ციცინათელები
გიყვართ ციცინათელები? მე მეშინია მათი. იყო დრო, როცა ძალიან მიყვარდა მაგრამ ადამიანი იზრდება და ეცვლება შეხედულებები. ციცინათელა რატომ მოგწონს? იმიტომ, რომ ლამაზად ანათებს? მე მეშინია, იმიტომ, რომ ლამაზად ანათებს. რა არის საშიში? გინდა დაიჭირო შენს ხელში მოიქციო და დაინახო, თუ როგორი იქნება შენს ხელში მაგრამ ახლოდან იმდენად ამაზრზენია სურვილი გიქრება. ციცინათელები ბინძურ ადამიანებს ჰგვანან. გარედან ძალიან ლამაზები არიან, თუმცა, როდესაც მათ მიუახლოვდები, წამში ავლენენ მათ უარყოფით მხარეს. თავდაპირველად, თავს მოგაწონებენ და მიგიზიდავენ მაგრამ მერე მოგატყუებენ და უსიამოვნო შეგრძნებას დაგიტოვებენ. მე მეშინია ციცინათელების, რადგან ისინი ბინძურ ადამიანებს ჰგვანან. ბინძური ადამიანი კი - საშიშია, რადგან, თავისი ბინძური ხელებით შეიძლება შენს სუფთა ხელებს შეეხოს, დასვაროს და თავისნაირი გახადოს. ციცინათელები ციცინათელები ციცინათელები უფრთხილდი გეშინოდეს და მოერიდე ციცინათელებს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.