შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მენატრები...


11-12-2017, 19:55
ავტორი mimimimo
ნანახია 1 981

მე მენატრები, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩემ გვერდით (ახლოს) ხარ.

მე მენატრება ის ადამიანი, ვინც გავიცანი.

ან
არა...

მე მენატრება ის ადამიანი, ვინც გამოვიგონე შენში.

მე ვიცი, რომ ერთ დღეს შენ ადგები და წახვალ
მაგრამ
მაინც ვერ ვეგუები ამას.

გაიხურავ კარს.
მიმატოვებ.
დამტოვებ.

მაგრამ
ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით, განა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა?
არა.

ან
კი...

მე მომენატრები.

მომენატრება შენთან ერთად გატარებული საღამოები.
შენი თბილი ჩახუტება.
შენს (ჩემთვის საყვარელ (უკვე სანატრელ)) გრძელ თითებს ჩემს თმებში, რომ ხლართავდი.

მე მომენატრები.

მაგრამ არ მოვალ.
აღარ შემოვაღებ სახლის კარს.
აღარ დავიძახებ შენს სახელს.
არც შენ დამხვდები სახლში.
აღარც სახლია თბილი.

ახლა

სახლი ცივია.
არავინ მიდის ჩემზე ადრე, რომ სითბომ იტრიალოს სახლში.
სითბო?
საყვარელი ადამიანის.

"-ერთი ჭიქა ჩაი
ორი კოვზი შაქრით
და
ერთი კოვზი თაფლით.

-თაფლით? ალბათ, ხუმრობთ?
-არა.
-კი, მაგრამ...
-გემრიელია. თავიდან თითქოს არაფერია, ნელ-ნელა, უფრო და უფრო ეპარება სიტკბო, ბოლოს კი - სრული ნეტარებაა.
-არასოდეს გამიგია.
-ოღონდ ფრთხილად, თუ მოგეწონა ვეღარასდროს გადაეჩვევი.
-რატომ?
-ნარკოტიკია.
იჭრება შენს გონებაში.
ატკბობს იქაურობას და გაფიქრებს არ'არსებულზე.
-არა'ამქვეყნიური ხარ.
-ვიცი."

მოგონებები.
ადამიანი, როდესაც ჩვენგან მიდის
ერთადერთი, რაც მისგან გვრჩება ეს მოგონებებია.

ვინც მიატოვეს - ის ადამიანი - განიცდის, მაგრამ უკან არ ბრუნდება, ბოლოს კი (მაინც) ბედნიერია,
ხოლო
ვინც მიატოვა - ის ადამიანი ბედნიერია, მაგრამ უკან ბრუნდება, ბოლოს კი (მაინც) განიცდის.

გახსენდებათ ადამიანები, რომლებმაც მიგატოვეს?
დაბრუნდნენ
და
რა გკითხეს?
"ახალი რა ხდება?"

ახალი - არაფერი.
გიხსენებდი.
მენატრებოდი
მაგრამ
ბედნიერი ვარ.

შენკენ?
ალბათ, ბედნიერი იყავი.
არ გახსოვდი.
მაგრამ
ახლა
გენატრები
და
გაგახსენდი.
(ალბათ, იმიტომ, რომ იმ დღეს, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დამინახე.
ჰო, მეც დაგინახე,
მაგრამ...

არაფერი...
დაივიწყე.)

მენატრები...

აივანზე
ერთი ჭიქა ჩაი
ორი კოვზი შაქრით
და
ერთი კოვზი თაფლით.
დეკემბრის პირველს
როგორ უხდება?
თუმცა, შარშან
დეკემბრის პირველში
ჩვენ
აივანზე
ორი ჭიქით
ერთი - ჩაი,
მეორე - ყავა
და
უსასრულობა.

უსასრულობა?
არსებობს კი?

მე ვერ დავიჯერე.

ერთადერთი
მხოლოდ
მონატრებაა
უსასრულო.

მაშინაც მენატრებოდი ჩემ გვერდით, რომ იყავი.
მაგრამ
(მერამდენე "მაგრამ"?)
ჩვენ ვერ შევძელით
ერთმანეთის შენარჩუნება.

არ დაბრუნდე...

მენატრები...



№1  offline მოდერი bla.ell

მნამ დამაჟრიალა აი რასაც ქვია...
ჟრუანტელი არ შემწყდარა რა კარგი იყო...შენსავით❤❤მაგარია

 


№2  offline წევრი mimimimo

bla.ell
მნამ დამაჟრიალა აი რასაც ქვია...
ჟრუანტელი არ შემწყდარა რა კარგი იყო...შენსავით❤❤მაგარია

დიდი მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent