შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ–თეთრი


12-11-2017, 15:06
ავტორი Kublashvili.gvantsa
ნანახია 1 287

ვინ იცის უკვე მერამდენე ბართს ვიღებ. ყველაფრის მოყოლას თავიდან ვიწყებ, არც დეტალები მრჩება უყურადღებოდ. ვწერ, თან ვიცინი, ვტირი. როცა დასასრულისკენ მივდივარ სახიდან ღიმილიც მშორდება, ცრემლიც მაშრება და მელანიც წრება. მიჩნდება სურვილი თითოეული ასო, სიტყვა და წინადადება ერთმანეთს დავაშორო. გასაგზავნად გამზადებულ ბართს ვიღებ და ვხევ. გონებაში ვიმეორებ, რომ ასე არ უნდა მომხდარიყო, რომ საერთოდ არ უნდა გამეცანი, საერთოდ არ უნდა მენახე.
საწერ მაგიდას ვშორდები. აივანზე გავდივარ და ვათვალიერებ ყველაფერს. გაყვითლებული ფოთლები ცვივა ხეებიდან. მძვინვარე ქარი არხევს ხეებს. დაცარიელებულ ქუჩებში მოგონებები დადიან. პირველი დღიდან იწყებენ და სადღაც შუაში ბინდით იფარება და ყველაფერი ქრება.
დახეული ბარათის თვალიერებას ვიწყებ. თითქოს ცალცალკე სიტყვებია რაფერს ამბობს. ერთი მთლიანის შექმნას ვცდილობ და როგორც გატეხილ მინას ვერაფერს ვშველი, ასე დახეულ ბარათსაც ვერ ვეხმარები. ამიტომ ისევ ახალ ფურცელს ვიღებ და ვწერ თ როგორ დაიწყო ყველაფერი. ნაცრისფერ სამყაროში ფერადი ფანქრებით, ფერადი ღიმილით შემოაბიჯე, მაშინ მე უბრალო ფანქრით ვჯღაბნიდი შავ–თეთრ ნახატებს, შენ თითქოს ნახატს პატარპატარა ფერად დეტალებს ამატებდი და მთლიანობაში ერთ ლამაზ ნახატს ვღებულობდით დღის ბოლოს. ფერადად გატარებული ყველა დღე კვირის, თის ბოლოს საუკეთესო მოგონებად რჩებოდა ჩემში.
უბრალო ფანქართან ერთად ფერადებს ისე ვიყენებდით, თითქოს თავს ვაჩვენებდით, რომ დიდი ხნის განმავლობაში გვეყოფოდა და საერთოდ არ დაიწყებდა, არც წვერი და არც ფანქარი დაპატარავებას.
წერილების, სიტყვების და წინადადებების რაოდენობამაც იკლო. თუ ადრე თვის ბოლოს "ჭერამდე" ადიოდა ბარათები ნელნელა ნახევრამდეც ვერ ავიდა.
ნახატში ჭარბად გაჩნდა შავი ფერები, ფერადები სიბნელეში მკრთალად გამონათებულ სიბნელეს დაემსგავსა. მალე ეს სინათლეც ჩაქრა. კვირის ბოლოს შავ–თეთრმა ნახატებმაც იმატა და ნელნელა უფრო და უფრო გამუქდა.
მაისის თბილი დღეები იყო, როცა პირველად დავიწყეთ ურთიერთობა. არაფერი განსაკუთრებული არ გვქონდა არც ერთს და ალბათ ერთმანეთს ვხდიდით განსაკუთრებულად. ან... რავიცი, იქნებ მარტო მე მიმაჩნდა ასე, ფიქრი არ გაიელვებდა ჩემში, რომლის შესახებაც არ მეთქვა. არასდროს ვეკითხებოდით ერთმანეთს თუ როგორ ვიყავით, რადგან ორივემ კარგად ვიცოდით რომ არც ერთი არ ვიყავით კარგად. არავინ არ მეგულებოდა, ვინმე ისეთი ვისაც რამეს ვეტყოდი და უკეთ გამიგებდა, უკეთ დამაწყნარებდა, ან თუნდაც უკეთ მომიყვანდა ხასიათზე.
ერთი და იგივეს ვიმეორებ და ვყვები. ვყვები არა ვინმე ახლო, ძალიან ჩემ ადამიანთან ან ზოგადად ადამიანთან. არც ცუდი სიზმრის სახით მომიყოლია წყლისთვის. მხოლოდ ფურცლებთან.
ფურცელს კალმით ვადგები, არეული ასოების დალაგებას ვიწყებ და ისევ იგივეს ვწერ. ყველაფერს თავიდან ვღწერ. ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე სრულიად განსხვავებულად დავწერდი. თავიდან ალბათ უფრო დიდი სიყვარულით, შემდეგ ტკივილნარევი სიტყვებითა და იქნებ ცინიზმითაც. ბოლოს...ბოლოს არ ვიცი...რა ქვია იმ გრძნობას, როცა არაფერს არ გრძნობ? მაშინ, როცა არც გწყინს, არც გტკივა, არც გიხარია, არც გაბრაზებს. უბრალოდ ზიხარ, კითხულობ და ვერ აანალიზებ რა ხდება...თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს დღის ბოლოს ისევ ავიღებ ბარათს და მთელი დღის აღწერას დავიწყებ. შავ–თეთრ ნახატს შენ, ისევ ფერად დეტალებს მიამატებ და თვის ბოლოს ჩვენი წერილების რაოდენობაც ისევ "ჭერამდე" ავა.
დღეს არც ნახატი დამიხატავს, არც ბარათი დამიწერია. არც შავ–თეთრი, არც ფერადი და არც ემოციებით სავსე. აღარ ვაგროვებ. სულ აღარ მაინტერესებს ფერადი დეტალები. ჩემს შავ–თეთრ ნახატში ვეფლები და ამოსვლასაც არ ვცდილობ.

_________________________________________________

დღეს ისევ მომინდა რამე დამეხატა.
ნახატზე მუქი ფერებით გოგონა ხატია, სადღაც შორს ბიჭის სილუეტსაც მოლანდავთ. რაც უფრო მუქია ფერები, მით უფრო მძაფრია ემოციები გონებაში. მკრთალად ის ბიჭნაა, რომლის წაშლას ცუდი საშლელით ვცდილობ. საშლელით, რომელიც რამდენჯერაც არ უნდა დავუსვა ფურცელს, მაინც რაღაც, დეტალებს ტოვებს.
იქნებ არც ღირდეს სადღაც შორს მოლანდული ბიჭის სილუეტის წაშლა. უბრალოდ ისევ ავიღოთ ფანქარი და ვინმე უფრო მუქად დავხატოთ. მუქი სილუეტის ფონზე იქნებ, საერთოდ არ გამოჩნდეს ის საშლელით დატოვებული დეტალები.
დღეს დილით, სადღაც ამოვიკითხე საკმარისი ტკივილი უნდა იგრძნო, რომ დეტალებში იპოვო ბედნიერებაო. და თუ ეს დეტალები ერთდროულად ბედნიერებასაც მაანიჭებს და ამავდროულად დიდ ტკივილსაც მაშინ როგორ მოვიქცე?
იქნებ წელს...სულაც არ შემოაბიჯონ თბილ მაისში, ფერადი ფანქრებითა და ფერადი ღიმილით. სულაც იქნებ...ცივი დეკემბრის დღეებში მჭირდება ვინმე...ვინმე, ვინც ჩემს უბრალო ფანქარს ჩემთან ერთად მოკიდებს ხელს და იმდენს მოვახერხებთ შავ–თეთრ ნახატშიც ვიპოვით თბილად გაღიმების მიზეზს.
რას ვიზამთ...ასეც ხდება, ისეც ხდება...ხდებახოლმე...ადამიანები მიდიან და კიდევაც მოდიან...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent