შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდ ბიჭებსაც უყვარდებათ (სრულად) 18+


13-11-2017, 02:58
ავტორი გუდფელლაზ
ნანახია 10 207

*ელენე*
1.87, ჩალისფერი თმა, გამოყვანილი ყბები, რომელიც მას უფრო სექსუალურს ხდიდა, მწვანე თვალები, ისეთი ერთი შემოხედვით რომ გატყვევებდა...
ისეთი იყო სკოლის ყველა გოგოს თვალები მასზე რომ რჩებოდა. ალბათ მიხვდით რომ გოგოების ნაკლებობას არ უჩიოდა, რადგან მას თავისუფლად შეეძლო ნებისმიერ სკოლელს ტრუსებში ჩაძრომოდა. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი.
ისეთი ტიპი იყო სერიოზულ ურთიერთობებს რომ არ ეძებდა. მე კი მისი შებრუნებული ვარიანტი ვიყავი, ყოველთვის მინდოდა მოსიყვარულე ადამიანი მყოლოდა გვერდით.
დერეფანში თავის „სასტავთან“ ერთად დადიოდა. ლუკა და მისი მეგობრები სკოლის ყველაზე მაგარ ტიპებად ითვლებოდნენ. დიდი თუ პატარა ყველა მათ „ქრაშავდა“.
გიორგი - 1.90 , შოკოლადისფერი, გრძელი, მოვლილი დალალებით. თმების ფერი თვალები. დიდი, სწორი ცხვირი და დიდი ტუჩები. იცით როგორი იყო? მეგობრისთვის ტყვიას რომ გადაეფარებოდა და თან ბომჟი გოგოები მოსწონდა.
ლექსო - 1.88, ისეთი მუქი მწვანე თვალები ჰქონდა, შავშვი რომ გადადიოდა. გრძელი შავი თმა რომელიც დაუბანლობისგან ისე ლაპლაპებდა გეგონებოდათ ზეთი გადაასხესო. ყოველდღე დაბოლილი დადიოდა
ლევანი - ლევანი? ლევანი იცით როგორი იყო? არც სიმპატიური, არც ტანადი მაგრამ ყველაზე თბილი და საყვარელი. იგი 1.94 იყო და სამეგობროს თავზე დაჰყურებდა.
მე კი ყოველთვის მათზე შეყვარებული გოგონა ვიყავი, რომელსაც ლუკა ყველაზე მეტად უყვარდა. მათ მხოლოდ ლოგინში ჩასათრევად არ ვუყურებდი, სხვებისგან განსხვავებით. მე მათგან ნამდვილი, გულწრფელი სიყვარული მინდოდა.
მაგრამ, ბედი ჩემი და არცერთს არ ვიცნობდი. სკოლაში ჩემ სართულზე, ჩემი კლასის გვერდზე იყო მათი, 12 კლასი. მეც მათი ტოლი ვიყავი.
მათ ფოტოებს ყოველდღე დავყურებდი და ჩემთვის, ჩუმად ვტიროდი.
ლექსოზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რაღაცნაირი უცნაური და ჩაკეტილი ტიპი იყო.
გიორგი კალათბურთზე დადიოდა.
ერთ დღეს ისეთი რაღაც მოხდა ვერასდროს წარმოვიდგენდი.
სკოლაში მეორე „სასტავიც“ იყო. ასევე 4 სიმპატიური ბიჭისგან შემდგარი. თუმცა ისინი მართლა ცუდი ტიპები იყვნენ. ადრე, ჩემ სახლთან ახლოს კაცი დაჭრეს, ყველასთვის ცნობილი იყო ეს ვინც ჩაიდინა თუმცა ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა და შესაბამისად ეს ამბავი არ გახმაურებულა.
ჩემი სახლი სკოლისგან მოშორებით მდებარეობდა. სახლამდე მისასვლელი ადგილი ნისლიანი და საკმაოდ საშიშიც იყო.
ერთ დღს, სკოლაში მიმავალს ბიჭების ხმები მომესმა, ისინი აშკარად ჩხუბობდნენ.მე, როგორც ცნობისმოყვარეობით გამორჩეულმა, იმ ადგილისკენ გამიწია გულმა. ქურდულად მივიპარე და დავინახე ის რასაც არასდროს ვისურვებდი მენახა.
ზემოთ ხსენებული ცუდი ტიპები ჯგრჯოდ შეკრებილიყვნენ და ვიღაცას წიხლებს უშენდნენ. მიუხედავად იმისა რომ დაჩარული დიდად ხმას არ იღებდა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევვებში თუ ამოიკვნესებდა, ხმა მაინც მეცნო. როგორ შეიძლებოდა ეს ხმა არ მეცნო. ეს ლუკა იყო, მიუხედავად დიდი სურვილისა მისვლა ვერ გავბედე, ან მე რა უნდა მექნა? ცოტახანში ბიჭებმა ცემა შეწყვიტეს, ლუკას რაღაც ჩასჩურჩულეს და იქაურობას გაეცალნენ.
მე შოკიდან ვერ გამოვდიოდი, გაუაზრებლად მივუახლოვდი ლუკას რომელიც სიმწრისგან მოკუნტულიყო და ფეხზე ადგომის თავიც კი არ ჰქონდა . ჩემი მისვლა არც კი გაუგია. მასთან ჩავიმუხლე და ხელით მხარზე ნაზად შევეხე, არ მინდოდა კიდევ რამე სტკენოდა. შეკრთა და შეშინებულმა ამომხედა. ჩემ დანახვაზე სახე დაუმშვიდდა, მე კი ობოლი ცრმლი ჩამომმვარდა, არმინდოდა რომ მას ეს დაენახა სწორედ ამიტომ სწრაფად მოვიწმინდე, მაგრამ როგორც ჩანს შეამჩნია და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
-ელენე.. - ტკივილნარევი ხმით ამოთქვა.
-შენ... შენ ჩემი სახელი საიდან იცი? - დავიბენი და ბლუყუნი დავიწყე. მაგრამ მივხვდი რომ წესივრად ვერ ლაპარაკობდა და ის-ის იყო საუბარი უნდა დაეწყო, რომ ტუჩებზე თითი დავადე, ნიშნად იმისა, რომ გაჩუმებულიყო.
ამ დროს არ მახსოვდა არც გიორგი, არც ლექსო და არც ლევანი. იყო მხოლოდ ლუკა.
მხოლოდ მე და ლუკა.
მხოლოდ ჩვენ.
-მოდი აგაყენებ, ხელი მომხვიე და სახლში წაგიყვან.
შეწინააღმდეგების თავი არ ჰქონდა, ოდნავ წამოიწია და მეც ფრთხილად მოვხვიე წელზე ხელები და ფეხზე წამოდგომაში დავეხმარე. ცალი ხელი კისერზე მომხვია და შევამჩნიე, რომ ყველანაირად ცდილობდა დიდი ძალით არ დამყრდნობოდა და სიმძიმე შეემსუბუქებინა.
მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან მტკიოდა მხარი მთელი გზა სახლამდე, ხმას არ ვიღებდი. როგორ შეიძლებოდა ხმა ამომეღო? მე ხომ ლუკასთან ასე ახლოს ყოფნაზე ყოველთვის ვოცნებობდი. მისი ცხელი სუნთქვა მხრებზე მელამუნებოდა, თავი ჯერ კიდევ სიზმარში მეგონა.
თხუთმეტი წუთის წინ, ვერც წარმოვიდგენდი რომ ლუკა ოდესმე შემეხებოდა ან რამეს მეტყოდა. მან კი ჩემი სახელი იცოდა.
სახლამდე ძლივს მივედით. კიდევ კაი მარტო ვიყავი. დივანზე მივაწვინე და აბაზანაში შევვარდი. სარკის წინ ნიჟარას დავეყრდენი და აფორიაქებულმა ჩემ ანარეკლს საუბარი გავუბი.
„ახლა რა გავაკეთო? ღმერთო, ლუკა ჩემ სახლში, ჩემ დივანზე სისხლით მოსვრილია მიგდებული. მე კიდე აქ ჩემ ანარეკლს ველაპარაკები“.
უნებურად აწეწილი თმები შევისწორე და პირველადი დახმარების ყუთს დავავლე ხელი. სააბაზანოდან გამოვედი და დივანს მივუახლოვდი. შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ლუკა ირონიული ღიმილით მიყურებდა. ყურადღება არ მივაქცია, თავი მოვთოკე და იქვე ჩამოვჯექი. თვალი შევავლე მის სხეულს და ვერ ვხვდებოდი როგორ მეთხოვა, რომ სისხლით მოსვრილი მაისური გაეხადა. მანაც ჩემი მზერა იგრძნო, ვნებიანად ამათვალიერა და თვალები ჩემ სავსე მკერდზე შეაჩერა. უხერხულად შევიშმუშნე და გავწითლდი. ლუკამ მაიკის გასახდელად აწია ხელი, მაგრამ ტკივილისგან წამოიკვნესა, მომაჩერდა და ძლივ-ძლივობით მითხრა:
-მომეხმარე გახდაში რა...
მივუახლოვდი და მაისური გავხადე. ვფრთხილობდი, არ მინდოდა მისი ტკივილნარევი ხმა კიდევ გამეგო.
იდეალური ტანი ქონდა... ზუსად ისეთი ძველ ბერძნულ ქანდაკებებს რომ აქვთ. მოჩვენებასავით თეთრი იყო...
მაისური რომ გავხადე, ტუჩი მოვიკვნიტე რომ არ შეემჩნია რამდენად ცუდად იყო საქმე. უამრავი დაბეჟილობა და ჭრილობები ჰქონდა ულამაზეს სხეულზე. ბამბა ავიღე და სპირტით დავასველე. ექიმი არვიყავი, მაგრამ ვიცოდი ჭრილობა როგორ დამემუშავებინა.
- ცოტა აგეწვება. - ვუთხარი.
იმდენად დაბნეული ვიყავი პასუხს არც კი დავლოდებივარ და სპირტიანი ბამბა იმ ჭრილობაზე გადავუსვი, რომელიც ყველაზე ცუდად გამოიყურებოდა. ხმა არ ამოუღია, მაგრამ როცა მის სახეს შევხედე თვალები მაგრად ჰქონდა დახუჭული და ხელს მთელი ძალით უჭერდა დივანს, ძარღვები მთელს სხეულზე დაეჭიმა და იმაზე უფრო მეტად დაეტყო, ვიდრე აქამდე ეტყობოდა.
როდესაც ტანზე ჭრილობების დამუშავებას მოვრჩი სახეზე გადავედი. იძულებული გავხდი რომ თვალებში შემეხედა. გამოვანილ ყბებზე ფრთხილად ვუსმევდი ხელებს, მინდოდა მისი ყველა ნაკვთი შემეგრძნო და შემესწავლა.
- სააბაზანოში ვინმეს მალავ? - მოულოდნელად იკითხა. ვერ მივხვდი რომ ხუმრობდა და მთელი სერიოზულობით ვუპასუხე.
- რა თქმა უნდა არა! ვის უნდა ვმალავდე.
- აბა ვის ელაპარაკებოდი?
- აჰ... არავის, შეიძლება უბრალოდ მოგესმა.
- კარგი. შეიძლება ასეც იყო.
წარბი და ტუჩი გახეთქილი ჰქონდა. როდესაც ტუჩებამდე მივედი თავი ვერ შევიკავე და თითი ნაზად გადავუსვი. ლუკამ ამომხედა და თითქოს გამიღიმა. ისე მინდოდა ტუჩებზე მეამბორა. წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, მათში იმდენი დარდი იყო დაგროვილი, მინდოდა გამემხნევებინა. უცბად ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, მეც მის დამატყვევებელ თვალებს მზერა ავარიდე და ტელეფონს ვუპასუხე, დედა იყო.
- ელენე, ტრასპორტი აღარ არის, მე და მამაშენს სოფელში მოგვიწევს დარჩენა და მარტო ხომ კარგად იქნები?
- კი დედა პირველად ხომ არ ვრჩები მარტო? არ ინერვიულო.
- კარგი გკოცნი.
- მეც.
ტელეფონი რომ დავდე ლუკამ მითხრა:
- არამგონია ასეთ მდგომარეობაში სახლამდე მივიდე, ბიჭებს დავურეკოთ და ისინი წამიყვანენ.
- ვინ ბიჭებს? - ისე ვიკითხე თითქოს არ ვიცოდი.
- ჩემ ძმაკაცებს.
- იცი დღეს სახლში მარტო ვარ, ამ ჭრილობებს ხელახლა დამუშავება სჭირდება, თან ბიჭებიც რომ არ შეაწუხო დარჩი თუ გინდა...
- ხომ არ შეგაწუხებ?
- არა რა პრობლემაა.
- მაშინ კარგი, მადლობა ელენე.
- არაფრის.
სანამ შეამჩნევდა რომ გავწითლდი სამზარეულოში გავედი. ცოტა ტკბილეული მქონდა და გადავწყვიტე რომ შემეთავაზებინა. ლანგარზე დავალაგე და მისაღებში გავიტანე.
- სანამ საჭმელს გავაცხელებ ცოტა წაიხემსე.
- მადლობა.
ისევ სამზარეულოში გავედი და ხაჭაპური შევათბე. მისაღებში დაბრუნებულს ჩემი მიტანილი ტკბილეული ხელუხლებელი დამხვდა. გავიკვირვე და ჩემი დაბნეული სახის დანახვისას ლუკამ თქვა:
- ტკბილეულს არ ვეტანები.
- რატომ?
- შაქრიანი დიაბეტი მაქვს.
ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა, უსიტყვოდ ავიღე ლანგარი და სამზარეულოში გავიტანე. შემდეგ კი მისაღებში ლუკას წინ დავჯექი და მოშიებულმა ხაჭაპური შევჭამე. ლუკაც ჭამდა და ხმა არცერთს ამოგვიღია.
მეუხერხოლებოდა მასთან ერთად ღამის გატარება. შეიძლება არაფერი მომხდარიყო, არც მე მინდოდა მასთან დაწოლა, მე უბრალოდ სერიოზული, სიყვარულით სავსე ურთიერთობა მინდოდა, მაგრამ მისგან მცირეოდენი ნიშანიც კი საკმარისი იქნებოდა რომ უსიტყვოდ დავნებებოდი.
დაწოლის დრო რომ მოვიდა ლუკას საწოლი იმ დივანზე გავუშალე სადაც პირველდ დაწვა, ჭრილობები ხელახლა დავუმუშავე და ჩემ ოთახში შევედი. ცოტა ხანში ხელის ნაზი შეხება ვიგრძენი, თავიდან შევკრთი, მაგრამ როცა გონებაში ყველაფერი აღვიდგინე დავმშვიდდი და თავი უბრალოდ ლუკასკენ გადავატრიალე, რომელიც საწოლის კიდეზე ჩამომჯდარიყო.
- დიაბეტის გამო სხეულის ტემპერატურა ხშირად მივარდება, ძილის დროს რთულია ტემპერატურის გაკონტროლება ამიტომ სითბოს მუდმივი წყარო მჭირდება... - მორცხვად და გაუბედავად საუბრობდა. - შეგიძლია მხოლოდ დღეს, მხოლოდ ერთი ღამით ეს როლი შეითავსო?
თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავი დავუქნიე. ლუკა ნაზად მომიწვა და მის მკლავებში მომიქცია.
- წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
- არანაირად. - ვუპასუხე მოკლედ და კონკრეტულად და მანაც ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია.
მთელი ღამე უშფოთველად გვეძინა. დილას ზუსტად იგივე პოზაში გავიღვიძეთ, როგორც დავიძინეთ. უფროსწორად კი არ გავიღვიძეთ, გამეღვიძა, რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა რომელიც წელს ქვემოთ მაწუხებდა. გაუაზრებლად წამოვდექი ფეხზე. ჩემს მკვეთრ მოძრაობაზე ლუკამ ცალი თვალი გაახლია და ძილისგან დაბოხებული ხმით იკითხა:
- რამე მოხდა?
არაფერი მითქვამს, ოდნავ ავწითლდი და ხელი უმისამართოდ გავიქნიე. აშკარად მიხვდა რაშიც უნდა ყოფილიყო საქმე და საბნის ქვეშ ჩაიხედა.
- დილაობით რომ ასე ხდება პირველად გაიგე ან ნახე? - თვითონაც დარცხვენილი სახე ჰქონდა.
- გამიგია, მაგრამ არ მინახავს...
- გინდა ნახო?
შეურაცყოფამიღებულმა უცბად დავავლე ჩემ საგარეო ტანსაცმელს ხელი და სააბაზანოში შევვარდი. როგორ გაბედა?!
როცა სააბაზანოდან გამოვედი ლუკა უკვე წასული დამხვდა, ლოგინი აელაგებინა.
სკოლაში რომ მივედი დერეფანში ლუკა დავინახე, შესამჩნევად მოვტრიალდი და სხვა მიმართულებით წავედი. ის ძმაკაცებთან ერთად იდგა, როცა დამინახა მათ რაღაც მიაძახა და ჩემკენ გამოიქცა.
- ჰეიი
ხმა არ გამიცია და სიარულის ტემპს ვუმატე.
- რამე მოხდა?
- ალბათ.
- გამებუტე?
- მჰმ.
- ნაწყენი ხარ?
- შეიძლება.
- დღეს რაც გითხარი ეგ გეწყინა? - არაფერი ვუპასუხე.
- არაფერს მეტყვი ელენე? - სიარული შევწყვიტე და ლაპარაკი დავიწყე:
- კი გეტყვი! გეტყვი, რომ არ ვარ ისეთი გოგო როგორიც გგონია რომ ვარ ან გინდა რომ ვიყო. არ ვარ შენი მორიგი ! და არც მინდა რომ ვიყო! თუ მხოლოდ ისე მიყურებ როგორც სხვებს, მაშინ საერთოდ აღარ გამცე ხმა! - ხმა მიკანკალებდა, პასუხის გაცემა არ ვაცალე და კლასში შევედი.
*2 წლის წინ*
- შენ გაქვს?
- კი.
- რამდენია
- 200 გრამი. მაგრამ ისეთი ძლიერია 5 გრამზე მეტმა შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგიყვანოთ.
ამ დროს დაიწყო ყველაფერი. ლექსომ და ლუკამ კოკაინი მიყიდეს მეორე „სასტავს“. მიუხედავად მათი გაფრთხილებისა ერთ-ერთს გადაჭარბებული დოზა მოუვიდა და მოკვდა. ამის მერე გადაემტერა ორი სამეგობრო ერთმანეთს. მეგობრის სიკვდილს ლექსოს და ლუკას აბრალებდნენ თუმცა სასამართლოში საქმე იმიტომ ვერ შეჰქონდათ, რომ: 1) თვითონაც გარეულები იყვნენ; 2) რამდენიმე თვის წინ მომხდარი ინციდენტი, როდესაც კაცი დაჭრეს სააშკარაოზე გამოვიდოდა.
ასე რომ ორივე მხარე დუმდა და ჩუმად ექიშპებოდა ერთმანეთს. ყოველთვის უნდოდა მეორე „სასტავს“ რომელიმე მათგანი დაემარტოხელებინა, 4-4ზე უძლურები იყვნენ. ბიჭებიც შეგნებულად მგლის ხროვასავით ერთად დადიოდნენ.
ლუკა სკოლიდან შორს, საშიშ უბანში ცხოვრობდა, გიორგი, ლექსო და ლევანი სკოლაში ადრე მივიდნენ ხოლო მას მარტო მოუხდა წასვლა. ეულად მიმავალი ბიჭი შენიშნეს ზემოთხსენებულმა ცუდმა ბიჭებმა და მიუხედავად ლუკას წინააღმდეგობისა სასტიკად გაუსწორდნენ. სანამ შემოაკვდებოდათ თავი დაანებეს და იქვე მიატოვეს სადაც ეგდო.
ამ დროს დაინახა ელენემ ლუკა და სახლში წაიყვანა...
*დღევანდელი დღე*
*ელენე*
მთელი დღე კლასიდან არ გამოვსულვარ, რადგან ლუკა არ დამენახა. ვხვდებოდი, რომ ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდებოდა და არ მინდოდა მას ეს შეემჩნია. არ ვიცი რა მოხდა გუშინ, რატომ მექცეოდა ასე თბილად, რატომ უელავდა უცნაურად კარგი ნაპერწკლები თვალებში, საერთოდ რატომ იცოდა ვინ ვიყავი და რატომ მეკვროდა ასე თბილად... ან რატომ მითხრა დილას ის რაც მითხრა. მე მის გამო სკოლა გავაცდინე, მშობლები მოვატყუე, რომ მარტო ვიყავი. ყველაფერი ვიღონე, რომ არ ტკენოდა, რომ კარგად ყოფილიყო. მას კი ალბათ ჰგონია, რომ მორიგი გოგო ვარ, ვისაც მისი ლოგინში ჩათრევა სურს. მაგრამ არა! მე მისგან სიყვარული მინდა, რომელიც ალბათ არც კი არსებობს და ეს სითბოც მხოლოდ იმიტომ გამოავლინა, რომ ცუდი მიზნები ამოძრავებს. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. რატომ მაინც და მაინც ლუკა? რატომ ეს „ცუდი ბიჭი“? ინტერესით ვკვდები რატომ სცემეს გუშინ, მგონი საქმე ძალიან ცუდადაა...
გაკვეთილების მერე ვეცადე ისე გავსულიყავი სკოლიდან, რომ მას არ შევემჩნიე. მაგრამ რა გაემოეპარება ლუკას თვალებს, დამინახა და გამომეკიდა. მეც ისევ ავუსწრაფე სვლას და ამით ვანიშნე, რომ არ მინდოდა ლაპარაკი. წამომეწია, ხელი მკლავში ჩამავლო და მისკენ შემაბრუნა.
- ელენ, მისმინე. არ მინდა შენთან დაწოლა, მართლა. მეგობრული მიზნები მამოძრავებს უბრალოდ. არც მომინდება შენნაირთან სექსი. მადლობის თქმა მინდა გუშინდელისთვის, შენ რომ არა ალბათ მოვკვდებოდი და ბოდიში დღევანდელისთვის.
ხელი გამიშვა და წავიდა. დამტოვა ერთ ადგილს მიყინული. ვეღარ გავუძელი ამდენს და ავტირდი. ტირილს ამოვაყოლე ყველა ის გრძნობა, რაც ამჟამად ჩემში იყო. რატომ მეუხეშა? ნუთუ მართლა არაფერს გრძნობს? რას ნიშნავს „შენნაირთან“? მე რა მახინჯი ვარ? ან რამე ისეთი მჭირს რაც მას არ მოსწონს? მეგობრული მიზნებიო.... გამანადგურა მისმა სიტყვებმა. მაგრამ სხვას რას მოველოდი... რადგან ჩემი სახელი იცოდა, ვითომ მოვწონდი ან ვუყვარდი? ჰაჰ, სასაცილოა.ლუკასნაირ ტიპებს არ უყვართ, ლუკასნაირი ტიპები იყენებენ გოგოებს. მაგრამ შენთან დაწოლაც არ მომინდებაო... ეს უკვე შეურაცყოფაა.
ერთი კვირა ისე გავიდა არცერთს ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. არ მინდოდა მასთან მეგობრობა, არანაირად მსურდა ეს. იმ სიტყვების შემდეგ რაც მითხრა, ვერ დაველაპარაკებოდი, ვერ მივესალმებოდი ისე თითქოს არაფერი მომხდარა.
*ლუკა*
უდიდესი ნაკლი მქონდა.
სიყვარული არ ვიცოდი.
არ ვიცოდი როგორ უნდა მყვარებოდა.
მთელი ჩემი ცხოვრება გოგოებთან მხოლოდ ერთი რამ მაკავშირებდა. ჰორმონები. როდესაც ჰორმონები მაგიჟებდნენ, მხოლოდ გოგოებს შეეძლოთ მათი დაოკება. მაგრამ ვგრძნობდი,რომ ელენესთან რაღაც სხვა მქონდა საერთო. ის განსაკუთრებული იყო, არ ჰგავდა იმ გოგოებს, რომლებსაც ყოველდღე სიამოვნებისგან ხმას, ზოგჯერ კი სხვა რაღაცებსაც ვაკარგვინებდი. როდესაც მას ვუყურებდი ვხედავდი არა მხოლოდ ერთ ღამეს, არამედ მთელ ჩემ დარჩენილ ცხოვრებას. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი. ის ჩემი ცხოვრების ნაწილი ვერასდროს გახდებოდა, იგი გაცილებით უფრო მეტს იმსახურებდა. ვცდილობდი მასაც ისე მოვქცეოდი, როგორც სხვა დანარჩენებს, რადგან ვიცოდი მას ეს არ მოსწონდა. შესაბამისად უფრო დიდი შანსი იყო ჩემზე წარმოდგენა შეცვლოდა და სამუდამოდ შევზიზღებოდი.
ერთხელ როდესაც ბიჭები გიორგისთან შევიკრიბეთ რაგბის თამაშის საყურებლად, ლექსომ მხარზე მუშტი ხუმრობით გამკრა და მითხრა:
- რა იყო ლუკანტო, რას ჩაფიქრებულხარ.
- უეჭველი იმას არჩევს დღეს რომელ გოგოს უნდა მიარჭოს. - ჩაიხითხითა გიორგიმ და ყველა აჰყვა.
- ჰოო ის ხმებიც ჩაესმის ყურებში რომლის მოსმენაც მოუწევს... აჰჰ ლლუკაა, მ-მიდი, უფროო-ო მაგრად...აააჰჰ!!!
- კარგით გეყოთ! - აშკარად არ ელოდნენ ასეთ რეაქციას რადგან სამივე მაშინვე გაჩუმდა.
- რამე ხდება? - იკითხა დაბნეულმა ლევანიმ და თან ბიჭებს გადახედა. მათაც ცნობისმოყვარეობით შემომხედეს.
- არა. უფროსწორად არვიცი. ჯანდაბა, როგორ არა...
- გინდა რომ ვილაპარაკოთ?
- სალაპარაკო არაფერია. უბრალოდ ჩემში არსებული გამოუსწორებელი ეგოისტი თავს ვერ აკონტროლებს. ესაა და ეს.
- ანუუ...?
- მგონი შემიყვარდა. - სწრაფად ვთქვი იმის იმედით რომ ნათქვამის გააზრებას ვერ მოასწრებდნენ თუმცა თვითონვე ვიცოდი რომ ეს სისულელე იყო.
ბიჭები ცოტა ხანს ხმა ამოუღებლად ისხდნენ. სიჩუმე ლევანიმ დაარღვია:
- ვინ არის?
- ელენე.
- ეს რამეს უნდა მეუბნებოდეს?
- კი, სირო.
- კარგი ძმაო რა გჭირს? - ჩაერია ლექსო.
- უბრალოდ... მე ის მართლა მიყვარს, მაგრამ თქვენ იცით ჩემი მდგომარეობა, ვერ ვიქნები ისეთი როგორიც მას სჭირდება.
- კარგი რა, სისულელეებს ნუ ამბობ. თუ ის მართლა კარგი ადამიანია ისეთი ეყვარები როგორიც ხარ და საერთოდ არ მიაქცევს ყურადღებას შენს სოციალურ მდგომარეობას. - თქვა გიორგიმ.
- ვიცი რომ ეგეთია, იმდენად კეთილია.. იმ დღეს ჭრილობები დამიმუშავა...
- შენ მართლა შეყვარებული ხარ ტოო...
- რა ვქნა?
- უთხარი!
- კი მაგრამ, როგორ?
- აი ასე, ჩვეულებრივად ადექი და უთხარი ყველაფერი რასაც გრძნობ და ფიქრობ.
- როდის?
- შიგ ხომ არ გაქვს ? რა კითხვებს სვავ ადექი, წადი და უთხარი. ახლავე. - თქვა ლევანიმ.
მეც ავდექი და ელენეს სახლისკენ დავიძერი. ჭრილობები კიდევ მეწვოდა, მაგრამ მივბროდი და ვუძლებდი ამ ტკივილს. კარებზე დავუკაკუნე და კარები სახლის ფორმაში გამოწყობილმა, დაფეთებულმა ელენემ გამიღო. ჩემ დანახვაზე კიდევ უფრო დაიბნა და დადუმდა.
- შეიძლება? - ვკითხე და პასუხიც არ გაუცია ისე შევაბიჯე უცნობ, მაგრამ უკვე საშინლად ნაცნობ სახლში.
- რა გინდა? - მკითხა უხეშად.
- მიყვარხარ. - დაუფიქრებლად წამოვროშე და ელენეს გაოგნებულ სახეს მივაშტერდი.
- ხუმრობ?! იცოდე თუ ხუმრობ ვერ გადამირჩები!
- არა, არა! ელენე შემომხედე. - მივუახლოვდი და მისი სახე ხელებში მოვიქციე. - მიყვარხარ, მართლა მიყვარხარ. არ ხარ რიგითი გოგო, რომლის საწოლში ჩათრევაც მინდა, მართლა! სანამ შენ გამოჩნდებოდი ჩემ ცხოვრებაში სიყვარულზე არც დავფიქრებულვარ, ამ გრძნობაზე შენ ჩამაფიქრე. არ ვარ კარგი, არ ვარ შენი ღირსი. არაფერი მაქვს რაც შეიძლება შემოგთავაზო, არც კარგი სახლი, არც მანქანა, არც ფული. მაგრამ, მთელი გულით მიყვარხარ და მზად ვარ შენ გამო ყველა და ყველაფერი დავთმო. მხოლოდ შენ იქნები და არავინ სხვა.
ელენე არაფერს ამბობდა, უბრალოდ ტიროდა, გაუჩერებლივ. გულს მიკლავდა მისი ემოციურობა. თვალებში მიყურებდა და თვალები ყველაფერს ამბობდა. არც დავფიქრებულვარ ისე დავეწაფე მის ტუჩებს, როგორც მოწყურებული კაცი წყალს. კოცნა მგონი საუკუნე გაგრძელდა, შემდეგ ელენე მივიხუტე და მან ყურში ჩამჩურჩულა:
- მეც მიყვარხარ, არასდროს მიმატოვო...
*1 წლის შემდეგ*
*ელენე*
1 წელია რაც მე და ლუკა შეყვარებულები ვართ. ამ ერთი წლის განმავლობაში თავს უბედნიერეს ქალად მაგრძნობინებდა. არ ითხოვდა ჩემგან ზედმეტს, უბრალოდ სურდა ჩემ გვერდით ყოფილიყო.
2 თვეა არ მინახავს, ლუკას დედა საბერძნეთშია და ისიც იქ ჩავიდა.
ახლა ვზივარ სახლში და ერთი სული მაქვს როდის შემოაღებს ჩემ კარებს.
დრო უსაშველოდ იწელება, ადგილზე ვცქმუტავ.
კარები გაღებული არ იყო რომ ლუკას „შევახტი“ და მჭიდროდ მოვხვიე ხელები, არ მინდოდა დამეკარგა.
მხოლოდ ჩემი იყო.
მანაც მომხვია ხელები და ყელში მაკოცა. შემდეგ ტუჩებში მაკოცა და ვიგრძენი როგორი ვნებამორეული იყო. არც მე მომითმენია მეტი და ერთი მოძრაობით უკვე მის წელზე მქონდა ფეხები შემოხვეული და ლუკას საძინებლისკენ მივყავდი. თან ტუჩებს არ მაშორებდა. რამდენჯერმე გათამამებულმა ამოვიკვნესე, რაზეც ლუკამ მითხრა:
- ახლა ტანსაცმელი რომ არ შემოგახიო გირჩევ, თავად გაიხადო.
მეც ყოველგვარი სიმორცხვის გარეშე გავიხადე საცვლების გარდა ყველაფერი და საწოლზე მძიმედ დავეცი. ლუკამ მაისური გადაიძრო და ჩემ ზემოთ მოექცა. საცვლები თავად გამხადა და შარვალი გიაძრო. პირველად ახლა ვიგრძენი შიში, რომელიც სახეზეც დამეტყო. ლუკამ მოქმედება დაიწყო და ჩამჩურჩულა:
- ნუ გეშინია, ნელა ვიზავ. მიყვარხარ ელენე.
- მეც მიყვარხარ - ამოვიკვნესე მის ვნებაში გახვეულმა და კიდევ ერთხელ ვიგრძენი ის ბედნიერება, რასაც საყვარელი მამაკაცის მკლავებში ყოფნა ჰქვია.


****************************************************

მეგობრებო ეს ჩემი პირველი ნამუშევარია, შეაფასეთ გულწრფელად kissing_heart



№1  offline წევრი modemodka

Kargiiaaaa , momewona , veli shemdegs :-*

 


№2  offline მოდერი ენემი

ვოუუ heart_eyes საოცრებაა

თუ სხვა მოთხრობაც "ცუდ ბიჭებზე" იქნება ყოვლთვის წავიკითხავ kissing_heart

 


№3  offline წევრი deep

იდეა კარგია
პერსონაჟებიც კარგია
მაგრამ
წერის სტილი ძალიან
აი
ძალიან დასახვეწი გაქ
არ შეჩერდე და უფრო უკეთესებიც გამოგივა აი ნახავ

 


№4  offline წევრი ერემეევიტი

კაი იყო, წარმატებები

 


№5 სტუმარი Mariam m.k

pirveli cdistvis kargi iyo yochag da warmatebebiiiii

 


№6  offline წევრი გუდფელლაზ

modemodka
Kargiiaaaa , momewona , veli shemdegs :-*

მადლობა, მალე სხვა ისტორიაც აიტვირთება

ენემი
ვოუუ heart_eyes საოცრებაა

თუ სხვა მოთხრობაც "ცუდ ბიჭებზე" იქნება ყოვლთვის წავიკითხავ kissing_heart

მადლობაა <3

deep
იდეა კარგია
პერსონაჟებიც კარგია
მაგრამ
წერის სტილი ძალიან
აი
ძალიან დასახვეწი გაქ
არ შეჩერდე და უფრო უკეთესებიც გამოგივა აი ნახავ

მადლობა რჩევისთვის <3 გავითვალისწინებ <3

Saly
კაი იყო, წარმატებები

მადლობა <3

Mariam m.k
pirveli cdistvis kargi iyo yochag da warmatebebiiiii

მადლობა <3 <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ...

ვიცი, ძველი სიახლეა და რამე, მაგრამ +18 რატომ? საერთოდ, არანაირი ინტიმური სცენა არ ყოფილა ამ ისტორიაში, იმ დილის ამბის გამო "გაათვრამეტიპლუსე"?
ნწ ნწ

 


№8 სტუმარი Legenda2014

Aklia ragac sitbo siyvaruli da interesi mifuchechebuli iyo yvelaferi gadaxveuli kadrivit didad nasiamovnebi ar var wakitxulit

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent