შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი მომავალ შვილს..!


15-11-2017, 13:15
ავტორი chex
ნანახია 1 746

რას ნიშანსვ სიტყვა სექსიზმი?! ეს ადამიანებისთვის არის მხოლოდ გარყვნილების სიმბოლო და არა სხეულის შერწყმის, სიამოვნების მწვერვალი. გრძნობა სიყვარული სწორედ რომ უცხო მცნებაა, რომელსაც არ გააჩნია ცალკეული ახსნა განმარტება. შენ შეგიძლია მიეჩვიო მოპირდაპირე სქესის პიროვნებას და რაც მთავარია გქონდეს გრძნობა. ეს არის იდეალური გაერთიანება, რომელსაც შემდგომში სიყვარული ეწოდება. "თუ შენ ჩემს გარეშე არ შეგიძლია საყვარელო, თუ შენ გინდა ჩემი სხეულის შეგრძნება, ესეიგი შენ მე გიყვარვარ" ...
ნეგატიური ურთიერთობები არასოდეს მქონია, ურთიერთობები, რომლებიც ჩემთვის დისკომფორტს შექმნიდა და არც არასოდეს მიფიქრია მქონოდა ურთიერთობა რომლისგანაც სხვადასხვა სახის სიამოვნებას ვერ მივიღებდი. მე სრულიად გარყვნილს მიწოდებს ვიცი საზოგადოება მაგის გამო. რადგან შემიძლია აღვიქვა ეს ყოველივე ისე როგორც ხელოვნება, ისე როგორც დაუცხრომელი სურვილი და არაამქვეყნიური გრძნობა. ვწერდი სხვადასხვა წარუმატებელი ურთიერთობების შესახებ, და ხანადახან ამის გამო ფსიქოლოგიურად შეურაცხად პიროვნებასაც კი მიწოდებდნენ. ეს კი ფსიქოლოგიასთან მხოლოდ იმ კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო რომ მე მქონდა განსხვავებული შეხედულება და აღქმის უნარი. ახლა კი როცა აღარ ვარ პატარა ვხვდები რომ ეს ყველაფერი დიდი სისულელეა იყო. სისულელე რომელსაც ვიცი ვერასოდეს წავშლი ჩემი ცხოვრებიდან. თუ მეყოლება პატარა გოგონა ვიცი ერთ ლამაზ დღეს მკითხავს ყველაფერს და ავუხსნი უბრალოდ, რომ დედაშენი მეტად განსხვავებული აზროვნების პიროვნება გახლდა, პიროვნება რომელიც სულაც არ ბღაოდა 16 წლის ასაკში იმის გამო რომ ეგონა აღარავინ მოიყვანდა ცოლად. დედაშენი იყო პიროვნება რომელსაც კაცის არასოდეს სჯეროდა, იღებდა მისგან სითბოს, სიყვარულს და ბოლოს ჰოპ.... ეს ყველაფერი ქრებოდა. რადგან არ უნდოდა ან სულაც არ შეეძლო ურთიერთობის გაღრმავება, სახელის დარქმევა, ან სულაც ამ დამპალი არაფრის მომცემი გრძნობით ყოველ დილა საღამოს ტირილი. დედაშენი იყო პიროვნება შენს ასაკში რომელსაც აინტერესებდა ამ ქვეყნად ყველაფერი. აინტერესებდა რას ნიშნავდა კაიფი, სექსი, სამსახური, სწავლა, წერა, ცეკვა თუ სიმღერა. დედაშენი არ ყოფილა ფსიქიკურად დაავადებული, ის იყო უბრალოდ "ის"... ვიცი ვეტყვი ამას ოდესმე ჩემს პატარას, თუმცა არვიცი ის ამ ყველაფრის შემდეგ რა გზას აირჩევს ცხოვრებისთვის. მაგრამ ვიცი ჩემი შვილი იგივე გზას არასოდეს დაადგება. არასოდეს შეეცდება ნახოს ყველაფერი გაიგოს თუ აღიქვას.
მე მხოლოდ შემიძლია ვისაუბრო ერთ პიროვნებაზე, რომელთანაც მქონდა ყველაფერი იდეალური. მქონდა საწოლში ბედნიერება. ყოველი დილა თენდებოდა ლამაზად, მისი სახის დანახვისთანავე. ყოველდღე ხელჩაკიდებულნი დავდიოდით ქუჩაში და არასოდეს გვქონია შეგრძნება იმისა რომ შეიძლებოდა ეს არასწორი ყოფილიყო. მე არ ვყოფილვარ მისთვის გასართობი ერთ დღიანი სათამაშო. რადგან ვიცი ის ამ წამსაც იტყვის მხოლოდ ერთს: "მხოლოდ შენ მყავდე და არ მინდა სხვა არავინ"... ვკითხულობდი დღედაღამ მის გვერდით ლექსებს. პოეზია დიდად არ უყვარდა, თუმცა ეს არ ეხებოდა ჩემს პოეზიას. მისმენდა და მაყოლებდა თვალს თითოეული თვალის დახამხამების პროცესში. ეს იყო რომანი რომელიც დაიწყო ლამაზ სანაპიროზე და დასრულდა იქ. ეს იყო ამბავი რომელიც მეტად ჩვეულებრივი შეიძლება იყოს დღევანდელი თაობისთვის. არ გვანაღვლებდა ხალხი, არც ის ქუჩაში კოცნის დროს რამდენი ადამიანი შემოგვხედავდა. ვაქვეყნებდით ფოტოებს და არც აზრით დავინტერესებულვართ სხვების. ეს ყველაფერი კი გაგიჟებით სიყვარულს უფრო ჰგავდა ვიდერე მხოლოდ ვნებას. იყო მომენტი როცა ხმამაღლა ვბღაოდი, იმის გამო რომ ვიღაც გულს მტკენდა. თუმცა მისთვის ეს გოგო ის იყო ვისთანაც თავს კარგად გრძნობდა და არასოდეს შეცვლია გრძნობა ან დამოკიდებულება... ის იყო ადამიანი რომელზეც ყოველთვის ვიტყვი "ჩემი ვნების დაუმორჩილებლობის სიმბოლოა" ... მე შენ გაფასებ...
და საბოლოოდ. მინდა გითხრა ჩემო პატარავ რომ დედაშენი ერთი გადარეული გიჟი მწერალია, რომელიც ძალიან ცოტას წერს, თუმცა ღირებულს. დედაშენი იყო ქალი, რომელმაც შეძლო და ბევრი ადამიანის გული დაიპყრო. ის იყო პიროვნება რომელმაც ბევრი ადამიანის ზიზღი გამოიწვია, მაგრამ ელემენტარული სიყვარულით ბედნიერების მწვერვალზე იმყოფებოდა... ეს მე ვარ დედაშენი ფსიქიკურად შეშლილი და მხოლოდ ოდნავ მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent