შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემიგრანტ დედას


3-01-2018, 19:54
ნანახია 1 560

ყველა მშობელი ალბათ იმაზე დიდი ხანი იცოცხლებდა ვიდრე ცოცხლობს, რომ არა შვილებზე გამუდმებული ჯავრი. თუმცა რა იქნებოდა მათი ცხოვრება, რომ არა ჩვენ.
მერამდენე ახალ წელს ვხვდები უშენოდ და მერამდენედ მიცრუვდება იმედი იმისა, რომ ამჯერად მაინც დაგვებედება ერთად ყოფნა ვინ იცის. მონატრებაში გავიზარდე დედა, თან ისე გავიზარდე, რომ მივხვდი ნაძვის ხის ქვეშ თოვლის ბაბუის დატოვებულ საჩუქრებს შენ მიგზავნიდი ყოველ წელს და ვაღიარებ, უსაზღვრო სიხარულს მანიჭებდა ეს ყველაფერი. კარგად ვიცი რის დათმობა მოგიწია ჩემს გამო, იმასაც ვაცნობიერებ როგორი რთულია ცხოვრება ცხრა მთას იქით ჩემს გარეშე.... შენით ვარ დედი მე ბედნიერი, შენი დამსახურებაა, რომ არავისგან გარიყულად ვგრძნობ თავს და არაფერი მაკლია ცხოვრებაში შენს გარდა. როგორ მახსოვს როდესაც მიდიოდი და ტირილი დავიწყე, არც თუ ისე პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ ვერ ავიტანე შენი დანახვა ამდენი ჩანთებით, თითქოს წინასწარ ვგრძნობდი შედეგს. მახსოვს როგორ შევწყვიტე ტირილი იმის შემდეგ, როდესაც მითხარი ბევრ ტკბილეულს ჩამოგიტანო და ამის გახსენებაზე თითქოს ჩემი თავი მეზიზღება. როგორ გავჩერდი, როგორ არ ვიტირე, როგორ არ შეგეხვეწე ახლა ვნანობ.
დე, შენ იცი მაინც როგორ მჭირდებოდი რთულ მომენტებში? ბიჭები ცრემლებს არავის ვაჩვენებთ ხომ იცი, მაგრამ დედა... როგორ ვიტირებდი შენს კალთაზე დამხობილი ახლა იცი? დედა, აქამდე არასდროს არავისი შემშურებია, მხოლოდ ამ ბოლო დროს დამჩემდა ეს საშინელი გრძნობა. ყველა ჩემი თანატოლის მშურს და ამავდროულად მეზიზღება, სახლში მყოფ თავიან დედებს რომ ეუხეშებიან, ხშირად კი თავისი სიტყვის დასამტკიცებლად მოიხსენიებენ აუგად.
დე, ისე არ გაიგო რამეს გსაყვედურებდე, ან საერთოდაც ვინ ვარ მე შენნაირ ქალს ვუსაყვედურო. უბრალოდ მინდა იცოდე, იმედებით ვიკვებები უკვე და საშინლად დამღალა ამ ფარსმა... ერთსა და იმავე კითხვაზე: - როდის ჩამოხვალ? ერთი და იმავე პასუხი: -მალე. შენ მუდამ იმაზე ზრუნავ მატერიალურად სრულყოფილი მაგრძნობინო თავი და ათას ფერ ნივთებს მიგზავნი იქედა, სადაც ყველაფერი ადვილად მოსაპოვებელი გვგონია ყველას. მაგრამ დედა, სული? ნუთუ სულ აღარაფერია ქვეყნად, შეძლებ კი შემივსო ის დიდი სიცარიელე რომელიც უფსკურლად მექცა? დე, ისე გავიზარდე, რომ ვხვდები როგორ შევწირეთ ერთმანეთს ჩვენი ბედნიერება და ერთმანეთის კარგად ყოფნა გვაბედნიერებს დღემდე. განა არ ვიცი, როგორ გინდოდა ყოველ დილით შენ გაგეცილებინე სკოლაში, ყოველ მშობელთა კრებაზე მოსულიყავი და გეამაყა ჩემი წარმატებით?
ბევრს არ გავაგრძელ დე... მხოლოდ ის ვიცი, რომ ანგელოზები, დედების სახით ღმერთმა გამოაგზავნე დედამიწაზე.
ანა რობაქიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent