შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სად?


23-12-2017, 23:57
ავტორი khaterina
ნანახია 1 223

ზურგი ვაქციე ცხოვრებას კვლავ ნიღბები ავიფარე სახეზე მას შემდეგ,რაც ჩემი ნამდვილი ,,მე" გამოვაჩინე, რომელსაც ხელი კრეს ,ვერ დააფასეს. ვერ მიიღეს მისი წრფელი გრძნობებით, ვერ გაუგეს და ფეხქვეშ გათელეს.არ ვიცი რატომ მოვინდომე საკუთრი თავის წარმოჩენა ისედაც ხომ ვიციდი რაც მოხდებოდა.ვიცოდი რომ განწირული იყო ის რასაც ჩემი სახელი ერქვა.ახლა აღარაფერი დამრჩა ნიღბების გარდა კვლავ ხელოვნებაში დავიკარგე და რეალობისგან შორს წავედი, გავიქეცი და უსასრულობაში დავიკარგე.ასე იყო თავიდანვე და ასე გაგრძელდა.ჩემმა მცდელობამ შემეცვალა სამყარო უშედეგოდ ჩაიარა ..დიდი იმედგაცრუება შეხვდა რომელსაც ვერ გაუმკლავდა....არ ვიცი რატომ მეგონა რომ სამყაროს შეეძლო ნათელი ფერებით არსებობა...ნუთუ ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო რომ მიყვარდა?! მიყვარდა-ესეც წარსულის ნაწილია რომელსაც ვერ ვიშორებ.მინდოდა ჩემი სიყვარული ეგრძნო თუმცა ამისთვის არაფერი გამიკეთებია, რადგან არ მეგონა სიყვარულს თუ ხმამაღლა თქმა სჭირდებოდა.... მისი არსებობით ვსუნთქავდი.. მისი თვალებით ვხარობდი, მისი სული ჩემი ოცნების ნაწილი იყო...მეგონა იგრძნოდა როგორ მიყვარდა ...ვფიქრობდი რომ ეს ყველაფერი ახსნას არ საჭიროებდა,ყველაფერს ვგრძნობდი უსიტყვოდ ახლა კი როცა დავკარგე აღარაფერი დამრჩა ჩამკვდარი გრძნობების გარდა. დამძიმებული ემოციები, რომლებიც ერთ დროს მაბედნიერებდა ახლა გულს მიღრღნის თითქოს ვერ დაცალა ცრემლების ზღვა, ზღვა რომელიც ასე დიდი , ღრმა და სევდიანია.ვიცი რომ ისიც ჩემნაირია ზუსტად ჩემნაირი და იცის რასაც ვგრძნობ იცის როგორ მიმძიმს გამოუხატავი გრძნობების შენახვა.... არ ვიცი ასე სადამდე გავძლებ როდემდე ვიარსებებ მარტოობით როდემდე ვიქნები საგიჟეთიდან გაქცეული პაციენტივით რომელიც ხალხს შეერია და თავის სიტყვას ვერ აგებინებს...ვფიქრობ დავბრუნდე მაგრამ ვერ ვპოულობ გზას. არც ის ვიცი საით უნდა წავიდე რომ სწორი გზით ვიარო. იქნებ მივაგნო, იქნებ ვიპოვო ის რაც დავკარგე და მაინც რას ვეძებ? საკუთარ თავს? სულის სიმშვიდეს? არა მე სიმშვიდეს ვეძებ ..ნათელ ფერებს ვეძებ... სულს ვეძებ რომელმაც დამტოვა..ვერ ვგებულობ სად, სად წავიდა ჩემი შინაგანი სამყარო რომელიც ნათელი ფერებით ცხოვრობდა?რატომ გაქრა უკვალოდ, დაუმშვიდობებლად, უსიტყვოდ, უგულოდ. რატომ და რამ შეცვალა ის რაც ვიყავი უწინ? სად , სად წავიდა ის ვინც საკუთარ თავზე მეტად შევიყვარე ....სად ვიპოვო ის ვინც საკუთარ თავს მაპოვნინებს.....სად ....სად...სად ვიპოვო გზა, რომელიც სიმშვიდეს დამიბრუნებს......




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent