შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი გიტარა


21-09-2017, 12:53
ავტორი Meri_Emi
ნანახია 1 362

თითქმის ერთი წელია, ყოველდღე ერთი და იმავე ქუჩას გავდივარ და აქამდე არც შემინიშნავს ის ლურჯი გიტარა, მზის სხივებს რომ ირეკლავს და ჩემს თვალებს უჭყიტინებს. ავტობუსის ლოდინს ცალკე ვყავარ შეწუხებული და სულაც არ მინდა ამ ლურჯი ფერის ნივთის გამო ადგილის შეცვლით შევწუხდე. ჯიუტად ვდგავარ და ვცდილობ შუქნიშანზე მოვახდინო კონცენტრაცია, ხან გვერდითაც კი ვიხედები და სხვა ჩემსავით ლოდინით შეწუხებულ პიროვნებებს ვაკვირდები, ბოლოს მაინც ვერ ვიკავებ თავს და გიტარისკენ მეხედება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს ნივთი ჩემს თვალებს აწუხებს, მაინც თამამად აღვნიშნავ, რომ ლამაზად გამოიყურება. ახლა უკვე ისიც მაინტერესებს ვის უკავია ხელში და რატომ არ შეუძლია,როცა არ იყენებს უბრალოდ ჩანთაში მოათავსოს.. პატრონი ბიჭი აღმოჩნდა, გიტარის მსგავსად არც ის უჩიოდა სილამაზეს. სწორედ მაშინ როცა უკვე ვიფიქრე რომ ესეც ერთ-ერთი ჩვეულებრივი "ტრიპაჩა" იყო, მისი თითები ჩემს ფიქრებს რიტმულად აჰყვა და გააძევა კიდეც გონებიდან, ახლა მხოლოდ "coldplay"-ს მელოდია
ჩამესმოდა და სიმღერის დასრულების შემდეგღა მივხვდი, რომ აღარ მაწუხებდა ლურჯი გიტარის ანარეკლი და პირიქით მომაწონა კიდეც თავი, თავისი ჟღერადობით, მაგრამ არა მხოლოდ გიტარამ, მისმა პატრონმაც გამიტაცა. ახლოსაც მივიწიე,უფრო მომეწონა და ახლა უკვე "ქუჩის მუსიკოსის" გვერდით ვდგავარ.
აქეთ-იქით ვიწყებ ყურებას,კალათი, ქუდი, ჭიქა ან რამე მსგავსი არ აღმოჩნდა მის გვერდით .ანუ რა გამოდის?!რომ არ ითხოვს არანაირ კომპრომისს,უბრალოდ უნდა და ამღერებს გიტარას. ვცდილობ ვუთხრა რამე. თან უკვე საათის ისრებიც მაჩვენებს რომ სულ რამდენიმე წუთში გავეცლები ქუჩას, მის მუსიკოსს და ლურჯ გიტარას. ურცხვად ვუყურებ, ხან ხელებზე, ხან სახეზე,ხან ოდნავ გრძელ თმაზე. "-ერთხელ მაინც შემომხედე. " -ვფიქრობ ასევე ურცხვად და ვაგრძელებ მის თვალიერებას. ყურთსასმენები გავიკეთე და რამდენიმე წუთის წინ გიტარაზე უკვე მოსმენილი მელოდია, ჩემი ტელეფონიდან გაჟღერდა. სულ ცოტა ხნით აღარ მივაქციე ყურადღება მუსიკოსს, მაგრამ ისევ ვეღარ მოვითმინე და შევხედე, ახლა თვითონაც მიყურებდა და მეც უფრო გამიფართოვდა თვალები, ავტობუსიც უკვე მოსულიყო. დანანებით ავდგი ფეხი ავტობუსში, კართან დავდექი და ყურსასმენებიც გამოვიძრე, კარიც უკვე იკეტებოდა და ამ დროს მან მომაძახა:
-ჩემი ნამღერიც არ იყო ცუდი.
-რაა?ააა, არა.. კი, კი.კარგი იყო.
კარიც თითქოს ჩემ წინააღმდეგ იყო და მიიკეტა.
-აქ დაგიცდი.
მისი პირის მოძრაობით თუ ვიმსჯელებდით, ეგ იყო მისი ბოლო სიტყვები. სკამზე დაბნეული და გახარებული ვჯდები, ღიმილსაც ვერ ვიშორებ სახიდან. ხო, აი ტვინის უჯრედებმაც დაიწყეს მუშაობა.
-გამიჩერეთ. - ვიძახი გახარებული.
ავტობუსიდან ჩამოვდივარ და იმ ქუჩისკენ მივრბივარ, სადაც ის მუსიკოსი დავტოვე. იმედით ვარ სავსე რომ ის ისევ იქ არის და მიცდის, თითქმის უკვე მივედი, უკვე იმ ადგილას ვარ ,მაგრამ ქუჩა უკვე ცარიელია. არაფერი აღარაა იდეალურად, მეწყინა, მეწყინა რომ ასე ბავშვურად აღვიქვი ყოველივე და უკან ასეთი ნაწყენი სახითვე ვტრიალდები. იმედის ნაპერწკლებიც თანდათან ქრება და უკვე როცა ბოლო უნდა ჩამქრალიყო, სწორედ ეს ბოლო ნაპერწკალი არ გამიცრუვდა და ღიმილიანი სახით მომაძახა მუსიკოსმა.
-გამარჯობა!
ასეთივე ღიმილიანი სახით ვპასუხობ:
-გამარჯობა!
-მგონი შენს საყვარელი სიმღერას მივაყენე შეურაცხყოფა ჩემი ნამღერით.
-არა, არა. კარგი იყო.შენ არა გიტარა.უფროსწორად ორივე კარგი იყავით, უბრალოდ გიტარის ხმამაც მომხიბლა. მგონი ზღაპარში ვარ.
-ზღაპარში?
-ხო, თავი მობრუნებული კონკია მგონია, რომელსაც რაღაც დარჩა. რატო დამიცადე? -ეს უნდა მომეცა, მივხვდი რომ მოგეწონა. თუ მოგწონს დაიტოვე.
ხელში დისკი ჩამიდო, წარწერით "ლურჯი გიტარა".
- დავიტოვებ. სახელი?
-მე ...
და ეს იყო ამბავი, რომელიც არ ჰგავდა ჩვეულებრივს. შეიძლებოდა სულაც არ ჰქონოდა მის გაგრძელებას მიზანი, ან სულაც აზრი დაეკარგა,მაგრამ მაინც ღირდა უკან დაბრუნება... იმ სხვანაირი ღიმილისთვისაც კი. გამარჯობის სათქმელადაც კი და უბრალოდ საუბრისთვის. იმას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა რა
უნდა ყოფილიყო მერე, მთავარი იყო ახლა და მთავარია ის წუთები როცა ბედნიერი ხარ, გეღიმება და შეიძლება ბანალურობასაც მიჰყვე...მისი მიზნები შეიძლება არ ჰგვანებოდა ჩემსას, მაგრამ მაინც ორივე ხო ერთ გზაზე და ერთ ზღაპარში ვიყავით მაშინ...



№1 სტუმარი მოცინარი

პირდაპირ გულს დაუმიზნე ნიჭიერო!

 


№2  offline წევრი Meri_Emi

მოცინარი
პირდაპირ გულს დაუმიზნე ნიჭიერო!

როგორ გამიხარდა,რომ მოგეწონა <3 მადლობა დიდი <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent