შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყო და არა იყო რა...


4-12-2017, 00:58
ავტორი Ragacnairi
ნანახია 1 688

ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. მე-5 კლასის დასაწყისში გადავედი ახალ სკოლაში.ვნერვიულობდი,მაინტერესებდა როგორ შემხვდებოდნენ ახალი კლასელები,ვინ როგორი იყო,ყველაფერი მაინტერესებდა.დადგა ეს დროც.მივედი...ნორმალურად შემხვდა ყველა,ძველი ბაღელიც და მეგობრებიც ვნახე.როგორც ყოველთვის,ცოტახნის შემდეგ განსაკუთრებულად დავუმეგობრდი ორ ბავშვს-თიკოს და ანკას,ერთად დავდიოდით კაფეებში,პარკში,საყიდლებზე და თითქმის ყველგან.ვუყვებოდით ერთმანეთს ჩვენს საიდუმლოებებს,ავდიოდით ერთმანეთის სახლებში და მოკლედ რომ ვთქვათ,დროის დიდ ნაწილს ერთად ვატარებდით.კლასში გარკვეული პრობლემები შემექმნა რამოდენიმე გოგოსთან და შემდეგ მათ სხვებიც აჰყვნენ,თუმცა დიდი ნერვიულობის შემდეგ ეს პრობლემა მოვაგვარე.ამ დროს, როდესაც ეს პრობლემა მქონდა,თიკო მანუგეშებდა და მათთანაც მოუვიდა კამათი ჩემ გამო.ანკა ზოგადად თუ „წამოისროდა’’ ერთი-ორ სიტყვას და ისიც იმიტომ,რომ თავისი „მოვალეობა’’ მოეხადა,მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და გავატარე. შემდეგ ყველაფერი დალაგდა და ჩვეულებრივად გავაგრძელეთ ურთიერთობა.მე თიკომ და ანკამ გადავწყვიტეთ,რომ „საუკეთესო მეგობრების’’ ყელსაბამი გვეყიდა,სწორედ იმიტომ,რომ ყველას ენახა თუ როგორი მეგობრები ვიყავით.ასე გაგრძელდა მე-6,მე-7 კლასებშიც.ნუ იყო რაღაც პრობლემები,თუმცა მოგვარებადი.აი სწორედ მე-8-ე კლასში მოხდა ის,რისი წარმოდგენაც არასდროს მინდოდა-I სემესტრის დასაწყისში,როდესაც შევიკრიბეთ,თიკომ გვითხრა რომ 5 წლით მიდიოდა თავის ოჯახთან ერთად ჰოლანდიაში,რადგან თავისი დისთვის ემკურნალათ და მშობლებს ემუშავათ.ამის გაგონებაზე გაოცებულმა სიცილი ავტეხე,მეგონა გვეხუმრებოდა,მაგრამ ეს სინამდვილე იყო.სახლში მისულმა ტირილი დავიწყე,იმის გამო რომ ჩემ „BFF’’-ს ვეღარ ვნახავდი ვიდრე წავიდოდა,ერთმანეთს ისევ შევხვდით კაფეში. ბევრი ვიმხიარულეთ,ვიცინეთ,სურათებიც გადავიღეთ,მაგრამ როდესაც წასვლის დრო დადგა,მწუხარებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.თავს იმით ვინუგეშებდით,რომ ყოველდღე ერთმანეთს დაველაპარაკებოდით.სკოლა დაიწყო...მარტო მე და ანკა ვსეირნობდით სკოლის დერეფანში,მარტო მე და ანკა დავრჩით,მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით,იმიტომ რომ თიკო იქ თავის დას უმკურნალებდა.არდადეგებზე 1კვირით ანკამ თავის სოფელში დამპატიჟა და მეც სიხარულით წავედი.დროს ძალიან კარგად ვატარებდით.ყოველ საღამოს ვსეირნობდით,ღამე კი ჰამაკში ვწვებოდით და თიკოს ველაპარაკებოდით,როცა ძილი მოგვერეოდა ოთახში შევიდოდით,მაგრამ არ გვეძინებოდა... ლაპარაკს დავიწყებდით და ამასობაში თენდებოდა.ეს 1 კვირა ასე მაგრად გავატარეთ,თუმცა სკოლა დაიწყო და ისევ შემექმნა პრობლემა იმავე ბავშვებთან.ამ საქმის მოგვარებაში კი მასწავლებელი ჩაერია და ცალკე გაგვიყვანა.მე ერთი ვიყავი,ისინი კი- სამნი,ამიტომ დახმარება ანკას ვთხოვე.პასუხი კი ასეთი აღმოჩნდა:-„მე რა შუაში ვარ? მე კარგი კარგი ურთიერთობა მაქვსო“ გაოცებული დავრჩი და ოთახში შევედი,თუმცა მასწავლებელმა ანკაც შემოიყვანა და როდესაც იმის გარკვევა დაიწყო თუ რა ხდებოდა,ანკამ იგივე გაიმეორა.თავისი ნეიტრალური პოზიციით მე მარტო მომიწია „ბრძოლა’’ სამ ადამიანთან.სახლში მივედი ამ ყველაფერზე დავფიქრდი და დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე,რომ ანკასთან დისტანცია დამეჭირა,მაინტერესებდა რას მეტყოდა ან მიზეზს მაინც თუ მიხვდებოდა.პირველ დღეს უბრალოდ მკითხა თუ რა მჭირდა და რატომ ვიყავი მასთან ასე(?). სიმართლე არ მითქვამს,რადგან ვაკვირდებოდი.ორი დღის შემდეგ რამოდენიმე ბავშვმა მკითხა ვიყავით თუ არა მე და ანკა ისევ მეგობრები.ამ კითხვას თავი ავარიდე.ანკასაც ეკითხებოდნენ და რამოდენიმე დღის შემდეგ მომწერა,აინტერესებდა თუ რატომ ვიყავი ასე მე,ვუთხარი,რომ სურვილის შემთხვევაში სკოლაში დავილაპარაკებდით,რადგან ამ საკითხის chat-ში განხილვა არ მინდოდა.მეორე დღეს სკოლაში მივედი პირველი გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო ანკა მესამე გაკვეთილზე მოვიდა და გარკვევა დაიწყო,მეც ყველაფერი ვუთხარი.როდესაც დავასრულე საუბარი გაოცებულმა მკითხა :-„ამიტომ ხარ ჩემზე გაბრაზებული?“-ო? სამწუხაროდ ეს ყველაფერი პრობლემად არ მიაჩნია,პრობლემად არ მიაჩნია თავისი საქციელი,რაც სწორედ ამ ფრაზამაც დაამტკიცა შემდეგ გაკვეთილზე წერილებს მწერდა,იმიტომ რომ თავი ემართლებინა. მეორე დღეს სკოლაში მივედი და ვხედავ თუ როგორ დადის ერთ-ერთ ჩვენ კლასელთან ერთად ხელკავით და როგორ იცინის. ყურადღებას არ ვაქცევდი,რადგან ვიცოდი რომ ამას ჩემ ჯინაზე აკეთებდა.დადიოდა იმ ბავშვთან ერთად,რომელსაც მთელი 7 წლის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა და რომელიც არაფრად მიაჩნდა.სწორედ ამ ყველაფერზე მეცინება...ნამდვილი „საუკეთესო მეგობარი“ მოვიდოდა და ბოდიშს მოიხდიდა,ან იმიტომ რომ საუკეთესო მეგობარი არ დაეკარგა,თავის შეცდომას აღიარებდა,მაგრამ ანკა არ აღმოჩნდა ნამდვილი მეგობარი,რადგან იმ დღიდან მოყოლებული-დღემდე ასე იქცევა (ჩემ ჯინაზე),თუმცა მე ეს უკვე აღარ მაინტერესებს.



№1 სტუმარი :D :D

კაია ასე გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent