შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მქვია..


26-09-2017, 21:50
ავტორი nqv
ნანახია 1 560

გამარჯობა...
შენ მე არ მიცნობ. არა, უფრო სწორად მიცნობ, მაგრამ დაგავიწყდი.
ჰო, რა თქმა უნდა, შენზე არ ვბრაზობ, მეც ხშირად მავიწყდება რაღაცები.
ვერც დაგადანაშაულებ, როგორც ჩანს, ჩემი სუსტი ხელებით ვერ შევძელი შენი სამყაროს გასაღები გადამეტრიალებინა და შემოვსულიყავი მასში...
ცრემლები კი გადინე, თუმცა, ამბობენ, ტკივილები ყოველთვის პოულობენ გზას მოსაშუშებლადო. შენ ამ გზად დავიწყება აირჩიე...
რა გითხრა, ალბათ სხვა არჩევანი არც გქონდა. ბოდიში. მოვედი ასე დაუკითხავად და ჩამოგიჯექი თავთან. ათას სისულელეს გელაპარაკები.
გთხოვ, ნუ მიყურებ ასე, გთხოვ. გინდა თავიდან დავიწყოთ? მოდი...
გამარჯობა. მე შენი დაკარგული სიყვარული ვარ და მინდა პატიება გთხოვო, ყველაფრისათვის...
ის?... ის არ ვიცი სად არის. რაც შენი სულიდან გამიშვი არ მინახავს...
შენ კი, ვხედავ შეცვლილხარ. თვალები კი გაქვს ძველებური, მაგრამ ეტყობათ, რომ მათში მე აღარ ვცხოვრობ. როგორ გითხრა... მაგ თვალებიდან ის სიმშვიდე მიმზერს, შტორმის შემდეგ რომ ჩამოწვება ხოლმე ზღვაზე...ცარიელი და მდუმარე...
კარგი ჰო, კარგი... არ გეუბნები რომ გაკლივარ... უბრალოდ მინდოდა მენახე...
ზაფხულში ალბათ ისევ გიხუნდება თმები და მხრებზე ისევ გიჩნდება იასამნისფერი კაპილარები, როგორც კი მზე შეგეხება... მახსოვს, აბა რა...თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას.
დიდი დრო გავიდა ძალიან, რომ იცოდე რამდენი ვიარე...საწვიმარი ღრუბელივით ტკივილებით ვარ გაჟღენთილი... ჰო, ვიცი, შენც...შენ კიდევ დიდხანს გამიძელი და მატარე მარტომ... მისი ხელებიც გჭირდებოდა, ორივესთვის ბუმბულივით მსუბუქი ვიქნებოდი... ერთისთვის კი ლოდივით მძიმე ვარ...კარგი, კარგი... ცრემლები არ გვინდა...მლაშეა, ჭრილობებზე მეწვეთება და მატკიებს...მაპატიე რომ ისევ მოვედი... წავალ ახლა...
მხრები გითრთის და ძველებურად იკვნეტ ტუჩს ... მაპატიე, არ მინდოდა შენი აღელვება.
რა თქმა უნდა, მასთანაც მივალ...გავახსენებ თავს... რა მკითხე? აჰ, რა ვიცი, აბა რა ვიცი რატომ... თუმცა ჰო, მე სიყვარული მქვია და ესაა პასუხი. კი არ მინდა გული გატკინო, უბრალოდ ბუნება მაქვს ასეთი... ბოლომდე არასდროს ვქრები, არ ვიკარგები, თუმცა ფერს ვკარგავ...წყალი რომ ყინულად იქცევა ხოლმე ხომ იცი? ჰოდა, მეც ასე ვიყინები ხოლმე... ამიტომ გგვირის ტკივილს ჩემი ნახვა და გახსენება...მე შემეშინდა სიძულვილად არ გადავიქცეთქო და ამიტომაც მოვედი, უნდა მენახე... ჩემი სახლი უნდა მენახა...ისე თქვენ ორმა საკუთარ თავებს ატკინეთ და მე კიდევ ორმაგად მატკინეთ... კარგი წავედი..
ბოდიში, თვალები დახუჭე და რომ გაახელ აღარ ვიქნები...
მე კი არ მინდა ხოლმე დაბრუნება, სიყვარული მქვია... ჩემი ბუნებაა ასეთი..."


ავტორი: lika kapanadze




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent