შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამონარიდი დღიურიდან


16-09-2017, 03:05
ნანახია 1 478

ვწევარ ტელეფონით ხელში ჩემს ფუმფულა საწოლში და გამდის ცრემლები ღაპაღუპით, ზიგჯერ ისე სულელურად განვიცდი რომ ნერვები მეშლება საკუთარ თავზე ,შემიძლია დილით ნანახ ბავშვიან ქალზე ვიტირო მოთქმით მეტროში რომ მათხოვრობდა, ან ერთი კვირის წინ გაგონილ ამბავზე , ზიგჯერ მგონია რომ გიჟი ვარ .
ახლაც ტელეფონით ინტერნეტში დავძვრებოდი და ნეტავ რატომ რა მინდოდა ! Youtobe -ზე ერთი სკოლის მეთორმეტე კლასის ვიდეოს წავწყდი ბოლო ზარისთვის რომ ჩაუწერიათ. სიმღერას ბიჭი იწყებს,შავი როლინგი , შავი თმა , მუქი თვალები და წვერი აქვს დაბალზე , სიმპატიურია მოკლედ , მაგრამ მთავარი მაინც მისი ხმაა, პირველად გავიგე ასეთი ტკბილი და დამახასიათებწლი ხმა , რეპია მაგრამ ხმა საოცარი , კი გავიფიქრე ეს პირველად ნამღერს არ გავს ალბათრა კარგად მღერის მეთქი და ჩავუყევი კომენტარებს ასე ვიცი რაც მომწონს ბოლომდე მივყვები ,ყველაფერი უნდა შევიტყო რაც შესაძლებელია, ახლაც იმ იმედით რომ რამეს გავიგებდი ამ კლიპზე და სიმღერაზე გულდასმითდავიწყე კომენტარების წაკითხვა ,ნეტავ არ წამეკითხა. !!!!!
ბეგი ნათელში ამყოფოს ღმერთმა შენი თავიო ეწერა, ისიც ამოვიკითხე რომ საუბარი სწორედ იმ ბიჭზე იყო სიმღერას რომ იწყებდა და წამით გავჩერდი დავაცადე გონებას გაეაზრებინა და სასწაულები დამემართა. ყველაზე საშინელი მაშინ იყო სხვა სიმღერები რომ ვიპოვე მისი , ღმერთო მართლა ძალიან მომეწონა და გული დამწყდა , გამახსენდა რუსთავი2მა როგორ გამოაცხადა ტელევიზიით ამ ბიჭის ამბავი, ნუცუბიძეზე დანით მოუკლავთ, მაშინ ტელევიზორი გამოვრთე , იტომ კი არა რომ უგულო ვარ იმიტომ რომ ვიცოდი მასზე დარდი ერთი კვირა მაინც არ დამაძინებდა , არ ვაცადე გონებას გააზრება ისე გდავრთე და ეხლა ვინანე , მაშინ რომ გამეგო ასეთი საიცარი ადამიანკს გარდაცვალების ამბავი, ჩემებურად დავაფასებდი და ასე უცხო მივიდოდი მის პანაშვიდზე ,იმიტომ რომ იქიდან სადაცააა გაუხარდებოდა ,ეს მის ტექსტებში ამოვიკითხე , ის თვითონ წერდა და ასრულებდა. უბრალოდ არ ყავდა პატრონი ,არ ჰქონდა ფული და არ ჩანდა ,სანაამ მიწას არ მიაბარეს,ეს ხომ ჩვენი ერის სენია ,დაუძლეველი. თუ ცოტათი მაინც შემიძლია ადამიანების ამოცნობა მე ეს ადამიანი ამოვიცანი და მომეწონ იცით ? ძალიან მომეწონა . თბილი ბიჭი ჩანდა, სამართლიანი კეთილი, უბრალოდ ისე არ გაუმართლა როგორც იმ" ტიპებს ჯიპებში რომ ზიან და თვითონ არ ჰგავდა " -ეს მისი ტექსტიდან . საოცარი იქნებოდა მასთან ურთიერთობა , მხიარული და ბედნიერი დღეები ექნებოდათ მის მეგობრებს როცა მასთან ერთად იყვნენ. სიყვარულიც იცოდა აშკარად რაც იშვიათია , ესეც მისივე ტექსტებიდან , საოცარივსიყვარული ეცოდინებოდა , იცით ის პატრიოტიც იყო , ჰოო ძნელი წარმოსადგენია დღეს 18 წლის ბიჭის პატრიოტიბა მაგრამ იყო და ეგ ყველაზე მეტად მაოცებს , ის წერდა ჩვენი თაობის დარდზე და პრობლემებზე, ჩვენი იმიტომ რომ თითქმის თანატოლები ვიქნებოდით2-3წლიანი სხვაობით, ესეც კიდევ ერთი აღმოჩენა, ჩვენს მამა-პაპაებს რომ ჰგონიათ ახალ თააობას ტიპობის მეტი არაფერი ადარდებთ, აი ბეგის ადარდებდა თურმე და თქვენ რატომ ხარშავთ ყველას ერთ ქვაბში ? მამათა და შვილთა ომიონ,ჰო გასაგებია ეგ ყველაფერი მაგრამ რატომ რატომ არ აღნიშნავთ არსდროს ბეგისნაირ ადამიანებს ? რატომ არ იცნობთ მას ? რატომ არ იცით რომ თბილისში , ბაღის შენობაში ცხივრობდა ერთი 18 წლის ბიჭი რომელიც წერდა , მღეროდა ,უკრავდა და დიდგორის ბრძოლას ხატავდა , ისე რომ ნახოთ გაოცებისგან პირს დააღებთ, ახლა მითხარით შოთას, ილიას და ვაჟას ამოფარებულო თაობავ ასეთი გყავდათ? და წარმოიდგინეთ რომ მისნაირი ბევრია საქართველოში . მე პორადად იმის გამო ხომ ვტირივარ რომ ბავშვს სისცოცხლე წაართვეს და კიდევ იმაზე მწყდება გული რომ ახლაღა გავიგე ის რომ არსებობდა . მას "უნდოდა ყოფილიყო ერთი სიმი საუკუნო ქსოვაში " და გახდა კიდეც თუ გავითვალისწინებთ მისი ვიდეოების ნახვების რაოდებობას საიტზე .
იმიტომ არ ვწერ რომ ეს კონკრეტული ბიჭი გავაპიარო მაინცდამაინც , ის კი იმსახურებს იმას რომ იცნობდეს სრულიად საქართველო , ეს ჩემი აზრია , მაგრამ მაინც არაა კონკრეტულობაში საქმე , მთავარი ისაა რომ ასეთი ბევრია და კი ნუ დაგიღიათ პირი და ამ ახალი თააობის ლანძღვა-გინებით იოხებთ გულს , ადექით და დაეხმარეთ , გვერდში დაუდექით , ყურადღება მიაქციეთ , იცნობდეთ მოუსმინეთ , ხალხო საკუთრს მაინც მოუსმინეთ თუ სხვისას არა . არ დაგენანოთ მათთვის ერთი საათი თორემ ერთხელაცც გამოჩნდება ვიღაც საზიზღარი და დანით აჩეხვს როგორც ეს ბიჭი და მერე აღნოაჩენთ რომ თურმე კარგად მღეროდა ან ცეკვავდა ან წერდა და საერთოდ არ იყო "პროსტა ტიპი" ,პიროვნება იყო შენი კრიტიკით დაღლილი მხოლოდ მის ჯინსებს რომ ეხება , ტანსაცმელი არაფერია დამიჯერეთ ,ჩაიცვას რაც უბდა ის , იმის იქით რაა ხდება იმით რომ დავინტერესდებით უკეთესობა იქნება .... ისე მაინც იცნობდეთ გაბრიელ-ბეგი მამალაძეს , კარგი ახალგააზრდა იყო ნიჭიერი ! მე კი გადამივლის , არ დამავიწყდება მაგრამ გადამივლის , უკაცრავად ჩემი მოკრძალებული აზრისთვის და შეიძლება არც ეს საიტია შესაბამისი ადგილი ამ აზრის დასაფიქსირებლად მაგრამ ესეც ხომ სიყვარულს ეხება ერთმანეთის სიყვარულს !!!
პ.ს გიჟი ვარ შეიძლება მაგრამ ეს ჩემი პატარა ამონარიდია დიდი დღიურიდან , გული შემეკუმშა და რომ არ დამეწერა გამისკდებოდა



№1  offline წევრი gogona tbilisidan

ჩემი ბეგიი:)))თქვენთვის სიკვდილი საშიშროებას მისთვის შვებას და ცხონებას უდრის)))) <3

 


№2 სტუმარი მოცინარი

ძალიან იმოქმედა :(( ეხლა მეც ვეღარ დავიძინებ, ეგრე ვარ ხოლმე მეც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent