შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო


12-09-2017, 20:10
ნანახია 1 248

საოცარია ერთი კვირა რამხელა დროა.

როგორი დიდი ხანია, როგორი გაწელილი... როგორი ზუსტი დრო რომ დააკვირდე და შეისწავლო ის, როგორი საოცარი წუთებია, როგორი იოლი რომ მიაშტერდე მას და შენი მზერის საპასუხოდ არაფერი მიიღო.

როგორი ცოტა დროა... როგორი ცოტა დროა იმისთვის რომ გამბედაობა მოიკრიბო და მასთან მიხვიდე. როგორი ცოტა დროა რომ გააკეთო ის რაც ძალიან, მთელი გულით გინდა მაგრამ ვერ აკეთებ.

როგორი საშინელი შვიდი დღეა, როგორი მტანჯველი რომ უყურებდე და ვერ ეხებოდე, ჯანდაბა... როგორი საშინელებაა წინ გედგას და მაინც ასე შორს იყოს. როგორი უაზრობაა არასოდეს იღლებოდე ცქერით...

რა უცნაურია დაიზეპირო მისი სიცილი., მისი ტუჩების ყოველ მოძრაობა საუბრისას. როგორი უაზრობაა გინდოდეს მიუჯდე გვერდით, მკერდზე დაადო თავი და სთხოვო არ გაგიშვას...

როგორი სასჯელია ვერ გამჩნევდეს, როგორი ტკივილია დღიურის ფურცლებს მისთვის ავსებდე, აღწერდე მას და მის თითოეულ მოძრაობას და იცოდე რომ შენი არსებობაც კი არ იცის;

როგორი მარტოსულობაა ყოველღამით ჩუმად ტიროდე, იმიტომ რომ იცი ვერ გაიგონებ მისგან სიტყვებს რომლებიც გინდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent