შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყო მარტოობა...


10-10-2017, 16:56
ავტორი Nina))
ნანახია 2 106

არ ვიცი რატომ ქრებიან ადამიანები ჩვენი ცხოვრებიდან. არც ის ვიცი საერთოდ რაღატომ ჩნდებიან თუ უნდა გაქრნენ...

ტკივილი ნელ-ნელა იზრდება,ღრმად ავრცელებს ფესვებს ჩვენს ორგანიზმში.
ტერფებიდან ნელ-ნელა მოუყვება ჯერ ქვედა კიდურებს,თავიდან გგონი,რომ ვერ დადიხარ;
შემდეგ მუცლამდე მოაღწევს და იმდენად მჭიდროდ შემოგაჭდობს მარწუხებს მთელი მუცელი ჩაგეწვება,ჩაიკეცები და მაგრად შემოიხვევ მუცელზე ხელებს,თითქოს შენი უსუსური ხელებით ტკივილისგან გათავისუფლება შეგეძლოს;
მერე ნელ-ნელა აუყვება მკერდს და ერთდროულად ისე ძლიერად შემოეჭდობა გულსა და ყელს,რომ შენი გულის ცემის გაჩერებას ცხადლივ იგრძობ,მერე ნელ-ნელა სუნთქვასაც ვეღარ შეძლებ ისე ძლიერად მოგიჭერს კოჟრიან მარწუხებს კისერზე,კვლავ ჩაიკეცები და ობოლი ცრემლი გადმოგვარდება ჯერ,შემდეგ კი ნიაღვარივით ჩამოცვივდება ერთი მეორის მიყოლებით...
და გაგრძელდება ასე,ცირკულაციის მსგავსად,დაუსრულებლად,თითქოს შექცევადი რეაქცია არისო და ორივე მხრივ მუდმივად იმოძრავებს მანამ,სანამ რაიმე პირობას არ შეუცვლი...

ზოგჯერ შესაძლო ერთმა სიტყვამ გაგასწოროს მიწასთან,ზოგჯერ კი ერთმა გამოხედვამ ეს ნელი პროცესი შესაძლოა იმდენად დააჩქაროს,რომ ერთიანად იგრძნო ტკივილი,იმდენად ძლიერად ,რომ იქვე მოკვდე...



****

ყველაფრისგან გადაღლილი უულოდ,რომ გადავწვები კუთხეში მდგარ საწოლზე,თვალებს ჭერს ვაპყრობ და ცოტა ხანს ვშეშდები ხოლმე..
მთელი ტკივილი ერთიანად მაწვება სახეზე და ბაგეებს ერთიანად სწყდება ქვითინი და ნერვული სიცილი...
ზოგჯერ მგონია შევიშალე,იმდენად უჩვრულოდ ვიქცევი ხოლმე...
ყველაზე მეტად,იმ დროს,როდესაც გულაღმა ვწევარ,მთელი სამწლიანი ურთიერთობა ძირფესვიანად მინდა ამოვგლიჯო ჩემი მეხსიერებიდან და დროს გავატანო,რომელიც არაფრის დიდებით არ ჩერდება და მით უმეტეს,აღარც ბრუნდება...
თუმცა იმდენად ღრმად აქვს ფესვები გამდგარი,რომ ოდნავ ამოწევისასაც,ისედაც დაფლეთილი გული თან ჰყვება ფესვებს...
უბრალოდ არ ძალმიძს ერთი ხელის მოსმით ყველაფრის ამოგლეჯა...
ნეტავ შემეძლოს...
ნეტავ შემეძლოს ქუჩაში გასული მხრების ერთ სიგრძეზე გაჩერება და არა-ჩამოყრა...
ნეტავ...


***
ასე მგონია,მთელი მსოფლიოს ჯვარი ავიკიდე მხრებზე,როდესაც შენგან წამოვედი...
ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილებათა შორის საუკეთესო,მაგრამ ყველაზე მეტად გამანადგურებელი...

ასე მგონია,მთელ სამყაროს ვიტევ თვალებში,როდესაც გიყურებ...

შეშლილი ვარ,
ზოგჯერ მინდება რომ მოვკვდე,მხოლოდ იმიტომ რომ დანაკლისი იგრძნო.
თუნდაც ობოლი ცრემლის გამო.
ის ობოლი ცრემლი მაინც ხომ იქნება მხოლოდ ჩემი.

ჰო,შეშლილი ვარ,
ზოგჯერ,როდესაც ქუჩას ვკვეთ და შენ მოპირდაპირე მხარეს დგახარ,
მინდება,რომ მანქანა დამეჯახოს და თუნდაც ბოლოჯერ,შენს თვალებში ჩამდგარი შიში დავინახო...

ჰო,არც ამაყი და არც საკუთარი თავის ფასი ვიცი..
მიუხედავად იმისა,რომ ათასგზის გადათელე ჩემი გრძნობები,რომ მოხვიდე დაუფიქრებლად დაგიბრუნდები,
თუნდაც ერთი დღით,ან ორით...

ჰო,სულელი ვარ,
როდესაც დაგინახავ თავს ჩავქინდრავ ხოლმე და ვითომც არ ვვარსებობო ისე ჩაგივლი..

ჰო,გადაშლილი წიგნი ვარ,ძვირფასო,
რომ შეხვდებიან ხოლმე ჩვენი თვალები მყისვე ჩამიწითლდება და ნელ-ნელა იწყებს ცრემლები წამოსვლას...

ჰო,
მიუხედავად იმისა,რომ შენი წამოსვლით მთელი მსოფლიოს ტკივილი მხრებზე ავიკიდე,
შენი გაბრწყინებული თვალების გამო,ვფიქრობ,ღირდა...

ნეტავ მცოდნოდა ჩემი წასვლა ასე თუ გაგაბედნიერებდა,
გეფიცები,
ბევრად უფრო მალე წავიდოდი..

ჰო,
შეშლილი და სულელი ვარ,
დაგტოვე და წამოვედი...
მაგრამ შუაღამით,როდესაც შიშისგან გაოფლილი წამოვვარდები ხოლმე,ძალაუნებურად ვიკრავ სუნთქვას, ასე მგონია სუნთქვა გიჭირს და მზად ვარ ჩემი წილი ჰაერიც დაგითმო...


***

დღეს კვლავინდებურად მივესალმე ჩვენ ქუჩას.
მათაც თავი დამიქნიეს,თავისებურად.
მე ვერ გავიგე,მაგრამ, ვგონებ,შენზე მკითხეს…
მათაც უკვირთ, ალბათ, ერთად რომ აღარ დავდივართ…
ალბათ კი არა,უდავოდ გაუკვირდებათ…
აქამდე სულ ერთად გავდიოდით,ხელიხელჩაკიდებულნი.
ხან თავს ჩამოგადებდი მხარზე და ისე ჩავუვლიდით ნაცნობ ქუჩებს,
ისინიც,თითქოს თავს ოდნავ დაგვიკრავდნენ თავისებურად და თვალებით გაგვიღიმებდნენ…


ქუჩებსაც ვეუცხოები მარტო…
და წარმოიდგინე,რაოდენ აუტანელია ჩემთვის…



***

როდესაც შენს თითებს ჩემებთან ვგრძნობ,ასე მგონია ჩემ წინ უზარმაზარი მინდორია და ზედ სულ ნაირგვარი ყვავილებია ამოსული...

ასე მგონია ვიღაცამ შუა ზღვაში,რომ ჩამაგდოს ისინიც მომაშველებენ ხელს და მიუხედავად ცურვის არ ცოდნისა მაინც გადავრჩები...

როდესაც შენს თითებს ჩემებთან ვგრძნობ,ასე მგონია შუა ზამთარში ვეებერთელა მზე მოწყვიტე და ჩემს გაყნულ სხეულზე გასათბობად დააგორებ...

ასე მგონია ყოველთვის გადავრჩები.
ასე მგონია სიარულს მასწავლი,რომ ხრამში არ გადავიჩეხო.
ასე მგონია სუნთქვას მასწავლი,რომ არ დავიხრჩო.
ასე მგონია იქითკენ მითითებ საითაც,უსათუოდ დამხვდებიან ჩემი გვირილები და არასდროს გავყვები მცდარ გზას...



***

ვიდექი და ვუყურებდი როგორ მიდიოდა,
როგორ მიჰქონდა თან ჩემი სულის ნაწილი.
ვუყურებდი და ვერ ვაჩერებდი.
რა ღირებულება ექნებოდა შემდეგ ამ ყველაფერს.
ის ხომ უნდა მიმხვდარიყო რომ მჭირდებოდა,
ჩემი შეჩერებული რა გამოვიდოდა...

ვიდექი და ვუყურებდი ჩემი ცხოვრების ნაწილი როგორ ეფერებოდა სხვას..
ვუყურებდი როგორ კოცნიდა შუბლზეჩვენი სიმღერის ჰანგებზე.
ვუყურებდი და ვრწმუნდებოდი,
არ არსებობდა ამაზე საზარელი გრძნობა ამ ქვეყნად.

ვუყურებდი როგორ უკეთებდა ბეჭედს მარჯვენა ხელის არათითზე და სუნთქვა მეკვრებოდა.
ვუყურებდი როგორ ებერებოდა მუცელი და შიგნიდან მეც ვგრძნობდი იმ ბავშვს...

ვუყურებდი ჩემი საყვარელი მამკაცი როგორ არქმევდა ჩვენი პატარა გოგონას სახელს მის გოგოს და გული ფეთქვას წყვეტდა...
ვუყურებდი..
ჰო..
ვიდექი და ვუყურებდი..
მეტი არაფერი შემეძლო..
მხოლოდ ყურება
და
ამ საზარელი ტკივილის ატანა...





***


რომ გეკითხათ მისი ყველაზე დიდი შიში რა იყო დაუფიქრებლად გიპასუხებდათ,რომ მისი დაკარგვა..

ჯოჯოხეთად მიაჩნდა იმის დაკარგვა ვისითაც სუნთქავდა,ვისაც უყოფდა სარეცელს.

შუა ღამით,რომ გაიღვიძებდა და მას ვერ დაიგულებდა მს გვერდით პანიკის შეტევა იპყრობდა მთელი არსებით და ერთიანად უჭერდა თავის დაკოჟრილ მარწუხებს კისერზე.

ახლა რომ ჰკითხოთ იგივე,იმავეს ვეღარ გაგიმეორებთ,რადგან შემოდგომის უკანასკნელი ფოთოლივით გაუჩინარდა და აღარ დაუტოვა სასუნთქი გზა.
თითქოს სასუნთქ აპარატზე ყოფილიყო აქამდე და ვიღაცამ მილი გადაუჭრა..
აღარ იცის გამოჩნდება თუ არა გაზაფხულზე და დაინახავს თუ არა მის თვალებს როდესმე.
იქნებ შორიდან მაინც მოჰკრას თვალი.

დააბოტებს ხოლმე ქუჩებში,მაგრამ ძალიამ კარგად იცის,რომ მას არავინ ჰგავს.

თუმცა მაინც დადის..
იქნებ როდესმე იპოვოს.
იქნებ ოპოვოს გზა,როგორ ისუნთქოს...




***


"ახლა შუაღამეა,
გარეთ ისევ წვიმს..
მე კი ისევ მარტოობა მაცვია..
სიამოვნებით მოვიხურავდი, დიდი მოწიწებით, შენს სიყვარულს,იშვიათად მაინც...
შენებურ,იასამნისფერ სურნელს შევისუნთქავდი და ხელახლა გავიხსენებდი არახდენილი ოცნებების დასტასა თუ იმედგაცრუებებს...
გავიხსენებდი ყველა ტკივილს,
თითოეულ გულისტკენასა თუ გარდავალებას,
თუმცა მთავარი ის კი არ იქნებოდა რამდენად მეტკინებოდა,
არამედ ის,რომ ისევ ვიგრძნობდი შენს სიყვარულს,შენს სურნელს,შენ გიგრძნობდი...

თუმცა ყველაფერი ხომ ისეა,როგორც,რა თქმა უნდა,არ უნდა იყოს!

ახლა შუაღამეა,
გარეთ წვიმს,
მე კი უშენობა მაცვია და სადღაც,ძველ სკივრში საგულდაგულოდ გადამალული შენი სიყვარული ვერაფრით ვიპოვე და ვერ მოვიხურე ..."


***

მე ვიცი უშენობა არ შემიძლია და არც ვიჩემებ...
უშენობა ყველაფერს ატყვია.
განსაკუთრებით ჩემს თვალებს დაეტყო..
სულ ჩაწითლებულია..
უზომოდაა კაპილარებზე სისხლი მოწოლილი...
უშენობა მათაც არ შეუძლიათ...
არითმიაც დამეწყო...
განსაკუთრებით ლოყებს უჭირთ.-ისინი ხომ ასე იყვნენ ჩქმეტას მიჩვეულნი...

არც ხელებს დასდგომიათ ხეირიანი დღე,ყოველ საათში აკანკალებთ.
უშენობაა ჩივიან...

ტუჩებს თუ კარგად დააკვირდები,საუბრისას ჩუმდებიან ხოლმე.
იკუმებიან და ბოიკოტს აცხადებენ.
არ მასრულებიებენ საუბარს,თავისდაუნებურად ხდება.

გულს დაკვირვებაც აღარ უნდა,ყელში მომებჯინა უკვე.
ყურებს თუ შენს გულისცემას არ მოვასმენინებ,ალბათ ჩემი გულიც წინააღმდეგობას გამიწევს.
ეს მგონი ერთადერთი მომენტი იქნება,როდესაც გული და გონება შეერთდებიან...
მერე...
ალბათ,წუთებით გონებას დავკარგავ და...

არ ვიცი უშენობას ალბათ გავუძლებ...
თუმცა უშენობას მე სიცოცხლეს ვერ ვარქმევ.

ეს უფრო გულისცემას წააგავს,როდესაც თითოეული სისტოლა-დიასტოლა გტკივა.



***


კარადაში ისევ მიკიდია შენი პერანგი, რომელიც იმ დღეს მომეცი, როდესაც ძალიან ციოდა... და ყოველ ღამით მასთან ერთად ვიძინებ...
ასე მგონია ჩემთან ხარ,
ასე მგონია უკნიდან მეკვრი,
ასე მგონია შენი ხშირი და რიტმული სუნთქვაისევ მომეფრქვევა ყურს ქვემოთ და მეც ბოლო ხმაზე ავკისკისდები...
ასე მგონია,
ჰო,
ასე მგონია.




----


არა,ციტატი ტოტოღაშვლის ლექსიდან შემთხვევითობა არ არის.
ეს ყველაფერი მაშინ იწერება,როცა ღმერთი არ ჩნდება ჩემთან...



№1  offline მოდერი bla.ell

ეს შენი დაწერილია თუ ნიკოლოზის?❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი mkvdarivar

rogor xart ...

 


№3  offline მოდერი Nina))

bla.ell
ეს შენი დაწერილია თუ ნიკოლოზის?❤❤❤


ეს ჩემი დაწერილია,უბრალოდ ციტატა მაქვს მოხმობილი მისი ლექსიდან .. ❤️
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№4  offline წევრი Daniela

ადრე მეგონა,რომ სულიერი ტკივილის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელი იყო, მაგრამ შენ ეს შეძელი! მარტოობის მთელი ტრაგიზმი შენებური სიტყვებით მოიტანე ჩემამდე და რაც მთავარია ვიგრძენი! არვიცი სიტყვები არ მყოფნის.

 


№5  offline მოდერი Nina))

Daniela
ადრე მეგონა,რომ სულიერი ტკივილის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელი იყო, მაგრამ შენ ეს შეძელი! მარტოობის მთელი ტრაგიზმი შენებური სიტყვებით მოიტანე ჩემამდე და რაც მთავარია ვიგრძენი! არვიცი სიტყვები არ მყოფნის.



ძალიან, ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№6  offline წევრი mr. Sun ¤

შეგიძლია წერო უკეთ

გუდ ლაქ

 


№7  offline მოდერი Nina))

mr. Sun ¤
შეგიძლია წერო უკეთ

გუდ ლაქ


თენქს ე ლოთ
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent