შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსულო არსებობა


10-10-2017, 17:05
ავტორი choco
ნანახია 1 590

ქარიშხლის სიძლიერეს მანამდე ვერ გაიგებ და შეიგრძნობ,სანამ მის შიგნით არ მოხვდები და შენ არ შეგეხება.მის შიგნით მოქცეული ხვდები რომ იგი გაშიშვლებს,ჯერ ტანისამოსს გაფლეთს ტანიდან,შემდეგ კანს ნაკუწ-ნაკუწ ძალიან ფრთხილად და ყველაზე მტკივნეულად გაცლის.გაშიშვლებული დაფლეთილიუ რჩები,მხოლოდ გულიაღა შემოგრჩენია მთელი,მაგრამ მასაც ნელ-ნელა ცეცხლი ეკიდება,იწვის,საბოლოდ კი ისიც იფერფლება.ქარიშხლის დასასრულს ისევ იმავე ადგილას დგეხარ,ტანისამოსი და შენი სხეული იგივე მდგომარეობაშია როგორც მის დაწყებამდე იყო.სიცარიელეს გრძნობ.თავდაპირველად ვერ ხვდები რამ ან ვინ გამოიწვია ეს.რამოდენიმე წამის შემდეგ კი ყველაფერს აცნობიერებ,ტკივილისაც კი ვეღარ გრძნობ ამ ყველაფრის აღიარების შემდეგ.ხვდები რომ უსულოდ დარჩი,უსულო არსებობა კი ყველაზე საშინელი და გამაწამებელია...
უკანასკნელ წუთებს ვატარებდი მასთან ერთად.მივდიოდი და ვიმეტებდი.ვიცოდი შესაძლებელი იყო არასდროს ეპატიებინა ჩემთვის მაგრამ სხვანაიარად არ შემეძლო.მანქანას ნელა ატარებდა თითქოს მასაც სურდა დროის გაწელვა,პირველად შემზიზღდა შუქნიშანზე მწვანე და შემიყვარდა წითელი.მინდოდა რაც შეიძლება მეტი წითელი და ყვითელი არანაირი მწვანე.სახლთან გააჩერა მანქანა და მთელი ძალით ჩამეხუტა.მანქანიდან გადმოვედი და ისიც გადმომყვა,მივედი ჩავეხუტე და უკანასკნელად ვაკოცე,ჩუმად ვუთხრა მაპატიე გთხოვ.რა უნდა გაპატიო? ხვალინდელი დღე ვთქვი ჩუმად და წამოვედი.მივდიოდი და ჩემს გულს მას ვუტოვებდი. პირველად ვნანობდი ამ გადაწყვეტილებას,მის გამო მისი თვალების და ღიმილის გამო.გავიმეტე ტკივილისთვის და ცრემლებისათვის.უსაზღვროდ საშინელი და გრძელი დღეებისთვის.იმ დღისთვის როცა მივა ჩემთან ატირებული და მთლიანად დაიცლება ყველანაირი ემოციისგან,მეტყვის რომ ვეღარ ძლებს,მთხოვს რომ წავიყვანო.გამიბრაზდება რომ მივატოვე.მკითხვას რატომ მოვიქეცი ასე.იქნებ ვერასდროს შეძლოს ჩემი პატიება...
ქარი სახეში მიბერავს და თმას მიწეწავს,წვიმა სახეზე მეცემა და მისი სიმხურვალე მწვავს.ცრემლების უშველებელი,შეუჩერებელი ნაკადი მომდის თვალებიდან.გაჩერება შემიძლია,უბრალოდ საჭიროა დავბრუნდე შინ და ჩემს თბილ საწოლში გავაგრძელო ძილი.საწოლში რომელშიც თვალცრემლიანი ლევანი დაიძინებს.ჩემს სურნელს შეისუნთქავს და ვერ დაიჯერებს მომხდარს.არა!იმდენად ღრმად შევტოპე რომ უკან დაბრუნება აღარ შეიძლება...
ფეხისწვერებზე აიწია,ოდნავ წინ გადაიხარა ხელები გაშალა და გაფრინდა.თითქოს მართლა მიფრინავდა,ის იყო ცამდე უნდა ასულიყო ფრთები დატყდა და უგზოუკლოდ ჩაიკარგა ენგურის აბობოქრებულ ტალღებში.
"გამარჯობა საყვარელო,ალბათ უკვე გაიგე მომხდარი!მიყვარხარ,მინდა ეს სიტყვა რაც შეიძლება ბევრჯერ გითხრა რადგან არასდროს დაგავიწყდეს.მაპატიე,ერთადერთი და უკანასკნელი თხოვნა რომელსაც გიტოვებ.ეგოისტურად მოვიქეცი და მარტო დაგტოვე ამ უსამართლო ცხოვრების აბობოქრობეულ ტალღებში.ვეღარ გავძელი,ტალღებმა ჩამყლაპა და სიკვდილამდე მომკლა!ყოველდღე თავიდან ვკვდებოდი,შენთან ყოფნის დროს ახლიდან ვიბადებოდი ,მაგრამ მერე მაინც ვკვდებოდი...ხომიცი?ყოველთვის ვამბობდი რომ თვითმკვლელობა არაა გამოსავალი,არც სიძლიერეა,ადვილია მოკვდე ძნელია იცოცხლო და ცხოვრება გააგრძელო!ახლაც ამ აზრზე ვარ,მინდა უკანასკნელი ვიყო ვინც ამას ჩაიდენს.მაგრამ მე არ ვცხოვრობდი,ვარსებობდი და ცოცხალი გვამად დავიარებოდი!მიყვარხარ ყველაზე მეტად შენი დატოვება მიწევს.მაპატიე!მაპატიე რომ ჩემს საფლავთან მოსულს ვერ დაგამშვიდებ და ცრემლებს ვერ მოგწმენდ.მაპატიე რომ შენს გვერდით არ ვიქნები როცა ჩემს სხეულს მიწაში ჩამარხავენ!მაპატიე იმ დღეების როდესაც შეგშურდება ტანსაცმლის რომელიც უკანასკნელად ჩამაცვით,მაპატიე რომ მოგონდება იმ ტანისამოსად ყოფნა რათა ჩემთან უფრო ახლოს იყო და ჩემთან ერთად გაიხრწნა შეერიო მიწას.მაპატიე იმ დღეების როცა სიცოცხლე აღარ მოგინდება მაგრამ ვალდებული იქნები რომ გაუძლო!უჩემობა მაპატიე!ის მოგონებები მაპატიე რომელიც ჩემთან გაკავშირებდა და ახლა ცრემლებით და ტკივილით გაიხსენებ.ჩემს სახელზე ჩაცმული შავიც მაპატიე.შენ ხომ შავს ვერ იტან.მაპატიე ამ ტკივილნარევი სიყვარულის მარტო ტარებისთვის რომ გაგიმეტე!მეტის გაძლება უბრალოდ აღარ შემეძლო.მე სუსტი ვარ.სუსტებისთვის კი გამოსავალი სუიციდში.მე გამოსავალი ენგურის ტალღებში ვიპოვე!მიყვარხარ უსასრულობამდე და იმის იქეთ.ყველგან მეყვარები იმ მარადიულ სამყაროშიც.იქ ჩვენზე მოვუყვები ყველას.დაგელოდები მოთმინებით და იმედით 100 წლის შემდეგ გელი.მიყვარხარ ლევან!გკოცნი გევედრები გაუძელი!გაუძელი.."
უსულოდ ცხოვრება,ცხოვრება აღარაა,უსულოდ დარჩენილებისთვის ყველაფერი ერთნაირად ნაცრისფერი და გახუნებულია,გამოსავალი კი შენს სულთან დაბრუნებაა..



№1  offline წევრი Mtirala

არ მესმის ისეთი სუსტი როგორ უნდა იყოს ადამიანი რომ თავი მოიკლას...
წარმატებები ^^
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2  offline წევრი choco

Mtirala
არ მესმის ისეთი სუსტი როგორ უნდა იყოს ადამიანი რომ თავი მოიკლას...
წარმატებები ^^

ზოგადად ადვილია ვინმეს ცხოვრებაში ჩარევა და გაკრიტიკება.თვითმკვლელობა რათქმაუნდა გაუმართლებელია.მაგრამ არის ზოგიერთის ცხოვრებაში მომენტი როცა გგონია რომ ყველაფერი დამთავრდა და თავზე ჩამოგგებგრა.იმიტომ რომ კარგავ ყველაზე ღირებულს და ძვირფასს.ხშირ შემთხვევაში ასეთ ადამიანებს ჭირდება ვინმე ვინც გამოიცნობს და მიხვდება რომ მის მეგობარს ან ნაცნობს თვითმკველობისკენ აქვს მიდრეკილება.არის მომენტი როცა ყვლაფერი დასასრულისკენ გინდა წაიყვანო სასოწარკვეთაში მყოფმა

 


№3  offline წევრი Mtirala

choco
Mtirala
არ მესმის ისეთი სუსტი როგორ უნდა იყოს ადამიანი რომ თავი მოიკლას...
წარმატებები ^^

ზოგადად ადვილია ვინმეს ცხოვრებაში ჩარევა და გაკრიტიკება.თვითმკვლელობა რათქმაუნდა გაუმართლებელია.მაგრამ არის ზოგიერთის ცხოვრებაში მომენტი როცა გგონია რომ ყველაფერი დამთავრდა და თავზე ჩამოგგებგრა.იმიტომ რომ კარგავ ყველაზე ღირებულს და ძვირფასს.ხშირ შემთხვევაში ასეთ ადამიანებს ჭირდება ვინმე ვინც გამოიცნობს და მიხვდება რომ მის მეგობარს ან ნაცნობს თვითმკველობისკენ აქვს მიდრეკილება.არის მომენტი როცა ყვლაფერი დასასრულისკენ გინდა წაიყვანო სასოწარკვეთაში მყოფმა

არ ვაკრიტიკებ, არც ვერევი...
დიდი ხანი არ არის გასული რაც ნაცნობმა ბიჭმა თავი მოიკლა...
ხო, მე შეიძლება ვერ ვხვდები და ვერანაირად ვერ ვამართლებ თვითმკლველობას.
ღმერთმა ჩვენ გვაჩუქა უფლება სიცოცხლის... როგორც ჩვენ არ გვაქვს სხვას წავართვათ სიცოცხლე,
ისე არ გვაქვს საკუთარ თავს სიცოცხლე გამოვგლიჯოთ ხელიდან და
გავანადგუროთ.
ეს ჩემი სუბიექტური აზრია...
და ვერასდროს გავიგებ რა შეიძლება მოხდეს ისეთი რომ ადამიანმა თავი მოიკლას...
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4 სტუმარი კორლეონე

სამწუხაროა, მაგრამ ეს იყო ძალიან ბანალური და ზედმეტად მარტივი ენით, მშრალად დაწერილი ჩანახატი.
როცა ასეთ თემას ირჩევ, ემოციები უფრო კარგად უნდა გადმოსცე. ტკივილი უნდა მოიტანო მკითხველამდე.
მე ვერაფერი ვიგრძენი.

 


№5  offline წევრი Daniela

ცუდი არ იყო, მაგრამ ერთი რაღაც ვერ გავიგე. თუ გვერდით საყვარელი ადამიანი ყავდა რამ აიძულა სიცოცხლეზე უარის თქმა??
რა გაუჭირდა ისეთი, რომ მას ვერ ეტყოდა.

 


№6 სტუმარი სტუმარი teresa

იმდენად ბანალური იყო ჩემთვის, იმდენად ჩვეულებრივი, რომ ვერაფერი დამიტოვა.
სულ ვერაფერი.
კონკურსისთვის მხოლოდ დაწერა არ კმარა. იყო ბევრი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც ერთი წაკითხვის შემდეგაც კი შესაძლებელი იყო.
გისურვებ წარმატებებს!

პ.ს. როცა ჩანახატს წერ, უნდა ეცადო, რომ დაიცვა ზღვარი თქმულსა და ართქმულს შორის.
შენ არც თქვი და თან ზედმეტიც გველაპარაკე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent