შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკამი


27-11-2017, 01:06
ავტორი Ragacnairi
ნანახია 1 142

კეთილო ადამიანო,გცალია ცოტა ხანს რომ მომისმინო? არა,თავს არ მოგაბეზრებ,უბრალოდ,უბრალოს ჩემს გულისტკივილს მოგიყვები.მარტო გულისტკივილს კი არა,ჩემს განვლილ ცხოვრებას დაგიხატავ.რატომ ვტირი? არა,არ ვტირი; არც ვიცინი,ეს ცრმლნარევი ღიმილია,ეს ბევრისმთქმელი ემოციაა.
მოკლედ,მე დავიბადე ერთ ლამაზ,ხმაურიან ქალაქში,ღვთინიერმა ადამიანებმა გამაცოცხლეს,სული ჩამიდგეს,შემდეგ გამალამაზეს,შემღებეს წითლად.(მოგეხსენებათ წითელი ერთ-ერთი მკვეთრი,ენერგიული და ლამაზი ფერია) და ერთი სკვერის კუთხეში მიმიჩინეს ადგილი. –„აქ რა მინდა?არ დამტოვოთ რა...,მე აქ მეშინია,ცოტა იქით მომათავსეთ! ნუთუ არ ვარ გამოსაჩენი?!“ვბრაზობდი,მაგრამ...ვის ესმის? ადამიანებმა ხან აქედან შემომხედეს,ხან იქიდან,რაღაც მათაც არ მოეწონათ,ან იქნებ გაიგეს ჩემი ბუზღუნი,ხოდა სასწრწფოდ გადამაბრძანეს სკვერის შუა გულში. „ოოო,აი ეს მომწონს,ეს სწორედ ის ადგილია,რომელსაც მე ვიმსახურებ,სადაც კარგად ვიკეკლუცებ და გამოვიჩენ თავს“. აი,აქედან დაიწყო ჩემი მრავალფეროვანი ,(ზოგჯერ დამღლელიც კი)ცხოვრება.ირევა უამრავი ადმიანი,გულგრილად არავინ ამივლის გვერდს „რა ლამაზია!“ „რა უცხო“, „ეტყობა ახალია“, „როგორ უხდება წითელიიი!“ და ასეთ ქათინაურებს უამრავს ვისმენ.მიხარია,ამაყი ვარ და კიდევ უფრო მეტად მომწონს საკუთარი თავი.ჩემ გვერდით უამრავი ჭრელაჭრულა სკამია,ზოგი უკვე კარგად მოძველებული.ნეტავ იცოდე,რა დღეში ღიან,როგორ ბრაზობენ,როგორ სიძულვილით მიცქერენ...,მობრძანდა და მიიქცია ყველას ყურადღება,ჩვენთან აღარავინ მოდის,ყველა მას ეხვევა გარს,არადა არც ისეთი განსაკუთრებულია,უბრალოდ ახალია...,და კიდცევ უამრავს ვისმენ.მე მეცინება და კიდევ უფრო მეტად ვიპრანჭები.უიიი,ფოტოს გადასაღებად მოდიან...მეც ვიღიმი. „დედიკო,წითელ სკამზე დავსხდეთ“.მომესმა ბავშვის ხმა და დანახვაც კი ვერ მოვასწარი,ისე ამაბობღდა ცელქი მეტიჩარა,გაბრაზებული დედა რაღაცის გამო ტუქსავდა შვილს.პატარა ბავშვი ისე დამახეთქა მუხლებზე,რომ არც კი უფიქრია, მეტკინებოდა თუ არა.ნელ-ნელა ხალხი შეთხელდა,ქაოსური დღით დაღლილი მზეც ღრუბლებში მიიმალა და მთვარეს დაუთმო ამხელა ცა.დაძინებას ვაპირებ...ვიღაც მოდის... უუუჰ,მომასვენეთ რა...შენც გეძინება? მერე წადი სახლში...ააა...,ბევრი დალიე? კარგი...რა გაეწყობა...დარჩი,ოღონდ არ შემაწუხო. მთვრალი მოხუცი ისე ჩამეხუტა დილამდე გვერდი არ უცვლია,დილით კი თვალები მოიფშვნიტა,წელში გასწორდა, ერთი-ორჯერ ხმაურიანად დაამთქნარა და გზას გაუდგა. –„უმადურო,მადლობა მაინც მითხარიმეთქი!“ -მივაძახე მაგრამ,... აი,ასეთი მრავალფეროვანი,საინტერესო და ხალისიანი ცხოვრება მქონდა.გადიოდა დრო,ნელ-ნელა იერი შემეცვალა,ჩემი საღებავი გადახუნდა და ალაგ-ალაგ აიყარა,სახელურებს ჟანგი შეეპარა, „მიშველეთ,ადამიანებო, მომხედეთ,დამეხმარეთ! მე ხომ ყოველთვის გეხმარებით,შემაკეთეთ!ფეხებიც მტკივა,სადაცაა დავეცემი და მერე თქვენ რაღა გეშველებათთქო“ ვყვიროდი,ვემუდარებოდი ყველას,მაგრამ...ამაოდ,ჩემს მეზობელ სკამებს სახეზე ირონია და კმაყოფილება შეეტყოთ,მაგრამ არც ეს მადარდებდა.უიიი,მანქანა გაჩერდა,დიდი მანქანა,ალბათ ინსტრუმენტებია,შემაკეთებენ,მეშველება,მაგრამ ვინ დაგაცდის?გადმოხტა ღიპიანი გაბერილი კაცი და ისე ღონივრად დამეჯაჯგურა,ძირფესვიანად მომთხარა...“რას აკეთებ,შე თავხედო, „გაგიჟდი?! რა დაგიშავე?! სად მიგყავარ?დამაბრუნე უკან!...“ რა აღარ ვუთხარი,მაგრამ ისე უმოწყალოდ შემისროლა საბარგულში,რომ წარბიც არ შეუხრია.
ბევრი ვიარეთ,შემდეგ გავჩერდით,ისევ ის ბოროტი ღიპიანი კაცი...,ეხლა გადმომაგდო საბარგულიდან და ერთ ბნელ ოთახში შემაგდო. „სად ვარ?მეშინია,ფუუ,რა სუნია,ჭუჭყის,სიძველის,მე,კოპწია,პრანჭია წითელი სკამი აააქ... არ მინსააა“ ასე გავიძახოდი ყოველდღე,მაგრამ ჩემთვის ვის ეცალა? ჩემნაერი უსარგებლო ნივთი აქ ბევრია. ხოდა,ვცხოვრობთ ერთად,მიუხედავად იმისა,რომ აღარავის ვჭირდებით,ჩვენ მაინც ვარსებობთ,მართალია შორს, სადღაც სიბნელეშ, მაგრამ მაინც...
ჩემო კეთილო ადამიანო,დაგპირდი თავს არ მოგაბეზრებმეთქი,მაგრამ მაინც ცოტა გამიგრძელდა სიტყვა. „ეჰ,ბევრი რამის შეცვლა მინდა,ბევრი ნატვრა მაქვს,მაგრამ მე ხომ მხოლოდ სკამი ვარ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent