შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი თავშესაფრიდან


4-01-2018, 19:03
ნანახია 1 203

სიმართლე გითხრა არ ვიცი როგორ დავიწყო წერა, რადგან ისიც არ ვიცი როგორ მოგმართო. ეს ალბათ იმიტომ, რომ ჯერაც ვერ გამიგია რას წარმოვადგენ შენთვის ან კიდევ არ მინდა გავიგო. მაგრამ არაუშავს, მწარე რეალობას იმ დღიდანვე შევეჩვიე როდესაც ამ დასაქცევ ადგილას მოვხვდი. ვიცი, ჩემი ამბავი ისევე არ გაინტერესებს, როგორც მე არ მაინტერესებს რა ხდება ახლა ამ კედლებს იქეთ, რადგან სიცოცხლის რიტმი დიდი ხანია შენელდა ჩემთვის.

საუბედუროდ აქ, ბევრ ჩემნაირ უიღბლოს შევხვდი, იმის მიუხედავად, რომ ჩემს ირგვლივ ადამაინები მოძრაობენ თავს მაინც მარტო ვგრძნობ. დღეს კი ისე მარტოსული და უსუსური ვარ როგორც არასდროს. კედლის კუთხეში დადგმულ მაგიდაზე მაქვს იდაყვი დაყრდნობილი , გაშტერებული თვალებით მივჩერებივარ ერთ წერტილს და უაზროდ მეღიმება. მოკლედ, დაბადების დღე მინდა მოგილოცო, თუ არ გაგაღიზიანებს ჩემი ეს საქციელი. ვერ გირეკავ, რადგან მეშინია შენი ხმის სიუხეშემ საბოლოოდ არ გამიჩეროს ისედაც ძლივს მფეთქავი გული.
შენ რა თქმა უნდა არ გახსოვს, როგორ ატარა ლოყამ სიხარულით სავსე ცრემლები როდესაც პირველად აგიყვანე ხელში, არც ის, როგორ დამშვიდდი ატირებული ჩემს თბილ მკერდზე მიხუტებული. საიდან უნდა გახსოვდეს აკვნიდან რომ მოგიპარავდი ჩუმად და შენზე ცხვირმოდებულს მეძინებოა ტკბილად. შენს ცხოვრებაში ალბათ ბევრი მამაკაცი გამოჩენილა, მაგრამ იცოდე, მე ვიყავი შენთვის პირველი რომელმაც სიყვარული გიწილადა, გაგაბედნიერა სათამაშოებითა თუ ათასი ლამაზი ფერებით. მახსოვს შენ ტიროდი იმის გამო რომ რაღაც გაწუხებდა, მე კი იმიტომ, რომ შენ იყავი ცუდად.
თუ დამიჯერებ, სულაც არ ამცრუებია შენზე გული, რადგან შენ გიკავშირებდა ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები და რომ არა ისინი, შეიძლება წარსულიც ისეთივე მწარე მქონოდა როგორიც აწმყო. შენ იფიქრებ, რამ მაცოცხლა ამდენ ხანს, მე კი გიპასუხებ, რომ მოგონებებმა რომლითაც დღემდე ვიკვებები.
კიდევ ერთხელ გილოცავ ჩემი მეორედ დაბადების დღისა და შენი დაბადების თარიღს. ღმერთს ვთხოვ, ისე უყვარდე შენ შვილებს როგორც მე მიყვარხარ და ნურასოდეს გარგუნებს მშობლის ისეთ ბედს, როგორიც მე მარგუნე.

ანა რობაქიძე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent