შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამონარიდები ნაწარმოებიდან "სიყვარული ნათელ ფერებში"


25-12-2017, 13:04
ნანახია 1 656

ამონარიდები ნაწარმოებიდან "სიყვარული ნათელ ფერებში"

ხშირად მიფიქრია თუ რა არის ჩემი არსებობის რეალური არსი ამ ქვეყნად?! მიმაჩნია, რომ ყოველ ჩვენგანს რაღაც მისია აქვს და მას თავად უნდა მიაგნოს. ალბათ ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ, ხოლო რაც შემეხება მე... მე ადამიანების გაბედნიერება მაბედნიერებს. მიხარია თუ ჩემგან გამოწვეულ რაღაც დადებითს შევნიშნავ მათ სახეზე. თავად სიყვარული მიყვარს და მისი ძალისხმევით ვეკიდები ყველაფერს გარშემო. ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა ჩემი ე.წ მისია ამ ქვეყნად - სხვების დახმარება და გაბედნიერება. რა სჯობს იმას თუ ბნელი ოთახის კუთხეში მარტოდ მყოფი ადამიანისათვის, შენ ხარ სარკმლიდან შემოპარული ის სინათლე, რომელსაც არა ემალებოდა! არამედ ელოდა.
"Love In Bright Colors"

სამყაროს შეცვლა ემოციას შეუძლია და არა გონებას, რომელიც ვერ მართავს ემოციას. ემოცია ეს სულიერი მდგომარეობაა ანუ ჩვენ! გონება კი ფიქრი რასაც ვერ შეაჩერებ.
"Love In Bright Colors"

ვიღაცა გარშემომყოფებისათვის ბედნიერია ერთი შეხედვით, თუმცა მარტოდ დარჩენილს სული სიცარიელით ევსება. მას სიყვარული აკლია დანაწევრებული სულის აღსადგენად, რომელიც სუნთქვა გახდება მისთვის სახელად მეორე- ის.
"Love In Bright Colors"

არ აქვს მნიშვნელობა დედამიწის რომელ წერტილში ცხოვრობ და ვინ ხარ. თუ შენში არის ის სიდიადე რის ნაკლებობასაც განიცდის სხვა, მაშინ შენ ხმას მიაწვდენ ყველას დედამიწის ნებისმირ წერტილში, იმიტომ, რომ შენ ხარ -შენ და არა "სხვა".
"Love In Bright Colors"

პიროვნება ასეთი შესაძლებლობებით არასდროს დაიკარგება ამ ქვეყნად. მას აღმოაჩენენ უცხო ადამიანები ხოლო ის შეაცნობს სამყაროს, რომელიც ვერ აღმოაჩინეს თავად. დადგება დრო, როდესაც სამყაროში მხოლოდ სიკეთე იარსებებს და სხვა ყველაფერი ცუდი სამარადჟამო დავიწყებას მიეცემა. ამას სწორედ "ისინი" შეძლებენ -განსაკუთრებული ადამიანები.
Love In Bright Colors

არსებობენ რიგითი ადამიანები და არსებობ "შენ", განსხვავებული. სწორედ ამიტომ უნდა ეძიო საკუთარ თავში ყოველი ის თვისება რაც განგასხვავებს და გაძლევს შესაძლებლობას რათა არ მოექცე მათ რიგებში, რადგან შენნაირები არიან ცოტა!
"Love In Bright Colors"

...იტყვის იმას, რომ სწორედ სიკეთის ძალით უნდა ბრუნავდეს სამყარო, რომელშიც ხალხს სიყვარულის ნათელი ფერების წამს და ეს არა მხოლოდ ჩემი სამყარო, არამედ მათიც გახდა.
"Love In Bright Colors"

მოსმენით ყველას ვერ მოუსმენ, რადგან შეუძლებელია. ზოგს მართლაც შეუძლია ადამიანი წაიკითხოს, ზოგი მათ უყურებს, მე მხოლოდ ვწერ. ვქმნი არარეალურ პიროვნებებს საკუთარი რეალობიდან და მათ ვრცელ ისტორიებს ვარგუნებ. არა და მე ერთი ვარ, ისინი კი მთელი სამყარო. იმედია გამიგებენ რატომ ვერ ვუსმენ მათ. ისინი ხომ ცხოვრობენ და არსებობენ და ამათგან მხოლოდ მე ვიცი რას ნიშნავს სიკვდილთან ახლოს ყოფნა. იქნებ ღმერთი ვარ?! განსხვავება მხოლოდ ის იქნება ჩემსა და ღმერთს შორის, რომ მე მასავით ვქმნი ადამიანებს, თუმცა მოკვდავი ვარ და არა უკვდავი როგორც ის. არა სრულყოფილი ღმერთი ვარ. თან ვერც ვუსმენ ყველას. წიგნი ჩემი სამყაროა, პერსონაჟები - ადამიანები და მხოლოდ ეს ვარ. კიდევ ბევრ პერსონაჟს შევქმნიდი მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ბედმა სასტიკად დამცინა. ის რეალური ცხოვრება, რომელიც მე არ შემიქნია და სწორედ ამიტომაც ვტოვებ მას. იმედია ღრუბლებში ფრენა მაინც არაა მითი და ამაში მაინც გამიმართლებს. მოკლედ, წავედი! მეჩქარება.
"Love In Bright Colors"

სიყვარული არ ნიშნავს ღრუბლებში ფრენას! და ის ვინც გადაწყვეტს ფრენას ცის მიღმა მიწაზე დატოვებს მას, რომელმაც აქ იპოვა დედამიწაზე ის ერთადერთი.მან მიუძღვნა მზე, ვარსკვლავებიცა და უკიდეგანო ცაც. და ეს ყველაფერი არა იქ საფრენად, არამედ აქ ცოდვილ მიწაზედ მასთან ერთად სასიარულოდ. მან სამყარო შეუქმნა და არა მხოლოდ ცა, რათა მარტოდ იფრინოს.
"Love In Bright Colors"

თენდება, რადგან მას თავად ასე სურს. თენდება არა საჭიროებისამებრ, არამედ თენდება იმ ვიღაცისათვის. და თუ ის ვიღაც ვერ იცხოვრებს ისე, რისთვისაც ის თენდება, მაშინ უაზრობაა ყოველი დღის დადგომა არაფრისათვის. თუმცა იქნებ ამ ქვეყნად არც არაფერი ხდება ისე?!
დაე გათენდეს!
"Love In Bright Colors"

დაკარგულია ყოველი ისეთი დღე, რომელიც არანაირ სიახლეს არ მოიტანს შენს ცხოვრებაში. სიახლეები თავადაც უნდა ეძიო, რადგანაც ცხოვრება არაფერია შენი მონდემების გარეშე. ადამიანების დახმარება კი მოწოდება უნდა იყოს, სულიერი ძახილი და არა სიახლისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. თუ ეს ყველაფერი უბრალოდ არ გსურს, მაშინ სჯობს არც აკეთო და "დატკბე" შენი ამ უბრალო არსებობით. ამით დიდად არაფერიც არ შეიცვლება მანამ, სანამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ძალუძთ აკეთონ ისეთი საქმეები, რომელიც ქვეყნიერებას დაუბრუნებენ იმ ნათელ ფერებს რითაც სულდგმულობს ჩვენთვის კარგად ნაცნობი სიყვარული -სიყვარულის ნათელ ფერებს.
"Love In Bright Colors"

ცხოვრება კი წიგნს გავს, თავისი იდუმალებიდან გამომდინარე, თუმცა თავადვე იცი, რომ ის დასრულდება. გხიბლავს და სწორედ ეს გავიწყებს მის მოსალოდნელ ფინალს. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს ადამიანები, რომელბმაც ფურცლებად ააწყეს შენი ცხოვრება და აქციეს ერთ კარგ წიგნად.
"Love In Bright ColorS"

...და თუ ოდესმე მკითხველი შეიყვარებს პერსონაჟებს ნაწარმოებებიდან, მაშინ ყოველი ჩემი ემოცია სწორედ გამინაწილებია იმ პერსონაჟებზე, რომლებიც რეალურად მართლაც არსებობენ. ისეთივე კეთილები და მშვენიერნნი, როგორებიც არიან აქ ფურცლებზე. დიახ! მაშინ მე ვიტყვი, რომ შევძელი თქვენთვის ყველაფერი ნათლად გადმომეცა.
"Love In Bright Colors"

როდესაც გაიზრდები და გეწვევა ნამდვილი სიყვარული სწორედ მაშინ მიხვდები თუ რას ნიშნავს "სიყვარული ნათელ ფერებში", რომ ეს ტილოზე დახატული მშვენიერება კი არა, არამედ აზრია მისი მშვენიერების მიღმა.
"Love In Bright Colors"

ცხოვრება კი წიგნს გავს, თავისი იდუმალებიდან გამომდინარე, თუმცა თავადვე იცი, რომ ის დასრულდება. გხიბლავს და სწორედ ეს გავიწყებს მის მოსალოდნელ ფინალს. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს ადამიანები, რომელბმაც ფურცლებად ააწყეს შენი ცხოვრება და აქციეს ერთ კარგ წიგნად.
"Love In Bright ColorS"

წამში შესაძლოა შენი ცხოვრება ისე თავდაყირა დადგეს, რომ გააზრებაც ვერ მოასწრო. გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც მთელი შენი ცხოვრება ელოდი, ის კი მოვიდა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ვატყობ სიყვარული მასავით თავქარიანი ყოფილა! )))
"Love In Bright Colors"

ადამიანებს ზრდასრულობაშიც, რომ შემორჩენოდათ ის სისპეტაკე რაც ყოველ პატარაშია, ან თუნდაც მისი მცირე ნაწილი მაინც აღარ იქნებოდა შუღლი, არ იქნებოდა დაპირისპირებები და ღალატი, მაშასადამე არ იქნებოდა ომი! ამ უკანასკნელის სათავეში კი მგონია რომ სწორედ ისეთი ადამიანები იდგნენ, რომლებიც ქვეყანას პირდაპირ ჯოჯოხეთიდან მოევლინნენ და საერთოდაც არ ჰქონიათ ბავშვობა. არ ჰყოლიათ იმ დროინდელი მეგობრები და არც არასდროს ჰყვარებიათ ვინმე. სხვაგვარად საიდან ამდენი სასტიკი ამბიციები?! რომელთაც არაერთი ადამიანი, ქვეყანა, გმირი თუ მშობელი შეიწირა. ეს სხვა სამყაროა. თქვენ წარმოიდგინეთ არც კი... ეს არის რაღაც სამყაროს მიღმა. მისგან განცალკევებით დარჩენილნი უსამყაროება.
"Love In Bright Colors"

სიყვარული ესაჭიროებათ, სურთ, უნდათ... მე კიდევ გავიღიმებ და გეტყვით, რომ უბრალო რწმენაც კი საკმარისია. ის უნდა გწამდეთ და არა გსურდეთ!
"Love In Bright Colors"

ბედნიერებისას თვალები წამით უნდა დახუჭო, რათა კადრებად შემოგრჩეს მომენტი რამაც გაგაბედნიერა. ის ადამიანი კი არასდროს დაკარგო, რომელმაც გაგრძნობინა თუ რა არის სინამდვილეში ბედნიერება.
დაიჭირე წამი, ბედნიერებისთვის!
"Love In Bright Colors"

ნათქვამია, რომ საკუთარი ცხოვრება თავად უნდა შექმნა. ეს იგივეა, როგორც მხატვრისთვის ესკიზი ნახევრად ცარიელ ტილოზე. თუ ყოველ დეტალსა და ემოციას სწორად გადაანაწილებ მაშინ ის უნაკლო გახდება. ხოლო დასასრულს სიყვარულის დამატება არ დაგავიწყდეთ, რომელიც ისეთივე იდუმალია ყოველი ჩვენგანისათვის, როგორც "მონა ლიზას" ღიმილი უნაკლო ტილოზე. გახსოვდეს, რომ სრულყოფილება შენს ხელთაა!
"Love In Bright Colors"

თქვენ ნაირ ახალგაზრდებზე ვწერ. მინდა ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო სიყვარულის არსებობა, რადგან ჩემი აზრით ახლანდელ დროში მისი დეფიციტია. მინდა მეტი ღიმილი და ემოცია ადამიანების სახეზე. მინდა სამყარო ბოროტების გარეშე და სიყვარული ნათელ ფერებში.
"Love In Bright Colors "

ნუ შეგაშინებს სამყარო, რომელიც სავსეა ათასგვარი აზრით. განაგრძე ცხოვრება შენს ოცნებებთან ერთად, ასწავლე ადამიანებს შიშის დაძლევა, ხოლო დიდების მწვერვალისკენ მიმავალი მიხვდები, რომ შენ თავად ხარ სამყაროს აზრი.
"Love In Bright Colors"

მიეცი სიყვარულს საშუალება, რათა არ შეწყვიტოს შენში არსებობა. ნუ დაამონებინებ იმ გარემოებებს თავს, რომელიც რეალობასთან მიახლოებაში გიშლის ხელს და ნუ მოგხიბლავს ყველაფერი ის რასაც გარშემო ხედავ, რადგან ერთადერთი რეალური ამ სამყაროში ეს შენი სიყვარულია. გრძნობა, რომელიც გაძლევს საშუალებას თავი ადამიანად იგრძნო.
"Love In Bright Colors"

როცა ადამიანის გული შენი სიყვარულით ძგერს, მაშინ ხვდები თუ რა დიად გრძნობას მოუცავს შენი შინაგანი სამყარო, რომელმაც ერთ მთლიანობად გარდაგქმნათ - ერთ სამყაროთ.
"Love In Bright Colors"

ქვეყნად სასწაულს რატომღაც ზეციდან მოველით, მაგრამ, როდესაც შენს პატარა შვილს ხელს მოკიდებ, მაღლა ასწევ და ზეცად აღაპყრობ მიხვდები, რომ სასწაული შენს ხელთ არის და ეს შენი შვილია.
"Love In Bright Colors"

ყველანაირად უნდა ეცადო, რომ დარჩე ადამიანად. ეს არის მდგომარეობა, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას განიჭებს სხვა ადამიანების მიმართ. თუმცა შენ შესაძლოა ღმერთისაც არ გწამს არამცთუ მის შექმნილ არსებად ისურვო ყოფნა. თუ არც სიყვარულის გწამს, -იქნებ მეგობრობის იწამო? თუ არც მეგობრობის გწამს, - იქნებ სიკეთის ირწმუნო? თუ არც სიკეთის გწამს და საერთოდ არც არაფრის - მაშინ საკუთარი თავის მაინც ირწმუნე! საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მიხვალ, რომ ურწმუნო ხარ და უნდობლობას უცხადებ გარე სამყაროს. დაიბნევი და ვერც იმას მიხვდები თუ რატომ არ ხარ ბედნიერი ასეთი განსხვავებული აზროვნების მიუხედავად?! იმიტომ, რომ საკუთარი თავის უარყოფა - ყველას უარყოფაა მითუმეტეს იმ ბედნიერების, რომელიც ღმერთმა არგუნა ადამიანს. მაშინ ადექი და უბრალოდ თავიდან დაიწყე... ირწმუნე ღმერთის, შემდგომ სიყვარულის და მეგობრობის და ასე უსასრულოდ ბედნიერების ძიებაში, ბედნიერების კვალდაკვალ.
"Love In Bright Colors"

მიეცით ადამიანებს შანსი, რომელთაც თავისი სისპეტაკით შეუძლიათ ის ჭაობი დააშრონ თქვენს გადასარჩენად, რომელშიც იძირებოდით.

გიორგი ყელბერაშვილი
"სიყვარული ნათელ ფერებში"
( Love In Bright Colors )
2017.წ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent