სიამაყე
ჩემს მეზობლად ერთი გოგო ზაფხულობით სტუმრად ჩამოდიოდა, მას მეტისმეტად ლამაზი თვალები ჰქონდა იმისთვის, რომ დაგევიწყებინა მასთან თუნდაც, ერთი შეხვედრა ისე, გამოანათებდა ხოლმე იმ ცბიერ თვალებს, რომ მათთან შეფეთება სიკვდილის ტოლფასი იყო. ცისფერი თვალები ჰქონდა!... ერთ დღეს ძალიან დამაინტერესა რატომ ვიძირებოდი უსასრულობაში და მასთან ერთად სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში, უცნაური გრძნობა იყო ისეთი, რომ აქამდე არ განმიცდია ალბათ ძლიერ შიშს უფრო გავდა, რაღაცის მიმართ მეშინოდა იმის, რომ მისი მოელვარე სახე გახდებოდა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი, ამასთან ერთად მეშინოდა შემოდგომის, რადგან მისი მოსვლისთანავე ესმებოდა წერტილი მოგონებებს და მხოლოდ მაშინ იწყებოდა ათასჯერ დაწყებული ახალი ცხოვრება!!! გათენდა ის დღე, ფოთლების შრიალი, რომ დაყვება ცრემლიან თვალებში. შემოანათა, რაღაცნაირად გულცივმა მზემ ჩემს ოთახში და მივხვდი, რომ ზაფხულმა ბედის ამარად დამტოვა. ავდექი და ფანჯარასთან მივედი, რაც ძალა და ღონე მქონდა დავხუჭე თვალები და აღარც მახსოვს ასე გაუნძრევლად რამდენი ხანი ვიდექი , უბრალოდ მახსოვს ის, რომ რატომღაც მეგონა თვალებს,რომ გავახელდი ისევ ის ზაფხულის თბილი დღეები დამიბრუნდებოდა, თუმცა მაშინ ამ უსაფუძვლო რწმენასაც, რწმენად მივიჩნევდი და სწორედ ეს იყო ჩემში საინტერესო. იმ დღეს ძალიან მომინდა სეირნობა, ვიფიქრე გულს გადავაყოლებთქო და წავედი ზუსტად არ ვიცოდი საით წავსულიყავი, მაგრამ აშკარა იყო, რაღაც ძალა მადგმევინებდა ნაბიჯებს, დავდიოდი ასე მთვარეულივით... როცა გამოვფხიზლდი, ჩემი საყვარელი ტბის ნაპირზე ვიყავი, ვიდექი და გავყურებდი შუა-გულ ტბაში მღელვარებას... მერე დაღლილობა ვიგრძენი ფეხებში და დასაჯდომად წავედი, ჩამოვჯექი და უმიზეზოდ ვიღიმოდი მაღალ ნაძვის ხეებს ავხედავდი და გული სიამოვნებით მევსებოდა, მაგრამ დრო და დრო მახსენდებოდა ელიზაბედი... ეს ის ლამაზი გოგონა იყო თავისი დუმილით, რომ მომაჯადოვა მე მასთან თითქმის ყოველ წელს სამ თვიანი არ არსებული ურთიერთობა მაკავშირებდა და ზუსტად ვიცოდი მისი დუმილიც რაოდენ დასაფასებელი იყო, რადგან არ ვიცოდი რას ფიქრობდა, რას გრძნობდა უბრალოდ მიყვარდა მისი ცისფერი თვალები, მიყვარდა მისი ყოველი მიმიკა და მოძრაობა, არ ვიცნობდი მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ის მაინც ძალიან მიყვარდა. სიმართლე გითხრათ როდესაც დავაპირებდი მასთან მიახლოებას და გამოლაპარაკებას ყოველთვის მეშინოდა იმის, რომ უბრალოდ არ მიკადრებდა... ეს კი ჩემთვის დამღუპველი იქნებოდა, რადგან შინაგანად ძალიან ამაყი ვიყავი, სულაც არ ვიმჩნევდი მის არსებობას, მაგრამ როცა შემეფეთებოდა ნერვიულად ვუჩქარებდი ნაბიჯს. როდესაც ჩავუვლიდი ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მიყურებდა, თუმცა მე სიამაყე არ მაძლევდა უკან შეხედვის უფლებას, მივდიოდი და თავმომწონედ ვდგამდი ნაბიჯებს. ვფიქრობდი... რა იქნებოდა რომ მასაც ვყვარებოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ მასაც სიამაყე დაუშლიდა ამის გამხელას და უბრალოდ დროში დაიკარგებოდა ამხელა გრძნობა. ამიტომ ამას ვერ დავარქმევდი უბრალოდ სიყვარულს, ეს სიგიჟე ან კიდევ უფრო მეტი იყო... უბრალოდ რაც იყო ვგრძნობდი რომ პერსპექტივა არ გააჩნდა რადგან არსებობდა გრძნობა სიამაყე რაც უბრალოდ თავისი თავის გარდა სხვა ყველას არ არსებობას უზრუნველყოფდა თავისი სიმკაცრით.. ** ამჯერად, დაველოდები იმას, თუ როგორ შეაფასებთ ჩემს პირველ ჩანახატს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.