პლუმერია
ჩემო სიყვარულო უნდა დაგელაპარაკო, უნდა გითხრა რაც სულს მიხუთავს და მკლავს თორემ ვერ გავძლებ ესე დიდხანს, ჩემო სურნელოვანო გოგონა, ჩემო ყვავილო, რომ იცოდე როგორ მტკივა და როგორი გათიშული დავიარები, თითქოს ამ პლანეტაზე არ ვიყო. ჩემი გონება დაბინდულია და ბურუსით მოცული, ხოლო გული და სული დარდსა და სევდას ჩაუგდიათ ხელში და ენით აუღწერელ კოშმარში ამყოფებენ მათ, ისეთ საშინელ, ტკივილის მომტან და საზარელ მარტოობაში ამყოფებენ მათ რომელიც ალბათ არც არავის განუცდია და ალბათ არც არავის დასიმზმრებია ესეთი კოშმარი. ჩემი შინაგანი მე გაუვალ უღრან ტყეშია და შველას ითხოვს რადგან ამ საზარელი ტყიდან გასასვლელს ვერ პოულობს, ცდილობს ყველანაირად რაიმე გამოსავლის მოფიქრებას მაგრამ ამაოდ, ცდილობს იყოს ბედნიერი საყვარელ პიროვნებასთან მაგრამ მეტის გაკეთება არ ძალუძს რადგან მან მისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოიყენა, მაგრამ მაინც იტანჯება თავისთვის და ფარხმალს არ ყრის, არ აძლევს იმედს სიკვდილის უფლებას. ეს მარტოობის უღრანი ტყეც კიდე სავსეა საშინელი მტაცებლებით როგორებიცაა: მონატრება, მოლანდება, ცრემლი, ტანჯვა, ტკივილი და მათი ლიდერი საშინელი მხეცი სახელად უშენობა და ამ უღრან ტყეში რომელშიც ჩემი შინაგანი მე არის ჩარჩენილი სულ ცივა და ქარია, სულ წვიმს და ღამეა, კი ნამდვილად არ მოგესმა სულ ღამეა და სულ იმის მოლოდინშია რომ ერთხელაც განთიადის ჯერიც დადგება და ბედნიერებისგან მთელი გულით გაეღიმება. გრძნობას რომელიც შენთან მაკავშირებს, იმ გრძნობას რომლის სახელიცაა „მეტი ვიდრე სიყვარული“ არ ძალუძს დაუშვას თავის გონებამდე, გულამდე და სულამდე სიტყვა: უშენობა, სიტყვა: განშორება, სიტყვა: უერთმანეთობა და წინადადება: ყველაფერი მორჩა. შემიძლია გითხრა რომ მინიმუმ ერთ საკითხში ძალიან შეუგნებელი გამოვდექი ჩვენს ურთიერთობაში, მე არ შემიძლია ჩვენი უერთმანეთობის შეგნება, მე ვერ აღვიქვავ და ვერ ვუშვებ ჩემს გონებამდე და გრძნობამდე ჩვენს ერთად არ ყოფნას, მე წარმოუდგენლად და შეუსრულებლად მიმაჩნია ჩვენი თავი ერთმანეთის გარეშე, მე ჩემ გრძნობასთან, ჩემ გონებასთან და სულთან ერთად კატეგორიულ უარს ვაცხადებთ სიტყვა უშენობის გააზრებასა და შესრულებაზე რადგან გვტკივა შენს გარეშე, რადგან ვერ ვსუნთქავთ შენს გარეშე, რადგან ყველაგან გხედავთ და წამით არ გვტოვებს შენი ხმა და სურნელი, რადგან ვიცით რომ მოკვდებით შენს გარეშე. ჩვენ ისე ძლიერ ვაკლდით ერთმანეთს და იმ დონზე გვინდოდა ერთად ყოფნა რომ დროულად ვერ შევამჩნიეთ თუ როგორ შევედით ჩიხში უერთმანეთობით გამოწვეული ტკივილისაგან და მონატრებისაგან, მე ვერასდროს ვერ ჩავთვლი რომ ჩვენ ერთად არ ვართ ან ვერ ვიქნებით, მე ეხლაც ვფიქრობ და ვიფიქრებ რომ ჩვენ ერთად ვართ და განუყოფელები ვიქნებით ერთმანეთისთვის რაც არ უნდა იყოს, ჰოლივუდის ფილმებში ნანახი სიტუაციებისაგან ერთ ერთი ვისესხე და ვფიქრობ რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენს ურთიერთობაში დროებით განცალკევება ოღონდ არა იმიტომ რომ დავშოდით რაც ჩემთვის შეუძლებელი და საშინელი ტკივილის მომტანია, არა ჩვენ ვერ დავშორდებით ერთამანეთს ეს შეუძლებელია, მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტეთ დროებით განცალკევება რომ ჩვენი გრძნობაა ძალიან ძლიერი ერთმანეთის მიმართ და ამის გამო თავს ვერ ვაკონტროლებთ ერთმანეთის მიმართ რადგან ვგიჟდებით ერთმანეთზე. ალბათ მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ დაველოდოთ რას გვიმზადებს მომავალი, რა ცვლილებები იქნება ჩვენში, რა სიტუაციები იქნება ჩვენს ცხოვრებაში და საერთოდ რამე შეიცვლება თუ არა. ჩემი ცხოვრების დასრულებამდე შენ ყოველთვის ჩემში იქნები ჩემთან და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრა რომ სამყაროსთვის შენ ვიღაც ხარ, ხოლო ჩემთვის მთელი სამყარო, მიყვარხარ.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.