შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც, სამი საათით უკან


22-11-2017, 13:52
ავტორი ნუტინე
ნანახია 1 391

დავრჩი მარტო და ახლა გეძებ.... ყოველდღე ყველგან ვაცეცებ თვალებს იმედით, რომ დაგინახავ... მელანდება, რომ მეძახიან და მთელი გულით ვნატრობ, ეს ვიღაც შენ იყო.. მერე მახსენდება, ვერ იქნები იმიტომ, რომ აქ ხარ ხარ... სადღაც ხარ, სამი საათით უკან და ვინ იცის, მე რომ მძინავს, შენ საცობში ხარ; მე რომ ლექციაზე ვარ, შენ საუზმობ; მე რომ შენზე ვფიქრობ, შენ უკვე ღრმა ძილში ხარ.. ვინ იცის, მე რომ საქმეში ვარ თავით გადაშვებული და წამით აღარ მახსოვხარ, შენს გონებაში ამოვტივტივდე, ჩაგეღიმოს და მერე ისევ რუტინული ცხოვრება გააგრძელო...
ვინ იცის?! არც არავინ.. არც შენ, ასეთი მეოცნებე არასდროს რომ არ ვყოფილვარ... ერთადერთი ადამიანი ხარ, არაფრისგან ჩემი რომ გიწოდე და ერთადერთი ხარ, ვინც მინდა...
ახლა სადღაც ხარ, სამი საათით უკან და მე აქ გელოდები იმედით, სამი საათით წინ!! ^^



**ჩასაქრობად ცოდოა**


ახლა შენი ცხოვრებისგან სამი საათით წინ ხარ, ჩემს ცხოვრებასთან წუთი-წუთს მისწორებ...
ახლა ყველაფერმა დაკარგა აზრი.. სადაა ის ბედნიერება, იმედის გამართლებას რომ უნდა ახლდეს თან?! სადაა ის სიხარული, შენს გამოჩენას რომ უნდა ერთვოდეს?! სადაა ის ვარსკვლავები, შენი დანახვისას თვალებში რომ უნდა ბრწყინავდეს?!
ტყუილმა შთანთქა ყველა ვერ თქმული გრძნობა, ყველა ვერ გამოხატული ემოცია, ყველა წუთებად დათვლილი მოლოდინი, ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ურთიერთობაში...
შენთვის უმნიშვნელო, უწყინარი, ერთჯერადად გასართობი ტყუილი გახდა მიზეზი, ყველა ვერ შეგრძნებული სიხარულისა, შენ რომ უნდა იწვევდე.. წესით..

ჯერ კიდევ გელოდები, იქნებ განათდე... ძლივს ბჟუტავს იმედი... იჩქარე!! ჩასაქრობად ცოდოა..



**ჩამეხუტე, რომ გადავრჩე**



-სად ხარ აქამდე?!
- აქ ვარ, პატარა
- ჩამეხუტე!

შენი სუნი მინდა, ჩემს თავს რომ მაგრძნობინებს; შენი სითბო მინდა, ცხოვრების არსს რომ მახვედრებს; შენი გულის ცემა მინდა ჩემსაზე, მხოლოდ ჩვენ ორს რომ გვტოვებს მთელ სამყაროში; შენი ჩახუტება მინდა, ყველაფერს რომ იტევს ერთიანად და ყველაფრისგან რომ მცლის, ასევე, ერთიანად; შენ მინდიხარ შენი ყველაფრით და მოდი, ჩამეხუტე!! ისე, რომ შემდეგამდე მეყოს.. ძნელი იქნება, მაგრამ უნდა შევძლოთ.. რომ გადავრჩე, უნდა შევძლოთ!!

- ჩემი პატარა
- შენი არა!
- ჩემი პატარა
- .... :ბედნიერება ისეთი, როგორიც ჩვენ ვიცით:




**საშინელება გააკეთე, გთხოვ**



ხანდახან რომ ვფიქრობ, ვერ ვხვდები რა დავინახე შენში, იდეალი რომ გაგხადეე... იქნებოდი კიდეც, ტყული რომ არ გეთქვა... ამის დედაც!! მე ხომ ვერ ვიტან ტყუილებს!! ხომ იცოდი როგორი რთული ვიყავი ან ვარ?! ხომ იცოდი, ასე მარტივად რომ არ გადავიტანდი?!!! როცა მეძახდი ჭირვეული ბავშვი ხარო, მაშინ რატომ არ ფიქრობდი, რომ არ გაპატიებდი; რომ აღარ ვიქნებოდით ძველებურად; რომ აღარ გექნებოდა უფლება, ჩემგან ყურადღება გეთხოვა?!!!
არ ხარ ღირსი!! გეტყოდი, ნაგავი ხარ-მეთქი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გიმეტებ.. გეტყოდი, თვალით აღარ დამენახო-მეთქი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გშორდები.. გეტყოდი, დამივიწყე-მეთქი, მაგრამ ფიქრის დასრულებისთანავეც კი მენატრები!
არ ხარ ღირსი!! არ უნდა იყო!! არ შეიძლება.. ვერ შეიძლება... მატყუარები უნდა ისჯებოდეთ.. ჩვენ, მოტყუებულებს უნდა გვქონდეს ძალა, დაგსაჯოთ!!! უსამართლობაა, რომ არ გვაქვს! ძალა კი არა, სურვილიც ვერ გვაქვს..
შენ მაინც გამოისყიდე დანაშაული.. რამე საშინელება გააკეთე, რომ დაგივიწყო, შენზე გული ამერიოს, დასჯის სურვულიც კი აღარ მქონდეს, გონებიდან ამოგშალო!! გააკეთე!! ადამიანი არ ხარ?! გააკეთე!! და შეგეშვები....




**გმადლობ, რომ თხოვნა შემისრულე**

რატომ არ ცდილობ შენი ნახვით გამოწვეული სიხარული შევინარჩუნო?! რატომ გინდა რომ მძულდე?! რატომ იქცევი ისე, თითქოს გინდა გადამიარო, გადამთელო, არარაობა გამხადო?! ხომ შემისრულე თხოვნა?! ახლა კმაყოფიკი ხარ?! მე- კი... უფრო სწორად, ვიყავი.... არ შემიძლია... ვერ გიბრაზდები, ვერ გიძულებ... ისევ ერთადერთი ხარ.. ისევ სასურველი... და მოდი, დავივიწყოთ თხოვნები...

დაე, პატარა.. დაე,შენი არაა.. დაე, ვიყოთ ჩვენ...

ნუ მიდიხარ... დარჩი... სამი საათი უკან ძალიან შორსაა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent