ისევ გიყვარს?
- როგორ ხარ? - კარგად. - მართლა კარგად ხარ? - ჰო, მართლა - რა კარგია თუ კარგად ხარ.. - ალბათ კარგია. - ცუდ ხასიათზე ხარ? - არა. ჩვეულებრივზე... - გენატრება? - არა, ახლა აღარ მენატრება - სხვა დროს მოგნატრებია? - გაგიჟებამდე.. - გიტირია? - ცრემლის დაშრობამდე მიტირია. - ხალხში გიმღერია? -კი, ძალიან უსმენოდ მიმღერია - წვიმაში გიცეკვია? - არა, მაგრამ ვიცეკვებ. - გიპოვნია? - ჩემი მეგობრები, ისინი ვინც ყველაზე ძვირფასია რაც გამაჩნია. - დაგიკარგავს? - თავი დამიკარგავს... - შეგშინებია? - მარტოობის ახლაც მეშინია. - გწყენია? - ბევრჯერ... - დაგიწერია? - ჩემს ცხოვრებას ყოველდღე მე ვწერ.. - გინანია? . - უაზროდ დაკარგული დრო და უთქმელი სიტყვები.. - წარსულზე გიფიქრია? - ყოველ ღამე. - ღამე გაგითენებია? - მზის მოლოდინში - გითქვამს, რომ გიყვარს? - თვალებით. - სიკვდილზე დაფიქრებულხარ? - ხან და ხან მინატრია... - ისევ განიცდი? - აღარ.. - იმედი? - იმედი ყოველთვის არის! - რომ მოვა? - აღარ მოვა. - აბა იმედი? - იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება ბოლოს. - რომ არ იყოს? - რომ არ იყოს, ბოლო არ იქნება... - ბოლო, რომ იყოს და არა ისეთი შენ რომ გინდა? - მაშინ ყველაფერი დამთავრდება და დავისვენებ. . -დაღლილი ხარ? -...... -ისევ განიცდი!!! -...... . -ტირი? - მომბეზრდა.. - ლაპარაკი? - არა. ბრძოლა! - ვისთან? - საკუთარ თავთან. - გჯობნის? - ძლიერია! - ძლიერი შენც ხარ! -....... - გენატრება?! - უსასრულობამდე! - ისევ გიყვარს? - მაშინაც,ახლაც და მერეც! სულ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.