შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაღაც,ამდაგვარი...


20-11-2017, 16:48
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 131

ჩვენ არ უნდა შევხვდეთ,არ უნდა ვესაუბროთ,არ უნდა დავუახლოვდეთ ერთმანეთს.

არასდროს?

დიდი ხანია არაფერი დაუწერია. ადგილს ვერც სახლში პოულობს,ვერც გარეთ.თითქოს რაღაც აწუხებს,რაღაც უჭირს,მაგრამ ამაზე,როგორც ყოველთვის,არ ლაპარაკობს. როცა საწერად დაჯდებოდა,მზად იყო...დაიწყებდა წინადადების წერას...წაშლიდა,მერე ადგებოდა,ოთახში გაივლიდა,გამოივლიდა,ისევ დაჯდებოდა...წერდა,შლიდა,წერდა,შლიდა...თითქოს, ერთ ადამიანს უწერდა და არა საკუთარ თავს.

“ცხოვრებაზე ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, ჩემთვის მთავარია ადამინებთან ურთიერთობას თავი ავარიდო. რაც უფრო ნაკლებ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, მით უკეთ ვგრძნობ თავს”



ისტორიას ალექსი აღარ ჰყავს,მწერალს-საკუთარი თავი. ბოლო დროს უცნაურად იქცევა,ყველაფერზე იღიმის,ბევრს ლაპარაკობს და ხშირად სძინავს.აღარავის და აღარაფერს აკვირდება,ქუჩაშიც უკვე თავდახრილი,ჩაფიქრებული დადის. ნეტავ,რა უდევს იმ გულში ან პატარა თავში,რაზე ფიქრობს,რა უნდა,რაზე წუხს,რა უხარია...ვფიქრობ,რაიმე გრანდიოზულის შექმნა თუ არა,დაწერა მაინც სურს.თუნდაც იმაზე,თუ როგორ ძალიან უნდა ახლა წავიდეს სადმე,უცხო ადგილას,სადაც არაჩვეულებრივი ხედისა და უცნობი ადამიანებისს გარემოცვაში იქნება და თავის ფლეილისთთან ერთად,წეროს,წეროს და წეროს...წეროს ადამიანებზე,გრძნობებზე,უჩვეულო და უჩვეულოდ ჩვეულებრივ მოვლენებზე. პრობლემა კი ისაა,რომ ვერსად ვერ მიდის და ვერაფერს ვერ ქმნის,არადა არც ადგილის და არც ადამიანების გამოცვლა ვერ მიანიჭებს სიხარულს.ხანდახან მგონია,რომ მისთვის აღარაფერს აქვს მნიშვნელობა...აღარც ღრუბლებს,არც ფერებს და ადამიანებს საერთოდ.
ადრე ყვითელი უყვარდა.ოთახი,ნივთები და ყველაფერი ახლად შეძენილი,ყვითელი იყო.მერე ნელ-ნელა განაცისფრდა,ახლა კი ყველა ფერი არეული აქვს,ან მხოლოდ ტონებიღა შერჩა. ნეტავ იცოდე,როგორი ძნელია მისი ასე ყურება.ყოველდღე,შინ,ახალ-ახალი ცვლილებებით ბრუნდება. შემოაღებს კარებს და გეუბნება ‘იცი,დღეს გუშიდელთან შედარებით,უფრო მოწყენილი ვარ’ , ’დღეს უფრო აღარ მაინტერესებთ’ და ა.შ.
რომ მისმენდეს,ალბათ ვეტყოდი,რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. სწერვობა და სინაგლე,მხოლოდ იმიტომ,რომ ადამიანებთან დისტანცია დაამყაროს,არ შეიძლება.ძალით სიცილი და უაზრო ფიქრები,არ შეიძლება! არაფერი არ შეიძლება! ყველაფერი რასაც აკეთებ,დაუშვებელია! ადექი,გასწორდი,ჩამოიშორე ყალბი ადამიანები,შეიძინე ახლები,ნამდვილები და განაგრძე ცხოვრება!შეცვალე და შეიცვალე! ნუ ფიქრობ,გააკეთე! გაინძერი ადამიანო,გადაატრიალე ყველაფერი,მოიძიე,გაიცანი,ისწავლე,ასწავლე,გაერთე! იცხოვრე! ...თუმცა,არაფერი ესმის.არავის უსმენს. დადის მარტო და ფიქრობს...ხოდა,იფიქროს სანამ ვინმე თვალებს არ ამოუღებს ან ფეხს არ წამოუდებს სადმე,რომ დაეცეს,მიწას მიუახლოვდეს და მერე გასრისოს...დაე,გასრისონ და ისწავლოს ჭკუა,გაახილოს თვალები.

ალექსი?
მარიამისთვის ალექსი ყველაფერი თუ არა,არაფერი მაინც არ იყო.ჰყავდა ამოჩემებული ერთი გმირი,რომელსაც არც ისტორიებში და არც ცხოვრებაში თავს არ ანებებდა. დახუჭავდა თვალებს და თავის ალექსთან ერთად,ყველაფერ იმას აკეთებდა,რისი გაკეთებაც უნდოდა.ერთად სვამდნენ,ღამეებს ათენებდნენ,სეირნობდნენ,მღეროდნენ.ერთმანეთს ერთმანეთზე ამბებს უწერდნენ. მაგრამ ალექსიც გაქრა,როგორც ყველა. თურმე,წარმოსახვითი ადამიანებიც გვტოვებენ და მათი წასვლა,რეალურებზე უფრო მძიმე ყოფილა.

„ადამიანები არ დაიტანჯებოდნენ ასე ძლიერ, მათ რომ არ გაეღვივებინათ წარმოსახვის უნარი. არ ემახსოვრებოდათ უსასრულოდ წარსული წყენა და იცხოვრებდნენ უწყინარი აწმყოთი.“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent