შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისინი არსაიდან მოდიან


2-10-2017, 01:24
ავტორი Anna)))
ნანახია 1 342

ისინი არსაიდან მოდიან,
ჭუჭყსაც კი არ იწმენდენ კარში შემოსვლამდე, არც ფეხსაცმელს იხდიან კარადასთან, ასე თავხედურად, ასე თამამად დგებიან და შემოდიან შენს სამყოფელში, შენს მყუდრო და შენებულად მილაგებულ სავანეში.
შენ ზიხარ და უყურებ, როგორ სცემენ ბოლთას და როგორ ეფეთებიან შენს იისფერ კედლებს, როგორ უწყლიანდებათ თვალები
.. ისინი მოდიან ამღვრეული თვალებით
გისველებენ ყვავილებიანი პერანგის საყელოებს ცრემლებით, გისველებენ წამწამებსა და ხელებს, იმშრალებენ შენი სახელოებით სახეს და გეხუტებიან.
ისინი მოდიან არსაიდან, ჭამენ შენს სულს როგორც დელიკატესს და ატანენ შენს სისხლს ბურგუნდიული ღვინოსავით, წვეთ-წვეთად, ფრთხილად და ტკბობით.
ისინი არ უსხამენ წყალს შენი ფანჯრის რაფაზე წამოზრდილ იასამნებს, ისინი ახმობენ მათ, ბოლოს ფეხით თელავენ და ყრიან.
ისინი იწყებენ შენი წიგნების (შენს) , როგორც იუმორისტული ჟანრის მდარე ნაწარმოების წაკითხვას, იცინიან, იცინიან ბოლო ხმაზე და ყოველი მომდევნო გვერდის შემდეგ ხევენ და წვავენ წინა გვერდებს.
ისინი იწყებენ შენზე საუბარს , შენივე მოდუღებული ევკალიპტის ან ჟასმინის ჩაის სმის პროცესში , როდესაც ოთახიდან გადიხარ და როდესაც ბრუნდები, წყვეტენ ამ პროცესს და შენს ყოფაზე ინტერესდებიან.
ისინი კარიკატურულად აფორმებენ შენს მიერ შექმნილ ნახატებს და ამბობენ , რომ ასე უკეთესია, რომ სამყაროს გაგება მარტივად, ნათელ ფერებში ბევრად უფრო იოლია ვიდრე მისი შენეული აღქმა.
ისინი იწყებენ შენს სულში ფათურს, შენი ნივთების გადალაგებას, შენი ტანისამოსის ცვეთას, შენი მინების დაბინძურებას, იწყებენ და ამ წამოწყებას წარმატებინ ანხორციელებენ.
ისინი ხევენ შენს ჩანაწერებს, იწყებენ მათში მთავარ გმირებად გამოჩენას,
ისინი ცდილობენ განიცადო ფიასკო და წარბსაც არ ხრიან, არადა წლების წინ შენი ყვავილებიანი პერანგის სახელოებით იწმენდნენ ცრემლებს.
ისინი გიმაგრებენ ნაჭუჭს, გიშენებენ კედლებს, გიწვავენ ხიდებს, გიხერგავენ გზებს, ქოლავენ შენს ფანჯრებს და მიდიან, ისევე არსაით საიდანაც მოვიდნენ.
ისინი იწყებენ ზურგს უკან ქირქილს.
შენ კი რჩები შენს გამაგრებულ ნაჭუჭში, ამაღლებული კედლების, ამოქოლილი ფანჯრების, ჩახერგილი გზებისა და გადამწვარი ხიდების ამარა, ზიხარ და გოდებ "ეს ისე რომ არა" და "იქნებ ეს ასე" , ან "იქნებ მე არ უნდა", ან "იქნებ მე უნდა". ისინი მიდიან და გიკაწრავენ ლოყებს მლაშე, გაყინული ცრემლებით, მიაქვთ შენი წილი სიხარული და ის რაც აქამდე დაიმსახურე ან მოიპოვე.
შენ რჩები საკუთარ თავთან, რომელსაც სარკეში შეშლილად აღიქვამ, შიზოფრენიკივით იღებ დაუსრულებელი რაოდენობის აბებს. შენი ამოსიებული უპეები ვეღარ შრებიან, ვეღარ თბებიან დაშაშრული შენი ხელები .. და ასე გადიან საათები, დღეები, თვეები, ზოგჯერ კი წლებიც, დგახარ და ვეღარ ცხოვრობ, ადამიანებს კი არა , ისიც არ იცი სად დაემალო საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს...
ისინი არსაიდან მოდიან და
..
ა.ზ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent