შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის იმ საღამოს


5-10-2017, 01:11
ავტორი ადრასტეია
ნანახია 1 677

შემოდგომის იმ საღამოს,
როცა ფანჯრის რაფაზე ჩამოსული წვიმის წვეთი წიგნზე თვალს უნდა გაწყვეტინებდეს
შემოდგომის იმ საღამოს, როცა ყავის ჭიქიდან ამოსული ორთქლი ცხვირზე დაკოსებული სათვალის მინებს უნდა ბურავდეს
იმ საღამოს, როცა ყურსასმენებიდან მშვიდი სიმღერა უნდა ჟღერდეს
საღამოს, როცა სასიამოვნო ნოსტალგიით შეპყრობილი პლედიდან ცხვირს ვერ უნდა ჰყოფდე

შემოდგომის იმ საღამოს...

კარზე იყო ზარი...
ყავის ჭიქა ჰაერში გაშეშდა
წვიმის წვეთი - ფანჯარაზე
მოგიზგიზე ალი - ბუხარში
მუსიკა - ყურსასმენებში
და სისხლი ვენებში,
გაშეშდა არა, გაიყინა.
შემოდგომის ამ საღამოს ფანჯარას შორდები, რაფიდან დგები და იქვე ტოვებ მას, რასაც სიამაყე ერქვა. სათვალეს იხსნი და თან აყოლებ თავმოყვარეობის იმ მცირე ნატამალს რაც გქონდა და კარისკენ მიდიხარ

გახედვა არ გჭირდება. ვინ იქნება. არავინ არსებობს სხვა თუ არა ის
განმეორებული ზარი გაკრთობს და უკან იხედები, იქ სადღაც რაფასთან. მაგრამ თავს იქნევ და კარს აღებ.
შემოდგომის იმ საღამოს...
ზღურბლზე დგას, ხელში ერთ დროს შენი საყვარელი შკოლადით, რომელსაც სულ მის გაკეთებულ ყავასთან ერთად ჭამდი და თვალს ვერ გისწორებს
დაძაბულია
მერე შემოგხედავს
შიში, ვნება, სინანული, ტანჯვა თვალებს აურევს და ისევ დახრის
სიმხდალეა? ასეც უნდა იყოს
ვერ შემოვა
მან ხომ არ იცის რომ იქ სადღაც, რაფასთან შენი თავმოყვარეობა და სიამაყე სათვალეს გააყოლე

შოკოლადს ხელიდან გამოგლეჯ და ზურგს აქცევ.
თავში ყველაფერი ირევა.
ზღურბლიდან ნაბიჯს დგამს და ყოყმანით გიახლოვდება.
ოღონდ სიტყვები არა...
ყველაფერს ყოველთვის სიტყვები აფუჭებდა.
ცხოვრებას სიტყვები ანგრევდა.
სიტყვები ვერ გაგრძნობინებს.

არა, ის შენ ზურგს ნელ-ნელა უახლოვდება და ხელზე კანკალით გეხება, უნდა რომ შემოგხედოს და ამოიკითხოს
თუნდაც ზიზღი
გრძნობ როგორი სუსტია, ისეთი როგორც არასდროს აქამდე...
ბრუნდები.
მოულოდნელად თვქენი ცხვირები ერთმანეთს ეჯახება.
მაინც ვერ გიყურებს.

შენი თეთრი გაყინული ხელები მის სახეს ეხება.
კრთება, მოულოდნელია არ ელის.
თვალებს ხუჭავს რომ დამალოს
ვნება,
სინანული,
ტანჯვა,
....
სიყვარული.

შემოდგომის იმ საღამოს...
ღრმად ისუნთქავ მის სურნელს, სახე ახლოს მიგაქვს მის ყელთან, თავს დაბლა აწევინებ და აიძულებ თვალებში ჩაგხედოს.
კოცნი.
როგორც პირველად
და როგორც უკანასკნელად

ფანჯრიდან სათვალე ვარდება და იბზარება.

ბაგეები ერთმანეთს შორდება და მას ტკივილნარევი ოხვრა წყდება
და
ამ საღამოს შენ ვერ იტან ამ ტანჯვას მის თვალებში.
ვერ იტან
სინანულს,
მოგონებებს,
დაშვებულ შეცდომებს,
უპატიებელ წარსულს.

კოცნი მეორედ, ის ბაგეებს გწყვეტს და რაფისკენ იყურება, თავმოყვარეობა და სიამაყე ხელს იქნევენ და ბრუნდებიან.
მამაკაცი ეჭვნარევი თვალით გიყურებს და ტკივილი ერევა. იცის რომ მოულოდნელად გამოსამშვიდობებელ საღამოზე მოხვდა.
იმ შემოდგომის საღამოს...
გულში გიკრავს,
შენ ტანს ხელს აყოლებს,
და გკოცნის ისე როგორც არასდროს არავის უკოცნია.
გრძნობ იმას რაც არასდროს არავისთან გიგრძვნია.
იცი რატომ.
იმიტომ რომ ამ ყველაფერს სიტყვა უკანასკნელი ურევია.

შუაღამისას იღვიძებ.
იცმევს.
უყურებ როგორ მიდის და იხურავს კარს.

შემოდგომის იმ საღამოს საწოლიდან დგები, ყველაფერი გტკივა, ფეხშიშველი ფრთხილად დგამ ნაბიჯებს, ფეხში გატეხილი მინა გერჭობა. სათვალეს იკეთებ, რომელსაც გაბზარულ სიამაყესა და თავმოყვარეობასთან ერთად უპატიებელი ღალატის გრძნობა მოჰყვება.

და თუ ოდესმე უნდა იგრძნო სიცივე. თუ ოდესმე უნდა იყო ცუდად მხოლოდ მაშინ, როცა გულში სამუდამოდ იმარხავ ღალატითა და კარის სამუდამოდ გახურვით მოყენებულ ტკივილს.

შემოდგომის იმ საღამოს...
წვიმა იწყება.
ყავა ცივდება.
მუსიკა გრძელდება.



№1  offline წევრი Mtirala

კარგი იყო ❤ მეორე პირში წერა საინტერესოა ❤ წარმატებები
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2 სტუმარი Guest teresa

მეორე პირში მე ვერ ვწერ, არ გამომდის, არც მიცდია, მეშინია, ალბათ.
აქ რომ შევხვდი, მესიამოვნა.
გამბედავის შთაბეჭდილება შემექნა ჩანახატის ავტორზე.
სასიამოვნო, საინტერესო ქაოსი დაგვისახე შენ.
ქაოსის შექმნა ყველას შეუძლია, მაგრამ არა ოსტატურად.
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი გახდი!
წარმატებები!

 


№3 სტუმარი კორლეონე

მეორე პირში როდესაც წერ, აუცილებლად დაჰყვება რაღაც მისტიკური, რაღაც ჩამთრევი...
დამიწერია მეორე პირში და ვიცი, რომ სულ სხვანაირი ემოციით "იწერება".
მომეწონა. არ გავგიჟებულვარ, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ იკითხებოდა.

 


№4  offline წევრი ადრასტეია

Mtirala
კარგი იყო ❤ მეორე პირში წერა საინტერესოა ❤ წარმატებები

ძაან დიდი მადლობა <3

Guest teresa
მეორე პირში მე ვერ ვწერ, არ გამომდის, არც მიცდია, მეშინია, ალბათ.
აქ რომ შევხვდი, მესიამოვნა.
გამბედავის შთაბეჭდილება შემექნა ჩანახატის ავტორზე.
სასიამოვნო, საინტერესო ქაოსი დაგვისახე შენ.
ქაოსის შექმნა ყველას შეუძლია, მაგრამ არა ოსტატურად.
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი გახდი!
წარმატებები!

ვაიმე უღრმესი მადლობა, როგორ გითხრათ ამდენი საერთოდ არ მიფიქრია რომელ პირშ დავწერდი, უბრალოდ წინადადებები ასე აეწყო ^_^ სულ მეორედ დავწერე ჩანახატი და ასეთ შეფასებას არც ველოდი <3 მადლობა კიდევ ერთხელ

კორლეონე
მეორე პირში როდესაც წერ, აუცილებლად დაჰყვება რაღაც მისტიკური, რაღაც ჩამთრევი...
დამიწერია მეორე პირში და ვიცი, რომ სულ სხვანაირი ემოციით "იწერება".
მომეწონა. არ გავგიჟებულვარ, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ იკითხებოდა.

მარტო ასეთი კომენტარებისთვის ღირდა გამოქვეყყნება <3

 


№5 სტუმარი ჟოლო

სათაურმა დამაინტერესა, მაგრამ....
დროში ბევრჯერ აირიე.
სასვენ ნიშნებთანაც არის პრობლემა.
დაწყება მომეწონა, მაგრამ გადასვლამ არ მომხიბლა. დასასრულიც კარგი იყო.

 


№6  offline წევრი ადრასტეია

ჟოლო
სათაურმა დამაინტერესა, მაგრამ....
დროში ბევრჯერ აირიე.
სასვენ ნიშნებთანაც არის პრობლემა.
დაწყება მომეწონა, მაგრამ გადასვლამ არ მომხიბლა. დასასრულიც კარგი იყო.

რომ ვუკვირდები, ვხვდები რომ ბევრი შეცდომა მაქვს და მრცხვენია:დ მიკვირს აქამდე რომ არ აღნიშნეს. მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent