ვის კითხე?!
მოდიხარ.. და მერე როგორ ვის ეკითხები ან ნებართვვა ვინ მოგცა! ასე ადექი, შემოხვედი. გაიაზრე? დაინახე? მაშინ როდესაც, სახელურს ხელი მოკიდე და შუაღამე შეაიჯე. გააღვიძე მიძინებული, თავისთვის მყუდროდ მყოფი, კმაყოფილი. ცისარტყლასავით ფერადი არა, მაგრამ სიოსავით ნაზი, ცივ ქარს რომ ჯობია და ამით იმშვიდებს თავს. მაინც ქარს ეკუთნის. ჰო გააღვიძე და მერე როგორ?! არ დაუთმე არ გაჩერდი... გარეთ გამოიყვანე. მიუხურე მისი საძინებლის კარი! უკან არ გაახედე. წაიყვანე. რა უფლებით?! გემუდარება... გთხოვს.. არ უსმენ. ენატრება... ძილი უნდა! არ ეპუები ვინ ვართ? ვინ ხარ? ხელს ჭიდებ.. თითქოს ბოლოს უკანასკნელს. გემსგავსება... ემსგავსები. შენია და მერე როგორ?! სამუდამოდ?! თვალები წითელი მისი თმის ფერივით. იცი. იცის რომ დროა, დაბრუნების დაძინების... ვერ იძინებს არ უნდა. ახლა შენ ხარ ქარი, ცივი გაყინული ზამთარში რომ ლოყაზეე ჩაოგორებულ ცრემლს გიყინავს. რა უფლებით?! ვინ ხარ? აღარც ცისარტყელა, აღაც სიო და აღაც კმაყოფილება. ვის კითხე? რატომ არ უსმინე? ვინ უპასუხებს ღონე მიხდილს. გაყინულს. ღამე ნათევს. ატირებულს. და ასე სხვა ფერი კარით. სხვა ფერი თმით სხვა ყველა ფერით. და მაინც, რა უფლებით?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.