შენ შეგიჩვიეს ჩემმა თვალებმა!
მე გიყურებდი,როგორ იცინოდი. მე გიყურებდი,როგორ მიბრაზდებოდი ხოლმე. ამ დროს ყველაზე მეტად მიჭირდა. მე გიყურებდი,როგორ ფუსფუსებდი სამზარეულოში,საყვარელი სიარულის მანერითა და სხვადასხვა ემოციით. მე გიყურებდი,როგორ ივსებოდი ბედნიერებით,როდესაც სკოლაში მივდიოდი და სახლში მაღალი ქულით ხელდამშვენებული მოვდიოდი. მე გიყურებდი,როგორ გტკიოდა სიბერე,ყელში ამოსული ტკივილი და დამღლელი რეალობა. მე გიყურებდი,როგორ აღიქვავდი ჩვენი თითოეულის გულისნადებს,განიცდიდი ისევე როგორც ჩვენ. მე გიყურებდი,როგორ მიდიოდა დრო,ჩვენ გვერდით,მაგრამ იმასაც ვხედავდი,რომ ის ვერაფერს გვაკლებდა. მე გიყურებდი,როგორ მხნედ დააბიჯებდი სახლში,ოთახიდან ოთახში. მე გიყურებდი,როგორ გიხაროდა სიცოცხლე,მაგრამ ამაზრზენი ყოფა გიწვავდა სულს. მე გიყურებდი,როგორი ერთგული იყავი ჩემი! მე გიყურებდი,როგორ ამაყობდი ჩვენით და ამით მეც მახალისებდი. მე მეგონა ყველაფერი კარგად იყო. მე მეგონა არ გტკიოდა–გაგიარა–წამალმა გიშველა. მემეგონა ვეღარ გაკლებდა დრო ვერაფერს. მე მეგონა… ვაი,რომ მეგონა… მხოლოდ მეგონა… მე გიყურებდი,როგორ დამყავდი ხელით. მე გიყურებდი,როგორ გიჭირდა სიარული,მოძრაობა და მაღაზიაში კუნტრუში. მე გიყურებდი,როგორ გიჭირდა ეს უკანასკნელი. ჩემო კარგო მე გიყურებდი,როგორ ნელა სუნთქავდი–ძალით. ვხედავდი არ გინდოდა–ესეც აღარ გინდოდა.მე გიყურებდი,როგორ სევდა ჩამდგარი თვალებით მიყურებდი აცრემლიანებულ თვალებში.მე გიყურებდი,როგორ აღარ შეგეძლო–და ვეღარც შეძელი… მე გიყურებდი,როგორ მიყავდი მამაკაცთა ხროვას სიცივისკენ,უფსკრულისკენ,არარელობისკენ. მე ვეღარ ვხედავ შენ ლამაზ სახეს. ხელს მიშლიდა გამხმარი ხე. მე ვეღარ ვხედავდი შენ თვალებს და ვეღარც ღიმილს ასე ძალიან,რომ მიყვარდა. მე ვეღარ გხედავდი შენ და შენ ამაყ გამოხედვას,ვეღარც შენ ცრემლებს ლოყებზე. მე გიყურებდი,როგორ მაცლიდნენ შენ თავს ხელიდან. გიყურებდი,როგორ გკარგადი ძლიერად! მე გიყურებდი მიწის ზემოდან–ვეღარ გხედავდი სიცივეში დაკარგულს. მე გიყურებდი მთელი ბავშვობა,მთელი ცხოვრება,მაგრამ შენი ერთი გამოხედვა ჩემთვის ნეტარება იყო. და ახლაც შენი ერთი გამოხედვის გულისთვის ვარ დაჩოქილი და გეძებ,რომ გიპოვო,მხოლოდ იმიტომ,რომ აღმოვთქვა–აღმოვთქვა გრძნობები,რომლებიც თან წაიყოლე. ახლაც შენ გეძებ,ახლაც შენ გეძებ ჩემო მდუმარე,სიცივეში დაკარგულო,სითბოს მოკლებულო და ერთადერთო ადამიანო–ჩემო … |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.