შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქართვლის სენი


5-10-2017, 11:18
ავტორი Ramzisher
ნანახია 1 602

რა არის ქართვლის სენი?
აი,ციცაბო კლდეს რომ შეეჭიდები შიშველი ხელებით სუსხიან ზამთარში და დალაშქვრას რომ მოისურვებ, აღმართს რომ მიუყვები ჭიუხვებში, სურვილი, რომ წინ გიბიძგებს, გახელებს, მწვერვალის ხელშეხების ზმანება რომ ძალას გმატებს, უკან დახევის სირცხვილს რომ გიასკეცებს, ესაა ამბიცია; მაგრამ ამ დროს ბუნება, ზარმაცი ბუნება გებრძვის ვით ძვალ-რბილში გამჯდარი სუსხი და ყინვა, ხელ-ფეხს გიბოჭავს, ნაბიჯებს გინელებს, სვლას გიჩერებს და სხვა გზას არ გიტოვებს თუ არა გაჩერება. სირცხვილი უკან დახევის უნარსაც გართმევს და წინსვლის ყიჟინასაც გიხშობს. ადგილზე გაქვავებულს ისღა დაგრჩენია, სხვა გზა ნახო, მარტივი გზა, რომ ზარმაცი ბუნების და ამბიციების კომპრომისი გამოგივიდეს, არც თავსლაფდასხმული დარჩე და არც დიდად თავი შეიჭრვო, რომ მიზანს მიაღწიო. ეს კი რა გზაა? სხვების თავზე, პატიოსანთა თავზე გამავალი გზაა, რომელიც მიზანთან უცილობლად მიგიყვანს, მაგრამ მწვერვალზე ასულს უკან გამოხედვის სიამაყე ვეღარ გექნება, რადგან ის გზაა სწორი და მართალი, რომელიც შენს წუხილზე და სიმძიმეზე არის დაშენებული მყარად და ურღვევად, თორემ სხვისი დაჩაგვრით გაკაფული ხომ ოდესღაც შენც გადაგხლართავს ვით უსიერ ტყეში შესულ დიდ ცხოველს.
სამწუხაროა, მაგრამ უწინდელისგან განსხვავებით ახლა ქართველის ძირითად მტერს სიზარმაცე და სიზანტე წარმოადგენს. ესაა, რასაც უპირველესად უნდა ვებრძოლოთ და დავამარცხოთ, ესაა, რასაც ჩვენმა თაობამ განათლება და სულიერი ძლიერება უნდა დავუპირისპიროთ, სიბეჯითით შევიმოსოთ და ზამთრის სუსხივით დავრთგუნოთ...



№1  offline წევრი Mtirala

პატარა იყო...
წარმატებები, მაინც ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2  offline მოდერი წითური გოგონა

უბრალოდ, რატომ გაგიჩნდა ე.წ სასიყვარულო საიტზე (ვიცი თავისუფალი თემა იყო) ქართველობაზე და პატრიოტობაზე თუნდაც ერთი წინადადების დაწერის სურვილი?!
თუ, მაინცდამაინც რაღააა -ქართველის სენი-
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№3 სტუმარი Guest teresa

პატრიოტულ თემაზე რომ შევხვდი ჩანახატს, სიმართლე გითხრა, გამიკვირდა, მაგრამ ეს არაა მიზეზი, რის გამოც არ მომეწონა.
არგუმენტირებულ ესეს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩანახატს.
დავალებად მიცემულს, განმარტებებით გავსებულს და ბოლოში დასკვნით დაბოლოვებულს.
წარმატებები!

 


№4 სტუმარი კორლეონე

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ჩანახატი კი არ დაწერე, დადექი სადმე შემაღლებულ ადგილას და ხელის ქნევით დაგვიწყე ქართველობაზე ლაპარაკი ;დ
უკაცრავად, მაგრამ არ მომეწონა.
თუმცა ფოტო ძალიან კარგია, რომელიც შეგირჩევია ^_^

 


№5 სტუმარი ჟოლო

ესეს შთაბეჭდილება დატოვა.
იგივე თემატიკა ჩანახატში რომ გაგეკეთებინა და საკუთარი ემოციები დაგერთო, კონკურსისთვის კარგი იქნებოდა ;))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent