შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები!


30-09-2017, 20:20
ავტორი Daniela
ნანახია 1 756

ხედავ ? ჩემი ლურჯი აზრები როგორ გამიიასამნისფერდა?? ამჩნევ, რომ ნათელმა, ბრჭყვიალა ოცნებებმა ბზინვარება დაკარგეს და გახუნება იწყეს?!
კაშკაშა, მუქი ზღვისფერი კი სევდის ფერს, რომ ემგვანება?! როგორ ფერს? უიმედობის ფერს.
ტკივილის ფერს!
და რად მინდა ახლა ეს უღიმღამო ფერი?? რაღაში მჭირდება ახლა?? განა გამათბობს? თუ სიხარულს დამიბრუნებს?? რათქმაუნდა ვერა!
თუმცა ვის ვერჩი?? განა ეს
ფერის ბრალია?? მე ხომ თავად გავახუნე იგი. განა მე არ დავუკარგე ფასი?!
მაშ როგორ შევძელი არა?? ლურჯიდან იასამნისფერზე გადასვლა. ოცნებისფერიდან უიმედობის ფერზე. მაშ რატომ არა?? მეკითხები კიდეც? ნუთუ თავად ვერაფერს ამჩნევ? ნუთუ ასე რთულია ამის დანახვა??
ძალას, რომ დღითიდღე ვკარგავ და უნებურად,რომ ვხუნდები ვერ ხედავ?? თუ არ გინდა დაინახო?? ჰო, არ გინდა! არც არასოდეს გინდოდა.
შენ ხომ წითელი ხარ! შენ ვერ გახუნდები, ვერ გაფერმკრთალდები ისე როგორც მე!
წითელო შენ უფრო ძლიერი ფერი ხარ, ვიდრე მე ლურჯი!
შენ ვერავინ გაიძულებს სხვა ფერად იქცე, შენ ვერ გახდები იისფერი!
შენ ვერც მწვანედ ნარინჯისფრად ან თუნდაც შავად ვერ იქცევი! წითელი ხარ და მუდამ წითელი იქნები!
აი მე კი ვეღარასდროს ვიქნები ლურჯი. ვეღარ დავიბრუნებ მუქ ტონალობას და სამუდამოდ იისფერში ჩავიკარგები!
შენ კი წითელო სიდიადეს არასდროს დაკარგავ, ვერასოდეს გაიზიარებ ჩემ ბედს, თუმცაღა სამაგიეროდ ძალიანაც, რომ მოინდომო ჩემნაირ ფერს ვერ იპოვი.
ჰო, ვერ იპოვი ლურჯიისფერს.
მე მოლურჯოიისფერი ვარ! ნებისმიერ დროს შემიძლია შევიცვალო. ხან ლურჯი ვიქნები ხანაც იისფერი, მაგრამ უწინდებურად მხოლოდ ერთი ფერი კი ვეღარ ვიქნები.
ეს კი შენი ბრალია წითელო, მე ხომ შენს გამო შევიცვალე?
ხო, შენ არ გინდოდა ეს?? შენ ხომ მითხარი შეცვალე რამეო? და მეც ავდექი და ფერი ვიცვალე .
მაგრამ ალბათ შევცდი ფერის არჩევისას, ვინ იცის იქნებ თეთრი უნდა ამერჩია? ან თუნდაც მწვანე? სიცოცხლის ფერი არა? მაშინ ახლა რისია ფერი ჩემი? ლოდინის? ჰო, ალბათ მართალი ხარ იასამნისფერი უსაშველო მოლოდინის ფერია.
თუმცა მაინც კარგი ფერია, რადგან არასდროს ხუნდება იგი . კარგი ფერია, რადგან ვეღარ გახუნდება მეტად ისე, რომ ღია ცისფრად იქცეს!
ვერ იქცევა აუხდენელი ოცნებების ფერად. საიდან ვიცი? ვიცი, რადგან მე მეტად ვეღარ დავკარგავ ფერს. ამაზე მეტად ვეღარ შევიცვლები! ამაზე მეტად ვერა...



№1  offline წევრი Mtirala

ლურჯი - ოცნება
იისფერი - უიმედობა
მწვანე - სიცოცხლე
ცისფერი - აუხდენელი ოცნებები
და...
წითელი?!
წითელი ჩემთვის ტკივილის ფერია...
შენთვის?!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2  offline წევრი Daniela

Mtirala
ლურჯი - ოცნება
იისფერი - უიმედობა
მწვანე - სიცოცხლე
ცისფერი - აუხდენელი ოცნებები
და...
წითელი?!
წითელი ჩემთვის ტკივილის ფერია...
შენთვის?!


წითელი? წითელი ისეთი ფერია,რომელიც შეგიძლია ყველაფერთან გააიგივო. ის ასოცირდება ტკივილთან, სიკვდილთან, და ძლევამოსილებასთან . აბსოლიტურად ყველაფერთან!
აი ჩემთვის კი წითელი უნდობლობის ფერია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent