ჩემეული 2
ყინავს.თოვლის ფიფქები ერთმანეთზე ეცემიან და დიდ მასას ქმნიან,ათეთრებენ არემარეს.არავინაა გარეთ.მანქანებიც არ მოძრაობენ და ზუზუნით არ აყრუებენ არე-მარეს.ბუნება მარტოა.თოვლის დიდი რაოდენობის გამო ხეები დამძიმებულები არიან და წელში მოხრილნი დგანან.შორიახლოს ნაზვებს შორის პატარა მყუდრო ხის სახლი დგას,რომელიც ერთი სართულისგან შედგება.საკვამურიდან ბოლი ამოდის და ფანჯრიდან მკრთალი სინათლე მოჩანს. უცებ აცნობიერებ,რომ შიგნით თავად ხარ,რომ შენ ზიხარ ანთებული ბუხრის წინ,რბილ ხალიჩაზე ხარ კომფორტულად მოკალათებული,ფეხზე თბილი წინდები გაცვია,ზემოთ თბილი და ოდნავ დიდი სვიტერი.ხელში ცხელი ყავა გიკავია რომელიც თითებს არ აძლევს საშვუალებას გაიყინონ.გვერდით წიგნი გიდევს,რომელის კითხვასაც დრო და დრო ფიქრებიდან გამორკვევის შემდეგ განაგრძობ.ბუხრის მარცხენა მხარეს ფანჯარასთან ხის მაგიდა დგას თავისი ხის სკამებით.მაგიდაზე ლამპა ბჟუტავს,რომელიც გარედან მკრთალ სინათლედ მოჩანს.მარჯვენა მხარეს კედელი მთლიანად შენს მიერ შესრულებულ ნამუშევრებს აქვს მოცული,რომელთა არსს მხოლოდ შენ სწვდები.ბუხრის მოპირდაპირე მხარეს ტახტი დგას,მის წინ ჟურნალის მაგიდა,მის ზემოთ თაროები,სადაც უამრავ მოგონებებსა და ბავშურ წლებს აქვს ბინა დადებული. ეს არის უდიდესი ნეტარებისა და ჰარმონიის სახლი,რომელშიც გამეფებულია სიმშვიდე.შენ კი ზიხარ და სიმშვიდის სიმღერას უყურადებ,რომელიც მხოლოდ შენ გესმის და უდიდეს სიამოვნებას გგვრის,რომელსაც ქაოსის ან კონფლიქტის მაძიებელი ადამიანი ვერასდროს შეიგრძნობს. *** ხშირად ფილმებში ან სურათების თვალიერებისას თუ გადავაწყდებით,როგორ ზიან მყუდრო კაფეებში მარტონი,მიირთმევენ ყავას(ჩაის),წერენ,კითხულობენ ან უბრალოდ ზიან და სიჩუმეს უყურადებენ.შიგნით გამეფებული ჰარმონიის ფონზე გაჰყურებენ არე-მარესა და ქუჩაში მოსიარულე საზოგადოებას.ფიქრობენ,ბევრს ფიქრობენ.დადებითი და უარყოფითი ფიქრები ირევიან გონებაში.შემდეგ დგებიან ღიმილიანი,კმაყოფილი სახით და ტოვებენ პირვანდელ ადგილს.შენკი ხვდები რომ დადებითი ფიქრების მასამ გაიმარჯვა მათ გონებაში.ამ ფაქტმა კი აიძულა ამდგარიყო და გარეულიყო გამოფიტულ,უემოციოდ მოსიარულე ბრბოში.მიუხედავად ამ სიტვუაციისა მაინც შეეძლო გაღიმება,კარგი განწყობის შექმნა,რომ ბუნებისგან ბოძებული თითოეული დეტალი შეეგრძნო და გაეთავისებინა.ასეთ დროს ჰაერსაც ბედნიერები ვისუნთქავთ ხოლმე,უმიზეზოდ ვიღიმებით,გვახალისებს ელემენტარულიც,სიყვარულის,ყველასადმის სიყვარულის უსაზღვრო მოზღვავებას ვგრძნობთ,ცისკენ აღვაპყრობთ სახეს და ვტრიალებთ...შემდეგ ჩნდება გონებაში კითხვები:“რის გამო ვარ ასე ბედნიერი?რა არის მიზეზი ამისა?“...და გიჟივით გვეცინება,ეს ბედნიერების განცდა მთელ სხეულს ედება.მთლიანად ამ საოცარი შგრძნებით დავიარებით ნაცნობ თუ უცნობ ქუჩებზე.ყველაფერი ცუდი აზრს კარგავს და ფერმკრთალდება.ცუდშიც კი შეგვიძლია დავინახოთ ის უხილავი დადებითი მხარე,რომელსაც მხოლოდ ამ მდგომარეობის ქვეშ მყოფნი აღმოვაჩენთხოლმე. ...და ჩვენც ვიაროთ ამ გრძნობით დატყვევებულნი,რომლისგანაც თავის დაღწევაც ისეთი რთული აღმოჩნდეს,რომ მთელი სიცოცხლით ტკბობის პერიოდი ამ დატყვევებაში გავატაროთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.