ჩემი იყავი....ადრე
სამზარეულოში ვზივარ ნახევრად შიშველი და უემოციოდ ვათვალიერებ ფანჯრიდან ხმაურიანი ქალაქის ხედს. წამით თვალი მიშტერდება და ფიქრებში გადავდივარ თუმცა წითელი ჩაიდანის გამაყრუებელი სტვენის ხმა არ მაძლევს საშუალებას ჩემს მოსაწყენ ყოფაზე გავაგრძელო ფიქრი. ზანტად ვდგები,ხელის სწრაფი მოძრაობით ვიკეთებ ძლიერ ყავას რომ ცოტა გამოვფხიზლდე.სასიამოვნო არომატი მიღიტინებს ცხვირთან და მინდება მთელი სხეულით შევიგრძნო ის ბედნიერება რომელიც შეიძლება ერთმა ფინჯანმა ყავამ მოგანიჭოს.... ხის სკამზე ვჯდები ისევ და ვაგრძელებ ფიქრს.... გუშინ ბევრი უსიამოვნო რამ მოხდა, ვერ ვიყიდე კაბა რომელიც ძალიან მომწონდა, გამიფუჭდა მობილური, გამითავდა დანაზოგი და ისევ უშედეგოდ ჩაიარა სამსახურის მორიგმა ვგასაუბრენამ! და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი,ვეჩხუბე შეყვარებულს.მართალია ვცდილობ ეს უკანასკნელი ბოლო ადგილას დავაყენო მაგრამ რატომღაც მასთან ჩხუბი ჩემთვის ყველაზე უსიამოვნო ფაქტად რჩება. არც მახსოვდა რაზე ვიჩხუბეთ, თუმცხა ისევ ჩემი მიზეზით... როგორც ყოველთვის ყველასგან იმაზე მეტს მოვითხოვ ვიდრე ვიმსახურებ! კოფეინისგან გამოწვეული სიამოვნება იგივე ეფექტს ტოვებს როგორსაც ნიკოტინი.ვითენთები და სკამის საზურვგეს ვაწვები. ცალ ფეხს მაგიდაზე ვდებ და მეორეთი იატაკზე მკოტრიალე ჩემ კატას ვეფერები,რომელიც ჩემსავით საოცრად წ ზარმაცი და პრეტენზიულია... ველოდები მთელი ამ დროის მანძილზე რომ დამირეკავს,მიუხედავად იმისა რომ ვიცი ჩემზე პატივმოყვარესთან მაქვს საქმე..... თუმცა არ ვუყვარვარ და მის პატივმოყვარეობასაც ამიტომ არ თმობს.. არც მე მიყვარს და ამიტომაც სულ მიზეზს ვეძებ გული შევუღონო... მაშინ რატომ ვართ ერთად? ალბათ იმიტომ რომ ამ წყეულ ქალაქში ჩავრჩით ორივე, საყვარელი ადამიანებისგან მიტოვებულები.... ორიჯვეს გვიყვარდა წარსულში და ორივე გამოგვიყენეს..... ახლა კი ერთმანეთს ვიყენებთ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად სიმარტოვის გვეშინია პატივმოყვარე ადამიანებს!!! თუმცა გვირჩევნია უსიყვარულოდ ვიყოთ ვიდრე სხვას სიყვარულზე ვემათხოვროთ... და ისევ ვწევ ჩემკენ ეკრან ჩაბნელებულ ლეპტოპს და ვათვალიერებ მის სურათებს, იმ გოგოსთან ერთად გადაღებულს, რომელმაც მიისაკუთრა ის რაც ადრე ჩემი იყო.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.