მეგობრობიდან წყვილამდე
თავიდანვე შენზე ვგიჟდებოდი-მეთქი რომ გითხრა მოგატყუებ,პირიქით,ვერ გიტანდი. ვერც შენ და ვერც შენს სამეგობროს. ახლაც მახსოვს,წლების წინ,მე მერვე კლასელი ღლაპი როგორ დავუდექი წინ, ჩემზე ბევრად უფროსებს,შენს ძმაკაცებს.იმის მერე წლები გავიდა,ბევრი რაღაც შეიცვალა,ჩვენც შევიცვალეთ. მე და შენ.. ჯერ უკეთესობისკენ,შემდეგ კი უარესობისკენ. და მერე... მერე ყველაფერი თავიან დაიწყო ტკივილამდე მძულდი და ამავდროულად ტკივილამდე მენატრებოდი. მინდოდა ყველა ის მოგონება წამეშალა რაც შენთან მაკავშირებდა, თან ვერ ვბედავდი. მე ხომ ის მოგონებები მიყვარდა,მიყვარდა ისე როგორც შენ.გაუაზრებლად,არასწორად მაგრამ მაინც მიყვარდა.ხშირად მიფიქრია, გაუგებრობა იყო თუ სიმართლე. ბოლოს ვრწუმდებოდი, მჯეროდა და ახლაც მჯერა რომ მიყვარდი.ახლა რა დამრჩა შენგან, დანგრეული მეგობრობა,ქუჩაში ერთმანეთის მიმართ აცილებული თვალი და მოგონებები,წყეული და ტკბილი მოგონებები რომელიც შენთან უხილავი სიმით მაკავშირებს.ასე მგონია სანამ ეს მოგონებები იარსებებს, ვერ შევძლებ დაგივიწყო,დავივწყო ის გრძნობა რასაც მაშინ ვგრძნობდი. და ახლა ახლა შენი სახელი ნაცრისფერია,გრძნობა ნაცრისფერია,შენც კი ნაცრსფერი ხარ ჩემთვის მხოლოდ მოგონებებია ფერადი,მოგონებები და მომავლის იმედი.იმედი იმისა,რომ ოდესმე ყველაფერი ძველებურად იქნება. თითქოს შორს ხარ მაგრამ შენამდე ორი ნაბიჯია.ზუსტად ის ორი ნაბიჯი რომლის გადმოდგმაც ორივეს ვგიჭირს,გვრცხვენია,ვერ ვბედავთ,ვბრაზობთ. ყოველთვის მეგონა რომ მეგობრობა გაგრძელდებოდა.ჰმ,მეგობრობა.. არცერთი მეგობარი არ იქცევა ისე როგორც ჩვენ ვიქცეოდით,არ ვიცი რა ერქვა ჩვენს ურთიერთობას. მეგობრობიდან წყვილამდე...სადღაც შუაში. ახლა კი უბრალოდ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი მოგონებებით და ვცდილობთ ერთმანეთის დავიწყებას.. ან ველოდებით უკეთესს..არცერთმა ვიცით რა მოხდება და აი მიზეზი რატომაც მიჭირს მოგონებების გაშვება.გელოდები,ისე როგორც თვეების წინ გელოდებოდი და დაგელოდები.. ყველაფრის მიუხედავად იმედი მაქვს რომ მოხვალ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.