შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულია,როდესაც...


4-12-2017, 04:44
ავტორი Sleeping Cinderella
ნანახია 2 084

სიყვარულია,როდესაც
1.ძველ სიმღერებზე აღარ გახსენდება ძველი მოგონებები,არამედ ახალი მოგონებები მასზე.
2.ყველა სიმღერა მის შესახებაა.
3.გირჩევნია მის ხმას მოუსმინო,ვიდრე შენს საყვარელ სიმღერებს.
4.უფრო მეტად გიყვარს ის,ვიდრე კოკა კოლა. (ან რაც ყველაზე მეტად გიყვარს და ვერასდროს იტყოდი უარს ჭამაზე/დალევაზე.)
5.მისი ხმა თაფლის ჩანჩქერს ჰგავს ტყეში,როცა მზე ანათებს,ჩიტები ჭიკჭიკებენ და ოქროს არფა უკრავს და მისი მელოდია და ჩიტების ჭიკჭიკი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.
6.გწერს და ისე გიხარია,თითქოს ახლახანს მილიარდი დოლარი მოიგე.
7.ის შენს თავშია 24 საათის განმავლობაში.
8.მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური კაციც (ან ლამაზი ქალი) არაფერია მასთან შედარებით,რადგან თვითონ არის ყველაზე სიმპათიური.
9.ყველაში მის სახეს ხედავ.
10.გინდა რომ ყველა გოგო მოკლა,ვინც მას ეფლირტავება,ელაპარაკება ან მის ჰაერს სუნთქავს.
11.მის სურათებს ათვალიერებ საშინელებათა ფილმის ყურების შემდეგ,რომ კოშმარები არ დაგესიზმროს.
12.ის სიზმრებშიც კი შენთანაა.
13.ამბობს ან აკეთებს რამე დებილობას,მაგრამ შენთვის მაინც ყველაზე საყვარელი და ჭკვიანია.
14.ფიქრობ,როგორები იქნებოდნენ თქვენი ბავშვები.
15.ყველა ცუდი მოგონება და კოშმარი ქვრება,როცა მას ხედავ.
16.შეგიძლია შეეხო ან მოკლა ყველაზე საზიზღარი ხოჭო ან პეპელა მის გამო.
17.მას ხედავ და უკვე სახლში ხარ.
18.გახსოვს ყველა მისი ჩახუტება და კოცნა.
19.მისი კოცნა ლოყაზე უფრო მეტს ნიშნავს შენთვის,ვიდრე მილიარდი დოლარი.
20.ყველა შენი ცხოვრებიდან მიდის,მაგრამ ის რჩება,რადგან არასდროს გინდა რომ გაუშვა.
21.მას ხედავ და ბრმავდები,რადგან მზესავით ანათებს.
22.არ გჭირდება დაწერო,თუ რა მოხდა,როცა ის ნახე,რადგან უკვე გახსოვს ყველაფერი,ყველაზე პატარა,უმნიშვნელო დეტალებიც კი.
24.მისი ყველა ფეისბუქის პოსტი,ფოტო,ლაიქი და კომენტარი გახსოვს.
25.უყურებ მის საყვარელ ფილმებს ან სერიალებს,თუნდაც არ მოგწონდეს და არ გინდოდეს ყურება.
26.მზად ხარ,რომ ვინმე ცემო ან მოკლა,ვინც კი ცუდს იტყვის მასზე.
27.სკოლაში აღარ სწავლობ და ძილი ყველაფერს გირჩევნია,მაგრამ მაინც იღვიძებ დილის 8ზე,რადგან ის ამ დროს იღვიძებს და სკოლაში მიდის.(თან მან არ იცის,რომ სოლიდარობას უცხადებ.)
28.მარტო მისი ნახვა და ჩახუტება უფრო მეტ ბედნიერებას განიჭებს,ვიდრე ვინმესთან ერთად მხიარული მთელი დღის გატარება.
29.არ გაქვს საკმარისი დრო,რომ მაკიაჟი გაიკეთო,მაგრამ კატასტროფულად მცირე დროში მაინც ახერხებ ამას,იმიტომ რომ მის ნახვას აპირებ.
30.არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო გავა,რამდენ ხალხს გაიცნობ,რამდენ საყვარელ ბიჭს (ან გოგოს) მოეწონები,ის ყოველთვის ერთადერთია.
31.ყოველთვის შეუძლია რომ გაგაცინოს.
32.და მხოლოდ მას შეუძლია რომ გატიროს.

გაგრძელება იქნება :3
თუ გაქვთ მსგავსი იდეები,შეგიძლიათ დააკომენტაროთ და ჩავამატებ უსასრულო სიაში. :) <3



№1 სტუმარი სტუმარი bubu

Dzalian magaria????esaa siyvaruli❤❤❤

სტუმარი bubu
Dzalian magaria????esaa siyvaruli❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent