წყვდიადში მყოფის პირველი ნაბიჯი (სრულად)
ნიკა მურუსიძე წყვდიადში მყოფის პირველი ნაბიჯი 20.10.17 ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ დგება დრო, როდესაც ყველა და ყველაფერი კარგავს აზრს, ინტერესს.. გაბრუებული დაეხეტები ქუჩებში, შეშლილი სახით, იმის მოლოდინში, რომ ვინმე შეამჩნევს, გიშველის და ჩამოგიყვანს… კიდეზე ვარ მისული, ერთი ფეხით, დაბლა ვიყურები. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, წინსვლას უბრალოდ ვეღარ ვგრძნობ, მზად ვარ ყველაფერს წერტილი დავუსვა, მაგრამ მაინც, ვერ ვბედავ... სისუსტეა თვითმკვლელობაო და თუ ვინმე იკლავს თავს, იძახიან სუსტი იყო, დანებდაო.. და მე მივდივარ ამ ფიქრებამდე, უბრალოდ ვერ ვბედავ.. თუ სისუსტეა, მაშინ რატომ მიჭირს? ნაბიჯის გადადგმა ადვილი, ხომ უნდა იყოს? არ უნდა გაგიჭირდეს სიმაღლიდან ფრენა, ნამდვილი, ღვთაებრივი შეგრძნების შეცნობა, პირველად, მაგრამ უკანასკნელად. არ უნდა შეგეშინდეს თოკზე დაკიდულს ქანაობა, მახრჩობელა გველივით, რომ გეფერება ყელსა და კისერზე, მარტივი უნდა იყოს პატარა ბავშვივით, ხელების საღებავში ამოსვრა, მაგრამ უკვე მხოლოდ წითელში და ბასრი ფუნჯით. ადვილი უნდა იყოს ღრმა ძილში შესვლა და აღარასდროს გაღვიძება, თითქოს არც გიცხოვრია.. თუ ადვილია მაშინ, რატომ მიჭირს ნაბიჯის გადადგმა? იქნებ სწორედ ეს არის სისუსტე? იქნებ თვითონ სიცოცხლეა სისუსტე? აღარ მინდა, მაგრამ რა მაკავებს? რა მიჭერს? რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, უფრო მტკივა, მეტს გავნიცდი, ვფეთქდები, პიკზე მივდივარ, მზად ვარ გარშემო ყველაფერი მოვსპო, გავანადგურო და ისევ მაკავებს, რაღაც უხილავი, მძიმე და მერე? მერე ვტირი, ვტირი და უფრო მტკივდება, ამ ტირილს არ აქვს იმის ძალა, რომ დამეხმაროს გულიდან სიმძიმის მოშორებაში.. მეტი, მეტი, ტკივილი, კი სუსტი ვარ.!! სუსტი ვარ, რომ ვერ ვბედავ ამის გაკეთებას და არა იმიტომ, რომ ამაზე ვფიქრობ.. გზა დავკარგე, წყვდიადს მივეცი, შემიპყრო, ბევრჯერ უთქვამთ და ალბათ სიმართლეა, შეიცვლება ყველაფერი, სხვანაირად ფიქრს დავიწყებ, დალაგდება ცხოვრება, თავს მაღლა ავწევ და წამოვდგები, მაგრამ თუ გაგრძელდა ეს ტკივილები..... ის უხილავიც ვეღარ დამაკავებს, ჩავეწერები სუსტთა რიგებში... ვაცნობიერებ ყველაფერს, ვცდილობ ცხოვრებას მარტივად ვუყურო, ათასობით უმნიშვნელო პრობლემას, ყურადღებასაც კი არ ვაქცევ და მიუხედავად ამისა მაინც.. როგორ მტკივა, მძულს, მეზიზღება, აღარ მიყვარს, ვეღარ ვგრძნობ, ვეღარ ვსუნთქავ, ვერ ვხედავ, აღარ მესმის, აღარ მინდა, ვიტანჯები, ვწვალობ, ვეღარ ვცოცხლობ, ვერ ვუგებ, ვერ ვუძლებ, დავმარცხდი, დავნებდი, დავნაცრდი, მოვკვდი, ავორთქლდი, დავჭკნი, დავბერდი, დავსუსტდი, გავიყინე, გადავიწვი, ვეღარ ვიბრძვი, აღარ ვიბრძვი, დავკარგე, გავუშვი, დავთმე, დავხიე, დავგლიჯე, დავწვი, დავფერფლე, გავცვალე, სიცოცხლე დავთმე და ახლა რა ხდება? არც არაფერი... სიბნელეში ვარ, სიკვდილი გავხდი... და ვინ რას მეტყვის, როგორ მოვიქცე? შევღებო ჩემი ხელები წითლად და გავიყოლო თან კიდევ სხვებიც, თუ ჩემთვის ჩუმად კიდეზე შევდგე და დავითვალო სამიდან ქვევით?!! ნუთუ ამ სიტყვებს აქვს რაიმე ძალა? არსებობს ვინმე, ვინც დაინახავს და იგრძნობს იმას, თუ რას ვგძნობ მე... სწორედ ამიტომ ვდგავარ ახლა აქ და ვაკვირდები ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანებს. ვიღაც მიიჩქარის, წყვილი სეირნობს, ახალგაზრდა იცინის, ბავშვი ტირის, დარბის, მოხუცი ისვენებს, ქალი სახლში ბრუნდება, გრძელი დღის შემდეგ და ხვალინდელისთვის ემზადება.. წყვდიადი... უკვე დიდი დროა აქ ვარ გამოკეტილი, იმდენი, რომ აღარაფერი მახსოვს, ვერაფერს ვგრძნობ და აღარც კი მესმის, შევეგუე.... არაფერს ველოდები, უბრალოდ ვიცი. და უცებ სინათლე... პატარა, მაგრამ სიბნელეს მიჩვეული თვალებისთვის, მაინც დამაბრმავებელი, კაშკაშა, როგორც ღამის ცაზე, მილიარდობით კილომეტრს იქით მყოფი ვარსკვლავი. და უცებ დამარტყა... ამ პატარა ნათებამ ფეხზე წამომაყენა, დროდადრო თვალი უფრო ეჩვეოდა და ამასთან ერთად, ნათებაც იზრდებოდა... წყვდიადი უკვე ისეთი ძლევამოსილი აღარ ჩანდა, როგორიც იყო აქამდე... ფეხზე წამომდგარს, ვერ გამეგო რა ხდებოდა, სინათლისკენ დავიწყე სიარული, ის კი ზრდას არ წყვეტდა... დავეცი… დავეცი და დაცემასთან ერთად, დამიბრუნდა ყველა შეგრძნება, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და კანკალი დავიწყე, ყველაფერი ამტკივდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი, უკვე ვიცოდი, რომ ბოლომდე უნდა მეარა.. ხოხვა დავიწყე, შევძელი და წამოვდექი, ნაბიჯები გავადიდე და გავიქეცი... სინათლისკენ მიმავალს, თითოეულ ნაბიჯზე, რაღაც მახსენდებოდა და მივაღწიე... სინათლის წყარო ვიპოვე, უკან გავიხედე და ახლა წყვდიადის, პატარა წერტილს ვხედავდი. გამეღიმა... გამეღიმა და იქვე ჩამოვჯექი, როგორც იქნა შევძელი და ამოვისუნთქე... სინათლემ სულ სხვა სახის მიღება დაიწყო, ის უკვე ჩემს წინ იჯდა, თვალს ვერ ვწყვეტდი, ხელი დამადო და მითხრა: აი ეს არის სიცოცხლე...... გამიღიმა, ტანში აუტანელმა ჟრუანტელმა თავიდან დამიარა, გავშეშდი და ამასთან ერთად თავს განსხვავებულად ვგრძნობდი. შევხედე და დავინახე მომღიმარე, როგორ მეჩურჩულებოდა რაღაცას, მაგრამ არ მესმოდა, მისი ხელი ისევ ეხებოდა ჩემსას, უბრალოდ ვერ ვგრძნობდი, შეგრძნებები ისევ დავკარგე და რაღაც მაინც დამრჩა იქ, შიგნით ისევ ვგრძნობდი... პანიკაში ჩავვარდი, მხოლოდ ჩემი სული ცდილობდა მოქმედებას... უშედეგოდ... უკანასკნელად მოვასწარი მის თვალებში ჩახედვა, და გამეღვიძა.... ისევ იქ, ისევ წყვდიადში, ისევ მარტო, პატარა ცვლილებით... ისევ არ მესმოდა, ვერ ვხედავდი, ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ მახსოვდა სიზმარი... სიზმარი არ ამიხდა, წყვდიადში არსად იყო ის პატარა, დამაბრმავებელი ნათება და მაინც წამოვდექი... წამოვდექი, გადავდგი ნაბიჯი, უსასრულო სიბნელეში ხეტიალი დავიწყე, მე მას ცხადშიც ვიპოვიდი, ახლა მხოლოდ ეს ვიცოდი... დიდი დრო გავიდა, სიზმრიდან მოყოლებული, ბევრი ვიარე, ბევრჯერ გავჩერდი, არ ვიცი, რატომ უბრალოდ მჯეროდა, ვიპოვიდი და ვიპოვე კიდეც... სიზმარი ამიხდა და როგორც იქნა გავიგე რის თქმა უნდოდა, ხშირად მეკითხებოდა: მე შენ გეკუთვნი, ისღა დარჩა გავიგოთ, ხარ თუ არა შენ ჩემი? არ ვპასუხობდი, ვუღიმოდი და ვკოცნიდი, მაგრამ ახლა მე ვეტყოდი: მე შენ გეკუთვნი, შენ კი ჩემი ხარ... თითქოს და მძიმე სიტყვები, აზრები, ფიქრები, მაგრამ მაინც ვეძებ, მივიწევ სინათლისკენ, უაზროდ... ნუთუ ეს არის სიცოცხლე? ტყუილი, ღალატი, ტკივილი, მცდარი დაპირებები, იმედები, უკეთესის მოლოდინში დაბერება და ბოლოს სიკვდილი.. მაგრამ ზოგჯერ სიკვდილი უფრო ადრე მოდის, აკაკუნებს შენი სულის კარებზე, მომღიმარე, ხელს გავლებს და მთავრდება... საბოლოოდ სვავ წერტილს შელახულ, გახრწნილ ფურცელზე… „ჩემთვის სიცოცხლე შეწყდა, მაგრამ გრძელდება შენთვის, ცუდი ის არის, რომ ვიცი შენ არ გენდომება“ მისი მძიმე ხმა ყოველ წამს მესმის.. სიკვდილი უნდა! მეტს ვეღარ გავძლებ, მიშველეთ ვინმემ!, გთხოვთ თავს მოვიკლავ!.. შეშლილივით იმეორებდა ამ სიტყვებს,მაგრამ არავინ დაუჯერა... არავინ გაიგო, თითქოს გარშემო ყველაფერი დაყრუვდა, ხოლო თვითონ კი დამუნჯდა, გაჩუმდა, წყვდიადს მიეცა, თვალები დახუჭა, დამშვიდდა, მიხვდა, გადადგა........ და ის მოკვდა... აორთქლდა... გაქრააა... თითქოს არც იყო... თითქოს არც გრძნობდა... და ის აქ არის... ის ჩემთანაა... ის ჩემსკენ ილტვის... მიწას ცილდება... მე კი მასთან ვარ... მისკენ მივილტვი... ჩემი ცხოვრების აზრისთვის ვიბრძვი. არასდროს დაგტოვებ, შენთან ვიქნები, შენ მე მეკუთვნი, მე კი შენი ვარ, მეყვარებითქო....... პირობა მისთვის ვერ შევასრულე... ამიტომ თავისი ცხოვრება დათმო, ნაბიჯი გადადგა, ხელები დადო.... - - წითელი... მთავარი ფერია წითელი!!! მისი თვალები, სულ წითელია, მისი ხელები უფრო წითლდება, დრო კი ნელდება, წამით სულ ქრება... მზერა შეშდება, გული ჩერდება.... მიწიდან ზემოთ, ზემოდან ქვემოთ, ერთმანეთისკენ მივემართებით... ზეცაში არა, სადღაც სხვაგან ვართ, ჯერ უნახავი პირველად ჩვენთვის. და ის აქ არის... სუნთქვა მეკვრება... ასე მგონია თავიდან ვკვდები... და მეუბნება: მე შევასრულე ის, რაც ოდესღაც შენ ვერ შეძელი... მიღიმის... მკოცნის, მეხვევა, მპორჭყნის... მაგრამ ვიცი, რომ ის ვერ დარჩება, ჯერ კიდევ ბევრი, აქვს გასავლელი, მისი ტანჯვის დრო ახლა იწყება... მეც გავუღიმე... და მანამ სანამ ის უკან გავუშვი... ჩუმად ვუთხარი... დაგელოდებიიი..... ... .... სამი. ორი.. ერთი... მუხტი!!!. ის ცოცხალია? არა მკვდარია! მე კი აქ ვარ და მას ველოდები... დრო მალე გადის?.. არა ძლივს ფოფხავს!.. ვზივარ, ვიცდი და შენ გელოდები... საოცარია ადამიანის ფანტაზია, უსაზღვრო და ზღაპრული... არ მინდოდა იმედგაცრუებული დავრჩენილიყავი, არ მინდოდა შემყვარებოდა შანსი იმისა, რომ მე და მას რაიმე გამოგვივიდოდა ძალზედ დაბალი იყო და სანამ ამეზე ფიქრში თავს ვიხრჩობდი, მე მის მიმართ უკვე რაღაცას ვგრძნობდი. მენატრება, თავს ცუდად ვგრძნობ, რომ არ შემიძლია მისი ნახვა, სიზმრებში ვხედავ, მთელი დღეები მასზე ვფიქრობ, იმ წუთებს თავში კიდევ და კიდევ ვატრიალებ და უფრო მიჭირს თავის შეკავება. თვალებს ვხუჭავ და მის თვალებს ვხედავ, ყოველდღე სხვადასხვა, რომ მეჩვენებოდა, მისი სხეული, მისი თმის ფერი, ვცდილობ გავიხსენო თუ რას ვგრძნობდი როცა მეხებოდა, მისი მშვიდი, ღრმა ღიმილი, გაშვება აღარ მინდოდა როცა მეხუტებოდა, მისი ნაზი ხელები, საუბრის მანერა, მიმიკა, ხასიათი, ჩვევები, მისი ტუჩები, დაუვიწყარი საუბარი, პირველი კოცნა... მინდა, რომ ახლა აქ იყოს, ჩემთან. დღეს ველაპარაკე. მას არა, მის ანარეკლს. წასვლის წინ, ვიდეო დამიტოვა, მხოლოდ მე... პირველად ველაპარაკე ამ ამბის მერე, როგორც იქნა გავიხსენე მისი სახე დეტალურად, მისი ღიმილი რომელიც ასე შემიყვარდა, ღმერთო როგორ ლაპარაკობს, როგორ უყვარს გვერდით გახედვა როცა რამეს გიყვება, იმ წამს უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ახლა, ისე მიჭირს, ისე მაწუხებს, უფრო მეტად მინდა მასთან ყოფნა, უფრო აუტანელი გახდა ჩემი შეგრძნებები, ნუთუ ისევ მიყვარს? მაგრამ როგორ ვთქვა, რომ მიყვარს? ამდენი დრო გავიდა... ღმერთო როგორ მიყურებ! თვალს ვერ ვწყვეტდი, გადაღებისას იცოდა, რომ გამიჭირდებოდა.. ჩემში რაღაც გადატრიალდა მაგრამ ჯერ სახელს ვერ ვარქმევ, წავიდა და წამართვა ყველაფერი... ნიღაბი მშველის, მცვლის, მეხმარება, რომ ვიყო სხვების მსგავსი და არა ის, ვინც ვარ რეალურად.. მცივა, სხეულს ვეღარ ვგრძნობ, ექვსი დაიწყო, თენდება. ისევ აქ ვდგავარ, რაღაც არ გამომდის. ფიქრები არ მასვენებს, ალბათ თავიდან ვერც ამოვიგდებ, რა მჭირს? რატომ ვარ ასეთი? ნუთუ ეს არის ჩემი ბედი?რომ გრძნობები მახრჩობს, იმის გამო ვინც დამტოვა, ვინც ჩემგან შორს არის,მაგრამ მაინც ახლოს. ნეტავ შემეძლოს მასთან წასვლა, დაუფიქრებლად წავიდოდი.. მთავარია ერთად ვიქნებოდით, ასჯერ და ათასჯერ ვატრიალებ მის სახელს გონებაში, რა დამმართა? აშკარად გადამრია, გამაგიჯა, შემაყვარა. ახლა მთავარია დრო, დრო მანახებს ყველაფერს. თან არ მინდა შევეგუო, არ მინდა გავუშვა... „გთხოვ გამიგე, კარგად მიცნობ, იცოდი, მივიდოდი ამ გადაწყვეტილებამდე და მაინც არ მტოვებდი, ათასჯერ ვისაუბრეთ, ბევრი ახალი შევიცანი, შენი დახმარებით, მორჩა, გადავწყვიტე... აქამდე რომ მოვედი, ესეც შენი წყალობით, ისე მაგრად მიყვარხარ, ისე არ მინდა შენი დატოვება, ჩემი ერთი ნახევარი, მეორეს ებრძვის. ერთმანეთს ვგავართ, შენც ჩემნაირი შეშლილი ხარ (ღიმილით მეუბნება ამ სიტყვებს) და ამიტომ ერთს გთხოვ, იცოცხლე! ვიცი არ დამივიწყებ, ვიცი უბრალოდ ვერც შეძლებ, მაგრამ იცხოვრე, იარე, გაუძელი (ტირილით მეუბნება ამ სიტყვებს) მიყვარხარ და მეყვარები.....“ ჩანაწერი ითიშება, მე იმ წამს გამწარებული ვეძებდი, ვიცოდი.., არა ვხვდებოდი, დაქალს დავურეკე... -კი აქ არის ჩემთანაა, აბაზანაშია გამოკეტილი.. და სანამ გავუთიშავდი, შევყვირე: -დროზე გამოათრიე... ვხვდებოდი.., არა ვიცოდი, წინა საღამოს დამემშვიდობა, კითხვაც ვერ მოვასწარი თუ სად, გამაჩუმა და მაკოცა... დაუვიწყარი ღამე მაჩუქა და გამთენიისას გაიპარა... გამწარებული ავირბინე მის დაქალთან, ისიც პანიკაში დამხვდა. -სასწრაფო და სამაშველო გზაში არიანო.. ხმას არ გვცემდა, კარებს ვეცით, შემტვრევა ვცადე. ფილმებში რა მარტივია ცხოვრება... ორი წუთიც არ იყო გასული და უცებ, კარი იხსნება... ძირს ზის, გდია, სულ წითელში ამოსვრილი, უფერული, ძალა გამოცლილი... გიჯივით ვეცი, იმ წამს რას ვროშავდი, ვეჩხუბებოდი, ისევ გამაჩუმა, როგორც ყოველთვის და საბოლოოდ მითხრა: -მაპატიე, არ მინდოდა ასეთი გენახე, უბრალოდ შენი ხმა......... გამიღიმა, მაკოცა, მომეხვია და უცებ მოდუნდა, თმიდან ხელი გამიშვა, მისი თვალები, რომელიც ასე მიყვარდა, უკანასკნელად ჩავხედე და უბრალოდ დახუჭა. ვერ მოვასწარი აზრზე მოსვლა, გავკიოდი, ვიღაცამ გვერძე გამწია, ვერ წამოვდექი, იქვე მივეგდე, თავს დაეხვივნენ, თეთრი ბუზები, ხელები გადაუხვიეს, მაგრამ გვიანი იყო, იქაურობა სულ წითლად შეიღება... სამი, ორი, ერთი, მუხტი... საზარელი სიჩუმე ჩამოვარდა... ვიღაცის ხმა ისმის: -არ ფეთქავს... -სიკვდილის დრო....... მთავარი ფერია წითელი, ყველაზე მთავარი, ვგიჯდები..... ვდგავარ კიდეზე, წყვდიადი, ვხუჭავ თვალებს და მას ვხედავ, ვიღიმი, ვსუნთქავ, ხელებს ვშლი, ერთ ფეხზე ვდგები და ვერ ******. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.