ანგელოზი მატარებელში!
სადგურზე ვდგავარ და გაყინულ ფეხებს მიწაზე ვაბაკუნებ.ყველა მატარებელს ელოდება,ფუსფუსებენ ხალხი,ლაპარაკობენ,გადი-გამოდიან სიცივის გამო.გრძელ "პალტოს" მჭიდროდ ვიკრავ ტანზე და საათს ვუყურებ.მატარებლის ხმა შორიდან ისმის და ხალხი ირევა,ცდილობენ ერთმანეთს აასწრონ და ჭ....ტვაა.მატარებელი ჩერდება და ბრბო გიჟივით არბის.წივილი, კივილი.მეც ვცდილობ ავიდე,მაგრამ მოხუცი ქალი არ მატარებს.უამრავი პარკები,კალათები და ჩემოდნები ააქვს. -აქეთ მოდი! ყვირის ვიღაც და ინსტიქტურად მისკენ ვიხედები.მეორე ვაგონის კარებში მაღალი ბიჭი დგას და ყურადღებას არ აქცევს მის უკან მდგომ გაცოფებულ ადამიანებს. -შენ გეუბნები გრძელთმიანო! უკვე მომართავს და დაბნეული ვიყურები აქეთ-იქით.მასთან მივდივარ და ვაგონში პირველს მე მიშვებს.ავდივარ თუ არა უკან მომყვება მაღალი და გამხეცებული ბრბო. -მადლობა! ამის თქმას ვასწრებ და ხალხში ვიკარგები.ადგილს ძლივს ვპოულობ ფანჯარასთან და ვჯდები. ხეები სვლას იწყებენ... სახლებიც უკან მისდევენ... სვლას უჩქარებენ... ნახევრად გადასული მზეც მოყვება მატარებელს... უკვე მორბიან... ხეს ხე ცვლის,სახლს სახლი... ხალხი იკლებს ყოველ სადგურზე... მარტო ვრჩები... ახალგაზრდები ვაგონში შემოდიან... ვუყურებ და ჩემი მეგობრები მახსენდება.მენატრება ის დრო,როცა ერთი ვაგონი ჩვენ გვეკავა და ისეთი მხიარულება გვქონდა,სადგურებზე ხალხი კლების ნაცვლად იმატებდა.მაღალი ბიჭიც მათთან არის.ფანჯარაში ვიხედები,უკვე დაღამდა. -გრძელთმიანო! მესმის უცნობის ნაცნობი ხმა და გვერდით ვიხედები. -მაღალო! მეც ვეუბნები და ეღიმება.ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას ბიჭში, ჯერ ღიმილს და მერე სხვა დანარჩენს.უკვე მომხიბლა. -კოტე! -ნიტა! ვუღიმი და მიკვირს ჩემი თავის. -ყოველთვის ჩემს ყურადღებას რატო იქცევ? მეკითხება და გაშტერებული მიყურებს.ვერ ვხვდები კითხვას და სახეზეც მემჩნევა. -როცა სადგურზე მოდიხარ,შენი სევდიანი თვალები ყოველთვის მეძახის.გიყურებ ხოლმე და ვხვდები როგორია ანგელოზი.ანგელოზს გრძელი მუქი თმა,მუდამ სევდიანი,მაგრამ კეთილი თაფლისფერი თვალები,სწორი გაყინული თითები,ლამაზი სიცივისგან დალურჯებული ფეხები,ღვთაებრივი ღიმილი როცა მოთამაშე ბავშვებს ხედავს,ყოველი ნაკვთით სიყვარულს გამოხატავს მათადმი,თვალებით ეფერება და ხშირად ჩანს მათში დანაკარგის მონატრება.ჩანთიდან აწკრიალებულ ტელეფონს ამოიღებს და ტკბილი ხმით პასუხობს,იქიდა სულ ისმის ყვირილი,მაგრამ ანგელოზი ხმას არ უწევს.ტელეფონს თიშავს და აწყლიანებულ თვლებს ქვემოთ ხრის.რამდენჯერ დამინახავს წვიმის წვეთები მის ფეხებთან.როცა მატარებელი ჩერდება,სულ ბოლოს ამოდის და დიდი ხანი ცდილობს ადგილის ძებნას.ნაცნობს არასდროს ხვდება.მასში იცი რა მომწონს?მის ბოლო ლუკმას ბავშვს,რომ აძლევს თვითონ კი ქურთუკში იმალება და ოდნავ გულდაწყვეტით მისტირის,მაგრამ მალე ჩერდება.ჩემს მერე გაჩერებაზე ჩადის და პატარა სახლში შედის.ფანჯარაში ყოველთვის შეიმჩნევა მისი ფუსფუსი სამზარეულოში.ბავშვების ჟრიამული.ვერასდროს მამჩნევს როგორ ვაკვირდები,მაგრამ მის ხანმოკლე მზერას ყოველთვის ვიჭერ.ერთი თვეა უკან დავყვები და აქამდე ვერ გავბედე მეთქვა როგორ მიყვარხარ,ანგელოზო!-ცრემლები ლოყებს მისველებს.არ ვიცოდი,დამეფიცება არ შემიმჩნევია,არც კი გამივლია თუ ისიც მამჩნევდა.მასაც შევყვარებივარ...როცა გრძელთმიანო-ო დამიძახა,ბოლო წუთამდე მეგონა,რომ მე არ მომართავდა,მაგრამ როცა გავიაზრე,რომ მხოლოდ მე გამოვირჩეოდი გრძელი თმით,მაინც მის ადამიანობას,სიკეთეს და პატივისცემას მივაწერე.ახლა კი ჩემს წინ ზის და სიყვარული ამიხსნა.არ ვიცი როგორ გადმოვცე ჩემი სიხარული,სიყვარული,ბედნიერება,გაოცება,რომელიც გულში მეღვრება.კოტე მიყურებს და უკვე გონია საწინააღმდეგოს ვეტყვი.მთელი ძალით ვეხვევი და მეღიმება.ხელებს მაგრად ვხვევ,თითქოს მინდა ჩვენი სულები გავაერთიანო და ერთიგავხადო.მის სურნელს ვისუნთქავ და ჩემს ამოსუნთქვას თან ვაყოლებ... -მეც მიყვარხარ,მაღალო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.