შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა მოგონება შენი იყოს


1-10-2017, 09:21
ავტორი nqv
ნანახია 2 224

გახსოვს როგორ ტკბილად ვატარებდით ყველა დღეს? -მე მახსოვს.
გახსოვს რომ მეფიცებოდი სიყვარულს?-მე მახსოვს..
ბევრი ტანჯვა შემხვდა როდესაც თავს ვერეოდი გადამეტანა უშენობა .
ახლა დრო გავიდა,,მეც შევეჩვიე უშენობით განვლილ თვეებს და მჯერა, რომ ადამიანები უგზოუკლოდ არ იკარგებიან!
"შენ დაბრუნდები,ისე წახვედი" .მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი გვიან იქნება.

აღარ გეძებ არსად, აღარც შენ შესახებ. მაინტერესებს სიახლეები, არ გკითხულობ როგორ ხარ ან რა გიჭირს. "ადამიანებს ბეზრდებათ ერთმანეთი" ეს ძალიან ცუდი ციტატა ზუსტად ჩვენზეა "მე და შენზე".

საბოლოოდ მჯერა შემთხვევით არაფერი არ ხდება, ალბად ასე ცუდად უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი რომ გვესწავლა რას ნიშნავს სიყვარული,.იმედია ამის მერე დააფასებ ისეთ ადამიანს,რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ.
და იმედი მაქვს აღარ შევხვდებით მე და შენ იმ ქუჩაზე რომელიც ჩემი და შენი "ჩვენი" იყო.

მინდა გითხრა,რომ აღარ მჭირდება არც ერთი ის მოგონება რომელიც შენ თავს მახსენებს და გამახსენებს მომავალში ამიტომ " ყველა მოგონება მიჩუქნია,ყველა მოგონება შენი იყოს!"



№1  offline წევრი Mtirala

ძვირფასო,
დრო დიდი გ(ვ)აქვს (გქონდა),
არ უნდა გეჩქარა...
კარგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ მეტი შეგიძლია.
წარმატებები!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2 სტუმარი კორლეონე

მოცულობით იმდენად პატარა იყო, რომ რა თქმა უნდა ვერ მოხერხდებოდა უფრო მეტი ემოციის გადმოცემა.
ვერ ვიტყვი, რომ ცუდია, მაგრამ არც საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მომეწონოს.

 


№3 სტუმარი Giffin

არ შემიძლია არ ვახსენო, რომ გაუმართავი ნაწერია. თითქოს რაღაცის ნაწყვეტებს ვკითხულობ, ერთმანეთთან დაუკავშირებელს. სხვა დროს გადაიკითხე და ისე დადე.

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

წარმატებებს გისურვებ

 


№5  offline წევრი gogona tbilisidan

,,საბოლოოდ მჯერა შემთხვევით არაფერი არ ხდება, ალბად ასე ცუდად უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი რომ გვესწავლა რას ნიშნავს სიყვარული" მომეწონა:)))) წარმატებები.

 


№6 სტუმარი Guest teresa

დასაწყისიდან დასასრულამდე მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ გინდოდა შენი ტკივილის, შენი გრძნობების გადმოცემა, მაგრამ ძალიან იჩქარე... რატომღაც.
ყოველ შემთხვევაში ჩემამდე ვერ მოვიდა.
პუნქტუაციაშიც პრობლემები გქონდა.
წარმატებებს გისურვებ!

 


№7 სტუმარი fadingsoul

რატომღაც მეგონა, რომ ერთმანეთისგან გამოყოფილი აბზაცები სხვადასხვა ნაწერებიდან იყო ამოკრეფილი და მერე "შეკრული."
არა, ამით იმას არ ვგულისხმობ, რომ შენ რამე ვიღაცისგან აიღე. არამედ ვამბობ იმას, რომ აბზაცები ერთმანეთთან მთლად ლოგიკურ კავშირში ვერ დავინახე.
პლუს ამას, მგონია ჩანახატისთვის საკმაოდ პატარა მოცულობის იყო.
საბოლოო ჯამში, ცუდი ნამდვილად არ არის. თუმცა, სხვა დროისთვის ბევრჯერ გადახედე ხოლმე შენს ნაწერს და იმ შეცდომებს აღმოაჩენ, წერისას უნებლიედ რომ გაგეპარა.

წარმატებები.

 


№8 სტუმარი თებე

საშინლად დაულაგებელია!? ან,მე მომეჩვენა ასე.
მოკლედ,ძალიან მშრალი ჩანახატია,ზომას არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის,პატარა ნაწერსაც კი შეუძლია ემოციების მოტანა,მაგრამ ამ ჩანახატში იყო სიმშრალე და რვეულის ცარიელი ფურცლები.
უხეში ვარ,მაპატიე,მაგრამ სიყალბე არ შემიძლია,რომ არ გეჩქარა უკეთესადაც დაწერდი,ასე მგონია. relieved

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent