"სიყვარულს სიტყვების არ ესმის“
ჯერ კიდევ ბავშვობაში მე შემიყვარდი შენ! ჰოო, სულ პატარა ვიყავი როდესაც შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დააყენე. ბავშვურად შემიყვარდი, იმდენად წრფელი იყო ჩემი სიყვარული, რომ შენი ნამდვილი სახის აღქმის უნარი დამაკარგინა, თითქოს თვალები ამიხვიეს და შენს გარდა ვრავის ვხედავდი, ისე შემიყვარდი საკუთარი თავი დავკრგე... ბავშვი ვიყავი, არ ვიცოდი როგორ უნდა ვყვარებოდი საყვარელ ადამიანს, მეგონა ის სიყვარული რასაც შენგან ვიღებდი საკმარისი იყო და ასე ვიტყუებდი წლების განმავლობაში თავს. ვაღიარებ შენმა სიყვარულმა ბევრი ისეთი რამ გამაკეთებინა რაც არ იყო საჭირო, იმ მომენტში სწორად მიმაჩნდა, მიყვარდი საკუთარ თავზე მეტად მიყვარდი და მეგონა შენც იგივეს გრძნობდი, მეგონაა მე და შენ 8-9 წელი კი არა, მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით, მაგრამ შევცდი თან ძალიან შევცდი... გავიდა წლები, წლებთან ერთად მეც გავიზარდე, რაც დრო გადიოდა უფრო მეტად მტკენდი გულს შენი საქციელებით, შენი გულციობით, შენი „ვითომ“ სიყვარული ჩემთვის აღარ იყო საკმარისი. ჩემს ირგვლივ ბევრ შეყვარებულ წყვილს ვხედავდი, ვხედავდი როგორი ბედნიერები იყვნენ, ვხედავდი როგორ დასეირნობდნენ ხელჩაკიდებულები ერთად, ვხედავდი და გულში ყოველთვის რაღაც დიდ ტკივილს ვგრძნობდი, იცი ეს რა ტკივილი იყო? მე არასოდეს არ ვყოფილვარ შენს გვერდით ბოლომდე ბედნიერი, შენ არასოდეს გაგიკეთებია ჩემთვის ისეთი რაღაცები, რასაც ბიჭები აკეთბდნენ შეყვარებულისთვის, შენ ვერ შეძელი ჩემი გაბედნიერება, შენ არ გიყვარდი ისე, როგორც ჩემს გარშემო ბიჭებს უყვარდათ თავისი შეყვარებული გოგოები. იცი ეს ჩემთვის რა მტკივნეული იყო? იცი რას ვგრძნობდი ასეთ დროს?! არ იცი! და ალბათ ვერასოდეს გაიგებ, ვერ გამიგებ შენ მე! ყოველ ღამე თვალცრემლიანი ვიძინებდი და ვიღვიძებდი, იცი რატომ!? იმიტომ რომ ყოველი ახალი დღე მარწმუნებდა იმაში, რომ არ გიყვარდი, დღემდე ვერ ვხვდები რატომ, ან როგორ ვერ მოვიტან ჩემი დიდი სიყვარული შენამდე. მინდაა ამ დაწერილით ოდნავ მაინც, სულ ოდნავ მოვიტანო შენამდე ჩემი სათქმელი. ვიცი ახლა ამის წაკითხვას აზრი არ აქვს, თუნდაც იმ მიზეზით რომ მე დღეს ოჯახი მაქვს, მაგრამ მინდა სულ ოდნავ მაინც იგრძნო რა ტკივილი მომაყენა შენმა „ვითომ სიყვარულმა“.... შენ მე ბავშვობა წამართვი, შენ მე ოცნებები წამართვი, შენ მე სიყვარული წამართვი...მე ხომ ასე ძალიან მიყვარდი, რა დაგიშავე ასეთი? როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი, როგორ გამიშვი სხვასთან? მე ხომ შენგან ვისწავლე სიყვარული, შენ იყავი ჩემთვის პირველი, შენ ჩამეხუტე პირველად, შენ მაკოცე პირველად, შენ მომეფერე. მე ხომ დღემდე მახსოვს შენი პირველი კოცნა, ეს იყო არაამქვეყნიური, ეს ისეთი გრძნობაა იყო, რომელმაც იმ მომენტში ადგილზე გამაქვავა, რომელიც ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. შენს ძლიერ მკლავებში ხომ ასე დაცულად ვგრძნობდი თავს, რატომ? რისთვის? განა ასეთი რაა არ მოგეწონაა, მე ხომ ჩემს პატარა გულში ყველაზე დიდი ადგილი დაგითმე, რა დაგიშავე ასეთი ასე მწარედ მოტყუებული რომ დამტოვე? იცი? შენ ყოველ დღე ჩემს ოცნებებში იყავი, გინდა გითხრა როგორი იყო ჩემს ფიქრებში ჩემი და შენი მომავალი? მე ვიცოდი რომ შენ იქნებოდი ჩემი ქმარი, მე ვიცოდი რომ ჩვენ გვექნებოდა დიდი ქორწილი, მე მეცმეოდა ჩემი ოცნების თეთრი კაბა და გვერდით მეყოლებოდი შენ ყველაზე სიმპათიური. გვეყოლებოდა ბიჭი და გოგო, გიო და ქეთა. გიო იმიტომ რომ „მამაშენს ერქვა გია“..... ქეთა სახელი ორივეს მოგვწონდა. დედას გიფიცები ყველაზე მაგარი ცოლი ვიქნებოდი. ჰმ...ვიქნებოდი! იცი რაა ძნელია ამის წარსულში თქმა!? თუ ვერ ვიყავი შენთვის ისეთი შეყვარებული, როგორიც შენ გინდოდა რომ ვყოფილიყავი, იცოდე რომ ეგეც შენი ბრალია, იცი რატომ? იმიტომ რომ დამაკომპლექსე, იმიტომ რომ საკუთარი თავის რწმენა დამაკარგინე და ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მიზეზი, შენ არ გიყვარდი ისე, როგორც მე ვიმსახურებდი. დიახ, მე ნამდვილად ვიმსახურებდი დიდი სიყვარულს, რადგან მე შენ სამყაროზე მეტად მიყვარდი. ჩვენმა „ძალით სიყვარულმა“ მრავალ წელს გაუძლო, თუმცა ბოლოს მაინც ნელ ნელაა დაპატარავდა შესუსტდა ჩემი შენდამი სიყვარული, გამიქრა შენს მიმართ გრძნობები, მოკვდა დიმას და მაიკოს სიყვარული. მე დავიტირე ჩვენი სიყვარული და წარსულში დაგტოვე......... მე დღეს ბედნიერი ვარ, ჩემს გარშემო ვხედავ წყვილებს და რეაქცია აღარ მაქვს, იცი რატომ? იმიტომ რომ გვერდით მყავს ქმარი,რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვუყვარვარ, მე ბედნიერი ვარ და იცი რატომ? იმიტომ რომ ყოველ ღამე ტირილის ნაცვლად ჩემი ქმარი მეხუტება და ისე მაძინებს, დილით კი მისი მოფერება მაღვიძებს. მან იცის რომელი შოკოლადი მიყვარს, მან იცის როდის ვარ ცუდ ხასიათზე, მან იცის ჩემი ჩაცმის სტილი, მისთვის საკმარისია თვალებში შევხედო და უკვე იცის რა მინდა..შენ კი არ იცოდი მიუხედავად იმისა, რომ შენთან მრავალი წელი გავატარე, მასთან კიი...... 28-იანვარს ხდება ერთი წელი რაც გავიცანი და 25-იანვარს ხდება ორი თვე რაც ჩემი ქმარია. იანვარი, ალბათ გეტყვის რამეს.....შენც ხომ იანვარში გაგიცანი, 25-იანვარს ჩემს დაბადების დღეზე. შენ ჩემს მოგონებებში ყოველთვის იარსებებ, ან როგორ გავაქრო შენი არსებობა, შენ ხომ ამდენი წლები იყავი ჩემს გვრდით, თავს ვიტყუებდი, მაგრამ იმ მომენტში სულ ოდნავ მაინც მჯეროდა რომ გიყვარდი. რომ გითხრა არ მახსენდები ხოლმე თქო მოგატყუებ, მახსენდები ხან ტკბილად, ხან მწარედ. მწარედ იმიტომ რომ დამინგრიე ჩემი სიყვარული და ოცნებები, ტკბილად კი იმიტომ რომ სიყვარული მასწავლე.... მინდა იცოდე, რომ შენმა წასვლამ უფრო გამაძლიერა! მე დღეს მყავს ოჯახი, რომელზეც ბევრი გოგო ოცნებობს, „ პ.ს ერთ დროს მეც ვოცნებობდი ასეთი ბედნიერი ოჯახი მეც მყოლოდა შენს გვერდით, მაგრამ“......მე მყავს ქმარი, რომელიც ჩემზე ზრუნავს, მე მყავს ქმარი, რომელმაც შეძლო და პირველი სიყვარული დამავიწყა, მე მყავს ქმარი, რომელმაც შეძლო ის, რაც შეუძლებლად მიმაჩნდა. მე მეორედ შემიყვარდა, მე ყველაზე მაგარი სიყვარული შემილია, მაგრამ შენ ვერ დამიფასე. მიპატიებია შენთვის ყველაფერი, გპატიობ ყველანაირ გულის ტკენას. უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს, რომ გაიგე გავთხოვდი სულ ოდნავ მაინც არ გქონია რეაქცია? შენ ხომ ყოველთვის მეუბნებოდი რომ შენს წარმოდგენებში ვერასოდეს ვიქნებოდი მე სხვასთან, მართლა ძალიან მაინტერესებს როგორ შეეგუე იმას, რომ მე დღეს სხვასთან ვარ და სხვისი ცოლი მქვია, თუმცა არც გამიკვირდება რეაქცია სულ რომ არ გქონოდა....... არ ვიცი შენ ოდესმე გეყოლება თუ არა ცოლი და შვილები, მაგრამ ერთს გთხოვ, არასოდეს არ მოექცე არც ერთ გოგოს ისე, როგორც მე მომექეცი, არავის ატკინო ჩემნაირად გული. შენ უკეთ იცი როგორ მიყვარდი და შენს გამო რამდენ რამეზე ვთქვი უარი, მინდა ის ოცნებები აიხდინო რაც გულში გაქვს, აღარ მიყვარხარ, მაგრამ გაფასებ როგორც ჩემი ბავშვობის დიდ სიყვარულს, უფალი გფარავდეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.