასცქეროდი და ელოდი მთვარის ამოსვლას , ეზოში ხის გრძელ სკამზე მოკალათებული , შენს გარშემო შემოკრებილ ციცინათელებს სევდიანად უღიმოდი. თითქოს მათში შენს წარსულს ხედავდი. სიყმაწვილე თავს გახსენებდა , ახალგაზრდობის დაუცხრომელი ყიჟინი თვალებს გიჟუჟუნებდა და შორი წარსულიდან არშიყს გიწყებდა.                                                                                                                მშვიდი , უენო გამხდარი, საშუალო სიმაღლის, თოვლივით გადათეთრილი თმით ,ზღვისფერი თვალებითა და სასიამოვნო გარეგნობის ბაბუ იყო. იშვიათად თუ ლაპარაკობდა. საკუთარ დარდებს გულში იკლავდა და ყოველი მათგანი ნაოჭებად ეფინებოდა მის სხეულს. ზაფხულობით ჟრიამულება ისადგურებდა თავის ნავსაყუდელში. საკუთარი ხელით აშენებული, ნაშრომ-ნაოფლარი სახლი ყველასათვის საყვარელი ადგილი იყო ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად. შვილიშვილებისთვის საყვარელი ბაბუა , შვილებისთვის სანაქებო მამა და მისი ბუზღუნა ცოლისთვის კი "ბიჭუნი" იყო.  ყველას უყვარდა უკლებლივ ყველას. ყოველ დილას 9 საათზე სუფრა გაშლილი იყო , ბებოს გამომცხვარი ხაჭაპურის სურნელი ძვირიანი სუნამოსავით მთელ სახლს ეფინებოდა . ხოდა ცდუნებას ვინ გაუძლებდა , ყველანი მაგიდასთან მოვკალათდებოდით , სუფრის თავში კი ყოველთვის ბაბუ ჯდებოდა. სუფრა იშლებოდა ყოველ სამ საათში ერთხელ , ადგილები უცვლელი, ხოლო ბებოს შეძახილი - : ბიჭუნიი მოიიი !!! არასდროს ავიწყდებოდა. ბიჭუნიც უენოდ ასრულებდა ცოლის შეძახილს . მე შვილიშვილებში ყველაზე პატარა და როგორც ამბობენ კაპრიზნი ვიყავი , ხშირად ვკამათობდი ჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან . ბაბუ დამიძახებდა , მოდი ჩემთანო , დომინოს გადმოიღებდა და მეთამაშებოდა . მეც ბედნიერი მასთან თამაშით გართულს ბრაზი მალე მივლიდა , სამაგიეროდ გასაბრაზებელ მიზეზს უცებ ვპოულობდი. კინაღამ დამავიწყდა, ბაბუს ძაღლები ძალიან უყვარდა, მის პირველ ძაღლს "ტოპიკა" ერქვა , ხო და იმის მერე ყველა "ჩვენს" ძაღლს ტოპიკას არქმევდა. რამდენიმე წლის წინ , დაუგეგმავად ერთი სოფლიდან მეორეში მოუხდა დაბინავება, მისი ბარგი ნაგროვები დარით იყო სავსე. დასახლდა მისთვის უცხო , უემოციო ცარიელ სახლში და გულმა ვეღარ გაუძლო.  ბაბუ საკუთარმა სევდამ შეიყოლია, დუმილმაც თავისი შედეგი გამოიღო. ჯერ და დაკარგა , შემდეგ ძმა . ერთ წელიწადში კი თვითონ დალია სული . აღდგომის დღესასწაულზე , მშვიდად მიიძინა , მისი მომღიმარი სახე კი გყვიყვებოდა ამბავს სხვა სამყაროზე .

ის იქ ბედნიერია ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent