შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდისფერი თვალები


12-09-2017, 19:48
ავტორი babitkemaladze
ნანახია 1 495

ჩემსა და მას შორის იმდენად დიდია ერთიანობა, მე შემიძლია შევეხო კიდეც..

თვალები, ჩვენი სევდისფერი, სიყვარულისა და დიადი ტკივილის მატარებელი თვალები, ისინი მეტყველებენ, არ ძალუძთ დამალვა ფსკერზე დაგროვებული სევდის, იმის რასაც დღეს მათი ყოველდღიური ცხოვრება ჰქვია, ანუ ცრემლების.
თავგამოდებით ენარცხებიან მიწაზე ცხელი, ზოგჯერ მდუღარე წვეთები, მხურვალე გულიდან რომაა წამოსული, ვეღარ იმორჩილებენ თავს და გადიან სხეულიდან, ტოვებენ ყველა იმ ორგანოს სადაც ტკივილს აქვს ბუდე დადებული და სადღაც შორს, უკიდეგანო სივრცეში იყრიან თავს.
ალბად ბჭობენ კიდევაც რით შეუძლიათ სულის გადარჩენა, მაგრამ პასუხი არ აქვთ, ვერ პოულობენ გზას ბედნიერებისაკენ, რადგან მათ წინ მხოლოდ ეკლიანი გზაა სავალი, რის შემდეგაც უფრო მეტად იტანჯება ადამიანის გული და გამოფიტულ, ღონემიხდილ, მომაკვდავ სხეულს ემსგავსება, საიდანაც თვით სულიც კი ცდილობს გაქცევას.
კედლებს ამტვრევს, ცდილობს გაფრინდეს, თავს უშველოს, აღარ იყოს ასეთი პიროვნების კლანჩებსა და მარწუხებს ქვეშ მოქცეული, თუმცა არა, ძალიან რთულია ჯერ შენი განთავისუფლება და შემდგომ იმ სულისა, რომელიც შენ სიცოცხლის ძალას გაძლევდა აქამდე.. ის ახლა უბრალოდ დაიღალა.. შენ დაღალე, შენი ემოციებითა და გრძნობებით, ვინაიდან ისინი მხოლოდ დარდით იყო მოცული.
ცოტახნით დაფიქრდები და მიხვდები, შენ ადამიანი აღარ გქვია, ყველაფერი ხარ ამ წოდების გარდა.. რეალურად ერთი უსულო, უმოძრაო, უხორცო არსება ხარ, რომელიც ცრემლების წვეთებითაა გაჟღენთილი, გული აღარ უმუშავებს, სულიც ამტვრევს კედლებსა და გადის უსასრულობაში..
შემდგომ რახდება?..
შემდგომ შენი ყოველი უჯრედი ფრენას იწყებს, მიდიან, გტოვებენ, ხელ-ფეხიც წყვეტს თავის სამუშაოს, რადგანაც კუნთები მკვდარია, სასიცოცხლო ძალები არ დარჩენიათ და კვდომას მისცემიან..
ერთადერთი რამ, რასაც არ დაუტოვებიხარ თვალებია.. სევდისფერი სისხლიანი თვალები, ისინი კვლავინდებურად იწყებენ გოდებას, მიეცემიან სასოწარკვეთას და სუნთქვასაც კი შეგიმოკლებენ, მაგრამ როგორი აუტანელიც არუნდა იყო არასოდეს წავლენ იმ სხეულიდან, რომელსაც დღეს ცოდვის, ტკივილის და გამოუთქმელი დარდის ტაძარი ჰქვია..
გაინტერესებს რას აკეთებენ ისინი, როდესაც სულს გლეჯენ და ნაგავსაყრელზე აგდებენ?
რაღაღქმაუნდა გლოვობენ, ჰო ისინი გლოვობენ თავდავიწყებით, რადგან ოდესღაც, ისევე თავდავიწყებით უყვარდათ, როგორ დავთავიწყებითაც ახლა მოედინება მათი ფსკერიდან ცრემლების წყარო.

იმ საშინლად განადგურებულ თვალებში, რომელშიც ცოტაოდენ ბედნიერებასაც კი აღარ აქვს ადგილი, ვერასოდეს დაინახავ სიძულვილს, ვინაიდან თავიდანვე სიყვარულით აივსო ისინი, სიყვარულით, რომელმაც ასე გაანადგურა სხეულიც, სულიც და მთელი ჩემი სამყარო..

—რას გაუგებ ამ მწერლებს, ვისზე წერენ, ვისზე არა.. ჰოდა მეც ვერ გავიგე ამიტომ ეს ნაწერიც გვერდით გადავდე, წლების შემდეგ კი საერთოდ დამავიწყდა მისი არსებობის შესახებ, მაგრამ გუნებაში სხვანაირმა ფიქრმა გაიელვა..
იქნებ საკუთარ თავზე წერენ?
არვიცი რავიცი.. შეშლილებს ჯერ კიდევ ვერ ვუგებ ვერა..

-ბ.ტ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent