შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი სიყვარული – "ის"


3-10-2017, 08:36
ავტორი Kublashvili.gvantsa
ნანახია 2 399

ეს ამბავი არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ ჩვეულებრივ ზაფხულს დაიწყო. ამ ამბავმა ეს ერთი ჩვეულებრივი ზაფხული არაჩვეულებრივ მოგონებად აქცია. ალბათ მთელი ზაფხული ისევე უფერული იქნებოდა როგორც სხვა დანარჩენი რომ არა ის.
ნამდვილად არ მახსოვს ყველაფერი დაზუსტებით...არ მახსოვს როგორი დღე იყო...თუმცა ცხადზე ცხადია, რომ იმ დღეს მზე აღმოსავლეთიდან ამოვიდა და დასავლეთით ჩავიდა, თუმცა მაინც განსაკუთრებულის სახელით ამოიქარგა ჩემს მოგონებებში. 2015 წლის ჩვეულებრივ 6 ივლისის საღამოს ბორბალი უკუღმა დატრიალდა...
სიყვარული ზაფხულის ფერიაო...რაც ზაფხულში ხდება, ზაფხულშივე რჩებაო...დაამნ ასეთი იყო ჩემი ან თუნდაც ჩვენი ისტორია.
ჩემი ქალაქი პატარაა, ყველა ყველას იცნობს და ძნელი წარმოსადგენი იყო რომ ეს ადამინი 2015 წლამდე არსად მყავდა შემჩნეული. პირველ სიყვარულს ნამდვილად არ გაუჩენია გარკვეული წარმოდგენები ერთი ნახვით შეყვარებაზე, რადგან პირველად მის ზურგს მოვჰკარი თვალი და ნამდვილად არ მომწონებია მისი კეფა. ალბათ ყველაფერი მოგვიანებით გადაიზარდა სიყვარულში და კიდევ უფრო მოგვიანებით მივხვდი თუ რა შარში გავყავი თავი.
ამ ნაცრისფერ სამყაროში ჩემთან ერთად დაიწყო ფერადი ფანქრების შეგროვება, ნელ–ნელა გაფერადება, ფერების ერთმანეთთან შეხამება და ნაცრისფერის ფერადად ქცევა. საბოლოოდ ალბათ შესანიშნავი კომპოზიცია გამოვიდა...თუმცა ჩემს თვალში მის ირგვლივ ყველაფერი ხომ შთამბეჭდავი იყო.
მახსოვს როგორ ველოდებოდი მის ამოსვლას...კისერი წაგრძელებული მქონდა და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ვამოწმებდი ამოსული იყო თუ არა. ამოდიოდა თუ არა 'ვიტაცებდი' და სხვა სამყაროში მივემგზავრებოდი მასთან ერთად. ისიც მომყვებოდა და მეც მივდიოდი. ვლაპარაკობდი და მელაპარაკებოდა. ბევრს მიცინოდა და მეც მეცინებოდა.
მაშინაც და შეიძლება ახლაც ყველაფერს მერჩია მისი ჩახუტება. არვიცი ასე თბილი რატომ იყო? ან არც იყო და მე მეჩვენებოდა ასე? ძალიიან ძალიან თბილი ჩახუტება იცოდა და იცის...ერთიანად მათბობდა ხოლმე მისი ჩახუტება და ღიმილი...როგორც „ღიმილი? ღიმილი ხომ ჯიბის ფანარია, ბნელ ღამეში ყოველთვის შეიძლება დაგჭირდეს“. თვალებზე აღარაფერს(ვეღარაფერს) ვიტყვი...ყველაზე მეტად რაც მიყვარდა ეგ იყო...თაფლისფერი თვალები ქონდა, სადაც მწვანეც იყო შერეული, ხანდახან წითელსაც შევამჩნევდი ხოლმე...წინ დავუჯდებოდი და არაფერს ვამბობდი...ლაპარაკის უნარი წართმეული მქონდა და მხოლოდ თვალებში ვუყურებდი...სწორედ მის თვალების შემხედვარემ დავიწყე ყველასთვის თვალებში ყურება, თუმცა არავის თვალები არ მომწონდა და არ მითრევდა ისე როგორც მისი. საუბრის დროს, როცა ის იჯდა და მე „ზემოდან“ დავყურებდი, მეგონა სადაც იყო წავიქცეოდი...სადაც იყო მისი თვალების მსხვერპლი გავხდებოდი და მორევივით ჩამითრევდა...სიმართლე რომ გითხრათ ამ მორევიდან ამოსვლას არც ვინატრებდი... ეს იყო თვალები რომლებმაც შეცვალეს ჩემი ცხოვრება. ეს იყო და არის ადამიანი რომლის ღიმილის დანახვაზე ერთიანად სითბოთი ვივსები და რაც არ უნდა ცუდად ვიყო მაინც კარგ გუნებაზე ვდგები.
მე ვხედავდი...თუ ასე მინდოდა დამენახა არ ვიცი მაგრამ მეგონა რომ ისიც რაღაცას გრძნობდა...
ისიც კი მახსოვს, რომ ამოდიოდა არარსებული იყო ლოყები რომ არ დაეწელა და გაეღიმა.
ველოსიპედებითაც ხშირად დავბოდიალებდით ერთად...მეჯიბრებოდა...მეც ვითომ რამის იმედი მქონდა მთელი მონდომებით ვატრიალებდი პედლებს და რომ გამასწრებდა ნერვები მეშლებოდა და იმ იმედით რომ გამომყვებოდა ველოსიპედს ვაბრუნებდი და უკან ვბრუნდებოდი...ზოგ შემთხვევაში არ ვცდებოდი და ისიც მომყვებოდა...
ზოგჯერ ძალიან თბილი იყო და ასეთი ის ყველაზე მეტად მომწონდა...როცა უხეშობდა ვერიდებოდი და იმ დღეს არც ვლაპარაკობდით ხოლმე...ხშირად იყო როცა გვეუბნებოდნენ რაკარგი წყვილი ხართო და ვითომ გაბრაზებული შევუბღვერდი ამის მთქმელს არადა გულში ისე მიხაროდა, ისე მინდოდა ეს მართალი ყოფილიყო...
ყველაფრის დაწერა მინდა...
მინდა ყველაფერი მოვუყვე...ხანდახან მინდა ისეთ რაღაცებზეც ველაპარაკო რაზეც არავისთან ვსაუბრობ, მაგრამ არ ვიცი...არ ვიცი რა რეაქცია ექნება...იქნებ იმდენად გაუკვირდეს ეს ჩემგან არც დაიჯეროს რომ მე ამას, ასე ოდესმე ვფიქრობ...იქნებ სულაც არ მოუნდეს ასეთი ' მე ' ს გაცნობა...ან იქბებ სულაც მისნაირად ვერავინ გამიგოს...
მის სიახლოვეს რომ ვგრძნობ, რომც არ ილაპარაკოს, უბრალოდ რომ გაიღიმოს, გამიღიმოს ის დღე ფუჭად ჩავლილი არ არის ჩემთვის.
ვინმე მეტყვის რას აგიკვიატებია, შეეშვი...მის გარეთაც არსებობს სამყაროო...არა არ შემიძლია...ბევრი ვცადე, და დიდი ხანია ვცდილობ...
არ წახვიდე რა. რომც გაიგო, რომ ჩემი აფორიაქების მიზეზი შენ ხარ არ წახვიდე...
იცით?მე მისგან გავიგე სიყვარული რა ყოფილა...მე მისგან გავიგე ვინ ვყოფილვარ...
მახსოვს რამდენჯერ ერთად ვსმსხდარვართ და უაზროდ გვისაუბრია...თემა შემოგვლევია და ერთმანეთზე დაგვიწყია სიცილი...
გუშინ დამესიზმრა...ძილის წინ არ უნდა იფიქრო იმაზე ვინც გიყვარს, თორემ დაგესიზმრება და რომ გაგეღვიძება ბალიში შეგრჩება ხელში...სიზმრათ ვეხუტებოდი...სულ გაყინული იყო...რა ჭირდა?
მინდა მელაპარაკოს...მელაპარაკოს ყველაფერ იმაზე რასაც სხვას ვერ უმხელს...მე დავჯდები და მოვუსმენ...იქნებ მომენტებში ჩემი თავიც დავინახო მის მონათხრობში...
იცით? არ მიყვარს მისი უხეში მხარე...როცა უხეშად მომიშორებს...მაგრამ რატომ არის ხშირად ისე რომ თბილადაც გამიღიმებს, ჩამეხუტება და გულიანადაც გამაცინებს ხოლმე...
არვიცი მასში რა დავინახე ისეთი რამაც მთელი ეს აფორიაქება გამოიწვია ჩემში...თუმცა ცხადია, რომ დაუსრულებლივ გრძელდება და გვირაბის ბოლოს სინათლეც არ ჩანს...
ნათქვამია მზე შენს სხეულს ხედავს, მთვარე კიდე შენს შინაგან მხარესო...თქვენი არ ვიცი და მე კიდე მასზე ბევრი მოვუყევი მთვარეს...ჩემთვის ვებუტბუტები ხოლმე მთვარეს...ის და მე...ის და მე...ხშირად აი ასე "გაფუჭებული ტელეფონივით" ჩავიხვევი და მთვარეზე მიშტერებული ვიმეორებ...
ყველაფრის, ყველაფრის მიუხედავად მაინც მინდა, რომ ყოველდღე დავინახო ჩემი ჭიშკრის წინ...ყოველთვის ჩემს გვერდით იყოს...დაიწყოს ჩემი სიტყვების გამეორება...შემახსენოს ის, რომ თუ გავაბრაზებ ნაყინს აღარ მიყიდის...და ყოველივე ბავშური სისულელეები რასაც ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე...არასდროს წახვიდე რა...
დარჩი...
ასე...უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი და ვგრძნობდი რომ უფრო და უფრო მიყვარდებოდა...
ისიც კარგად მესმოდა რომ არაფერს არ ქონდა აზრი...
მე შეიძლება დღემდე მიყვარს ის...შეიძლება დღემდე ვხატავ ლამაზ ოცნებებს მასთან ერთად, თუმცა ეს ყველაფერი ერთ დღეს მორჩება...ჩემში ყოველთვის დარჩება ლამაზ ოცნებად...ლამაზ, აუხდენელ ოცნებად...



№1 სტუმარი კორლეონე

როცა ჩანახატს წერ, (და მითუმეტეს კონკურსისთვის) აუცილებელია მაქსიმალურად განსხვავებული და საინტერო რაღაც შექმნა.
ვკითხულობდი, შენს ემოციებს ვიგებდი, მაგრამ აკლდა ამ ყველაფერს მხატვრულობა. უბრალოდ სიტყვები და ამბის მოყოლა არა. საჭიროა შედარებები, მეტაფორები, რთულად გასაგები, ჩამთრევი წინადადებები...

წარმატებებს გისურვებ <3 !

 


№2 სტუმარი Giffin

გამართული ნაწერია (თუმცა, ცოტა შესწორებები კარგი იქნებოდა), მაგრამ ვერ მომხიბლა, ვერ მოვიდა ჩემს გულამდე.
შეგიძლია და განაგრძე წერა.

 


№3  offline წევრი Mtirala

გამაღიმე...
გამათბე...
კარგი იყო...
ძალიან, ძალიან კარგი!
მე მომეწონა ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4 სტუმარი Guest écrivain

ჩანახატისთვის ცოტა დიდი და გადატვირთული იყო. ცხადზე ცხადი ემოციები და არაფერი ამოუცნობი.
კარგია სიყვარული, მჯერა, ლამაზი გრძნობაა, რომელიც წერასაც მოგანდომებს, მაგრამ არა. ახლა არა.
წარმატებები.

 


№5 სტუმარი Guest teresa

მოდი, ვთქვათ, ეს არ ყოფილა ჩანახატი.
არ ვიცი, ჩემი ბრალია თუ შენი, მაგრამ ფაქტია, გრძნობების ნაცვლად უბრალოდ სიტყვებს ვხედავდი.
წესით სიყვარული უნდა მოენდომებინა. ვერ შეძლო.
ალბათ, არ მომეწონა.
წარმატებები მიუხედავად ამ ყველაფრისა...
პ.ს. პუნქტუაციას უნდა მიაქციო უდიდესი ყურადღება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent