შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ ადამიანნო?!


10-10-2017, 19:54
ავტორი თაკო ^_^
ნანახია 1 408

რატომ ხართ ადამიანნო ასეთნი?
უკვე წლებია ერთსა და იმავე ადგილას ვხედავ...
მის წინ პატარა ქილაა მოთავსებული, სადაც სულ რაღაც ორ ლარამდე ხურდა ფულია დაგროვილი...
თვალწინ სულ მისი სახე მიდგება...
რომელსაც ხანდანახ, შავი ფერის მატერიით იფარავს, მიზეზი?! ალბათ სიცივე...
მისი ხმაა?! სევდიანია საშინლად სევდიანი...
თითქოს შესისხლხორცებია ეს სევდაც მის ოდესღაც, ალბათ ხავერდოვან და სიცოცხლის სიყვარულით გაჟღენთილ ხავერდოვან ხმას.
რატომ მხვდება ზაფხულობით იმ ცხელ ბეტონზე მშვიდად მძინარე?!
რატომაა შემოდგომის იმ წვიმიან ამინდში იმ სველ, ბეტონზე მშვიდად მფშვინვარე, როდესაც მისგან რამოდენიმე სანტიმეტრის დაშორებით წყლის გუბებია, რომელიც ირგვლივ მდებარე ოთხ სექციაზე, რომელთაც ერთმანეთთან ჯვარედინა გზა აკავშირებს ლურსმნებითაა მიმაგრებული, თითქოსდა საიმედო, მოსქო ცელოფანი...
მაგრამ არაა ადამიანის ხელმომჭირნეობა აქაც კარგადაა გამოხატული, იმ მიზნით, რომ ცელოფანს დიდხანს გაეძლო და ლურსმანს არ დაეზიანებინა, პატარა ოთხკუთხა ფორმის ხის თხელი მასალა მოეთავსებინათ ლურსმანსა და ცელოფანს შორის...
ტანსაცმლის სექციასთან ზის, მის პირდაპირ ფეხსაცმლის სექციაა,
მარჯვნივ მდებარე ფეხსაცმლისა და ფარდების სექციებს შორის კი, რომელიც მოიცავს დაახლოებით ოთხი ოთახის ფართობს შემოსასვლელი კარია...
ამ კარიდან, დღეში დაახლოებით ასეულობით ადამიანი შემოდის მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ სასურველი ნივთი შეიძინონ, ან კიდე ტანისამოსი, თუნდაც იმისთვის, რომ ზამთრის სიცივეს თბილ ქურქში ჩაფუთნილებმა გაუმკლავდნენ...
ნეტავ რატომაა ასეთი ადამიანი?
ნეტავ რას ფიქრობს?
ნეტავ ერთხელ მაინც არ უფიქრიათ ამ ადამიანზე?
ერთხელ მაინც არ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი ამ ადამიანის ადგილას?
ერთხელ მაინც არ ჩაუხედავთ, თუნდაც წამით მაინც მის სევდიან უძირო თვალებში?
ფულს, რომ თავი გავანებოთ, ელემენტარულ სიყვარულს ითხოვს საზოგადოებისაგან, მაგრამ არაა...მას ეს სიყვარულიც არ სჭირდება ოღონდ იმ ზიზღიან თვალებს ნუ მიაპყრობენ ხოლმე გამვლელები...
.................
ეხლა მის წინ ვდგავარ თვალებში ვუყურებ, გარეთ ისევ ისე ძლიერ წვიმს, როგორც გასული წლის შემოდგომაზე, ქურთუკის შესაძენად, რომ მოვედი....
ოღონდ ერთი განსხვავებაა, გასულ წელსა და დღევანდელ დღეს შორის...
გასული წლის შემოდგომაზე მას, გუბეებთან ახლოს ეძინა, ახლა კი ჩაჩოქილია და ხელებით მუხლებს დაყრდნობია...
-თაკო რას აკეთებ არ მოდიხარ?-ჩამესმის მეგობრის სიცივისაგან მთრთოლვარე ხმა, რომელსაც ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ფეხებს გაუჩერებლად აბაკუნებდა.
გონს, მოსულმა მხოლოდ და მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ თვალები სითხით მევსებოდა და ნისლი ეფინებოდა გარემოს...
ვიხრები შერჩენილ ათ ლარიანს ქილაში ვუდებ, მისი მადლიერი თვალების დანახვისას კი გულწრფელად ვუღიმი...
ბოლოს კი უკან ვტრიალდები და იმ ადამიანთა კატეგორიას ვუერთდები, რომლებიც საქონლით დატვირთული გადის ფეხსაცმლისა და ფარდების სექციებს შორის მოთავსებული ვიწრო გზით გარეთ...
-გპირდები პირველივე შესაძლებლობისას შენთან გამოვიქცევი და ამ გასაჭირიდან თავს დაგაღწევინებ...-ჩუმად ვჩურჩულებ და კარში შემომავალ ბოლო ადამიანს ველოდები, მშვიდობით, რომ გავაღწიო გარეთ...



№1 სტუმარი კორლეონე

გრამატიკა ძალიან ცუდ დღეშია.
დასაწყისისთვის, შეეჩვიე რომ "ეხლა"-ს ნაცვლად, უნდა დაწერო "ახლა". "კიდე"-ს "ვ" მიამატო. (კიდევ)
გარდა ამისა, (რაც დამამახსოვრდა ერთხელ წაკითხვით) საშინლად მხვდება ყურში "ცელოფანი". ასევე - რამდენიმე სიტყვა, არასწორად გეწერა. კი მივხვდი რასაც გულისხმობდი, მაგრამ შეცდომები იყო აშკარად. მაგალითად: მოსქო. რა არის მოსქო? სქელი? თუ ოდნავ სქელი? ;დ
ტავტოლოგიაც შემხვდა. ( სექცია, სექცია, სექცია)
მოკლედ, არ მომეწონა.

 


№2  offline წევრი Daniela

შინაარსობრივად არ იყო ცუდი, მიუხედავად გრამატიკული შეცდომებისა. წარმატებები!

 


№3  offline წევრი Mtirala

წარმატბები ^^
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4 სტუმარი სტუმარი teresa

მე მჯერა, რომ შენ გულწრფელად განიცდი იმას, რასაც ხედავ,
მაგრამ განა იმიტომ, რომ შენ დამაჯერე,
იმიტომ, რომ მჯერა და მორჩა.
არადა ეს შენ უნდა გაგეკეთებინა.
დროები გაქვს არეული და მაგას დაუკვირდი შემდეგისთვის, რაც არ უნდა დაწერო. ძალიან ცუდად ხვდება თვალში მკითხველს. სულ რომ შორს იყოს გრამატიკისგან/ფილოლოგიისგან მაინც მიხვდება, რომ რაღაც რიგზე არაა და შენს ნამუშევარს გულგრილად გადადებს გვერდით.
მე შენ გრამატიკას არ გიწუნებ.
ბევრია ამ კონკურსში ისეთი, შენზე უარეს დღეში რომ აგდებენ წერტილ-მძიმეს და კიდევ ახლას ნაცვლად ეხლას რომ იყენებენ, ამიტომ ამაზე თვალს ვხუჭავ.
სხვა რაღაც ვერ დავინახე შენს ჩანახატში,
აი, ამ სხვაზე თვალის დახუჭვა კი რა ვქნა, რომ არ შეიძლება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent