შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვისფერი სევდა!

3-10-2017, 15:52
ავტორი Daniela
ნანახია 2 217

2ოქტომბერია, კაკო ძველებურად ფრთხილი ნაბიჯებით მიუყვება სანაპიროს.
ცალი ხელით ყავარჯენს ეყრდნობა, მეორეთი ყვავილების თაიგული მიაქვს.
შემოდგომის გრილი ქარი კი ნაბიჯების აჩქარებას აიძულებს.
როგორც იქნა მიაღწია დანიშნულ ადგილს, გაჩერდა და მზის ამოსვლის მოლოდინში მზერა ბობოქარ ტალღებზე შეაჩერა.

მიუხედავად იმისა,რომ კაკომ უკვე კარგახანია 70 წელს გადააბიჯა საყვარელ ჩვევას მაინც არ ღალატობს. უკვე 24 წელია, შემოდგომის ყოველ 2 ოქტომბერს დილის 6 საათზე პლიაჟზე მოდის. თანაც ისე, რომ არც ყვავილები ავიწყდება და არც საგანგებოდ შერჩეულ ადგილს ღალატობს...

ცას ნარინჯისფერი ეპარება და ჰორიზონტზე მზეც ნელ-ნელა ჩნდება.
კაკოს ნაოჭებით დასერილ სახეზე სევდიანი ღიმილი დასთამაშებს; ღრმა ჭაობისფერ თვალებს ხუჭავს და საყვარელი ზღვის არომატს ხარბად ისუნთქავს.
თვალებს ახელს და დაკოჟრილი, მოცახცახე ხელებით, პიჯაკის ჯიბიდან ძველ, გახუნებულ ფოტოს იღებს - ეს ერთადერთია რაც მისგან სახსოვრად დარჩა.

" დაბადებისდღეს გილოცავ ნელიკო! "

ჩაიბუტბუტა მოხუცმა, ისე რომ ფოტოსთვის წამითაც არ მოუწყვიტავს მზერა.
ცრემლები, კი მის ტკივილისფერ თვალებს უკითხავად მოსწყდნენ.
ბერიკაცი ნაზად ეამბორა გარდაცვლილი მეუღლის სურათს და ისევ ჯიბეში ჩაიდო.
წამოდგა, ცრემლი შეიმშრალა, ნაპირთან დინჯი ნაბიჯით მივიდა და ყვავილების თაიგული მთელი ძალით ტალღებისკენ მოისროლა.

საბრალოს არ შეეძლი ცოლის საფლავთან მუხლმოყრილს ცრემლის შეშრობამდე ეტირა, ვერც ყვავილებს მიართმევდა, ერთნაირად სტკიოდა მოხუცს, აფხაზეთიცა და ობლად დარჩენილი საფლავიც.

აი უკვე 24 წელია მას, შემდეგ რაც შემოდგომის ყოველ 2 ოქტომბერს ყვავილებით ხელში ქობულეთის სანაპიროს სტუმრობს კაკო,
კაკო, რომელიც პიჯაკით ცოლის ფოტოსა და გულით აუხდენელ ნატვრას დაატარებს.

№1  offline წევრი Mtirala

კარგი იყო❤ გულში ჩამწვდა ❤ წარმატებები
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№2  offline წევრი Daniela

Mtirala
კარგი იყო❤ გულში ჩამწვდა ❤ წარმატებები

მიხარია, თუ მოგეწონა! (: <3

№3  offline მოდერი bla.ell

ვიტირე...არვიცი მართლა...მართლა არვიცი...განსხვავებულია ხომ ვამბობ ძალიან მომწონს,ვიცოდი რომ არ შევცდებოდი რომ,ძალიან უცხო და "არაამმიწიერი" იქნებოდა...არ ვიცი ხომ ვამბობ...არ ვიცი რავთქვა...ოქტომბერი საყვარელი ოქროსფერი თვე...ძალიან კარგი იყო დენი...

№4 სტუმარი კორლეონე

არ ვიცი, არ ვიცი...
არ მომეწონა. ვერ მოვიდა ჩემამდე.
შესაძლოა იმიტომ, რომ აფხაზეთი, დაკარგული ახლობლები და ყველაფერი რაც ამასთან არის დაკავშირებული, უცხოა ჩემთვის. შეიძლება იმიტომ, რომ ამ თემაზე იმდენი იწერება, უკვე რაღაც საოცრება უნდა იყოს, რომ მომეწონოს.
და ეს არ იყო საოცრება.
სხვა თემა რომ შეგერჩია, ასე მგონია უკეთ გამოგივიდოდა.
წარმატებები შენ!

№5 სტუმარი Giffin

კარგი იყო. უბრალო, მაგრამ გულწრფელი. ცოტა ტავტოლოგიები და შეცდომები გქონდა, მაგრამ არა უშავს.
განაგრძე წერა აუცილებლად!

№6  offline წევრი Daniela

bla.ell
ვიტირე...არვიცი მართლა...მართლა არვიცი...განსხვავებულია ხომ ვამბობ ძალიან მომწონს,ვიცოდი რომ არ შევცდებოდი რომ,ძალიან უცხო და "არაამმიწიერი" იქნებოდა...არ ვიცი ხომ ვამბობ...არ ვიცი რავთქვა...ოქტომბერი საყვარელი ოქროსფერი თვე...ძალიან კარგი იყო დენი...

ასეთი თბილი კომენტარები საოცრად მაბედნიერებს! მადლობა შენ ამისთვის.

კორლეონე
არ ვიცი, არ ვიცი...
არ მომეწონა. ვერ მოვიდა ჩემამდე.
შესაძლოა იმიტომ, რომ აფხაზეთი, დაკარგული ახლობლები და ყველაფერი რაც ამასთან არის დაკავშირებული, უცხოა ჩემთვის. შეიძლება იმიტომ, რომ ამ თემაზე იმდენი იწერება, უკვე რაღაც საოცრება უნდა იყოს, რომ მომეწონოს.
და ეს არ იყო საოცრება.
სხვა თემა რომ შეგერჩია, ასე მგონია უკეთ გამოგივიდოდა.
წარმატებები შენ!

ეს თემა იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემთან ძალიან ახლოსაა.
მართალი ხარ იმაში, რომ ამ თემაზე ბევრი დაწერილა, მაგრამ აი მართლა არ შემეძლო რომ არ დამეწერა აფხაზეთზე, რადგან სულ იმაზე ვწერ რაც მტკივა! არ შემიძლია ისეთ თემაზე ვწერო რისიც არაფერი გამეგება.
მიხარია, რომ წაიკითხე და შენი აზრი გამიზიარე, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

Giffin
კარგი იყო. უბრალო, მაგრამ გულწრფელი. ცოტა ტავტოლოგიები და შეცდომები გქონდა, მაგრამ არა უშავს.
განაგრძე წერა აუცილებლად!

აუცილებლად ვეცდები შეცდომების გამოსწორებას. მიხარია, თუ ჩანახატით კმაყოფილი დარჩი. რაც შეეხება წერას, იგი ჩემი ცხოვრებაა ამიტომ ძალიანაც, რომ მინდოდეს მაინც ვერ შევწყვეტ!

№7 სტუმარი Guest teresa

ხომ მოკლე და ლაკონური იყო, ხომ საერთოდ შორს ვარ მე ამ ტკივილისგან, მაგრამ მაინც გულში ჩამწვდომი იყო.
თხრობის სტილიც მომეწონა. თითქოს კაკომ იცოდა, რომ შენ მასზე წერდი, თითქოს კაკო შენ იყავი, ვერ ვხსნი, მაგრამ რომ მომეწონა, ამაში დარწმუნებული ვარ.
შეეცადე ბეჭდური ხარვეზები არ გაგეპაროს ხოლმე, რიცხვები, როცა საქმე ლიტერატურას ეხება, სიტყვებით დაწერე და მგონი აჯობებს, რომ დანიშნული ადგილის ნაცვლად პირველ აბზაცში დანიშნულების ადგილი იყოს.
სხვა შენიშვნა არ მაქვს.
პ.ს. მომწონს შენი პოზიცია! რამდენი რამეც არ უნდა იყოს დაწერილი შენამდე ერთ კონკრეტულ თემაზე, შენ დაწერე შენი! მერწმუნე, შენნაირი არავის ექნება!

№8  offline წევრი Daniela

Guest teresa

უღრმესი მადლობა იმ სასარგებლო რჩევებისთვის რაც მომეცი. ძალიან გამიხარდა, რომ მოგეწონა.

№9 სტუმარი Guest Lilu

არ იყო ცუდი .მეწყინა რაღაც ესე მოკლედ რომ თქვი .მოლოდინი ნქონდა მათი სიყვარულის ამბავს გაგვიზიარებდი ასევე იმ ავად სახსენებელ დგეს აგვიღწერდი კაკო და ნელიკო რომ დააშორა. წ ა რ მ ა ტ ებ ე ბ ი

№10  offline წევრი Daniela

Guest Lilu
არ იყო ცუდი .მეწყინა რაღაც ესე მოკლედ რომ თქვი .მოლოდინი ნქონდა მათი სიყვარულის ამბავს გაგვიზიარებდი ასევე იმ ავად სახსენებელ დგეს აგვიღწერდი კაკო და ნელიკო რომ დააშორა. წ ა რ მ ა ტ ებ ე ბ ი

მშვენიერი იდეაა, ვინ იცის იქნებ მომავალში გავაგრძელო კიდევ კაკოს ისტორია.

№11  offline წევრი nathali lifhonava

heart_eyes scream heart_eyes heart_eyes heart_eyes flushed kissing_heart grinning

უბრალოდ საოცრებაა heart_eyes heart_eyes heart_eyes innocent innocent scream scream smiling_imp heart_eyes
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

№12  offline წევრი Daniela

nathali lifhonava
heart_eyes scream heart_eyes heart_eyes heart_eyes flushed kissing_heart grinning

უბრალოდ საოცრებაა heart_eyes heart_eyes heart_eyes innocent innocent scream scream smiling_imp heart_eyes

დიდი მადლობაა :*

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent