უსულო კვნესა
შენი ბოლო ზარი, ბოლო საუბარი და გაბზარული ბგერები გატეხილი ხმა მარტოდარჩენილ ადამიანის მონატრებულის ერთადერთის სიყვარულის. შავი ღრუბლები წვიმა თვალებიდან წამოსული წითელი წვიმა შემდეგ დროსა და სივრცეში დაკარგული შენამდე არ მოსული სიტყვების ჭექაქუხილი უხმო მტკივნეული საზარი და საშინელი . გონებაში მოხეტიალე ფრაზები: მიყვარხარ მჭირდები და მე მოვკვდები იცი?! ბოლოს ქუსლების გამაყრუებელი კაკუნი ბრახუნი დამწვარი ქაღალდები აქეთ იქეთ გაბნეული უფერული ნაგლეჯები სრული ქაოსი და არეულობა კვლავაც ქუსლების რახარუხი ტყაპატყუპი გარბიხარ მოგსდევენ მოგსდევენ გარბიხარ უსასრულობაში დაკარგული კითხვისნიშნები ძახილის ნიშნები პრინციპები არ თქმული გრძნობები ყელში მობჯენილი ნახევარნათქვამები გარს გეხვევიან გავიწროებენ შენივე სულის ნაწილები გბოჭავენ გახრჩობენ უსულო კვნესა შავი სიკვდილი. თუმცა კვლავაც ისმის, სადღაც შორს, უკიდეგანო სივრცეში, უკანასკნელი სიტყვების შემდეგ ძლიერი ქალების ძლიერი ქუსლების უფრო ძლიერი ბრახუნი ისინი მიდიან ამაყად თავისი კაკუნა ქუსლებით ხმაურით, თანაც უხმოდ. მიდიან უკან მოუხედავად და სამუდამოდ. დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.