შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭიქა ყავა და ცხელი შოკოლადი


5-01-2018, 01:39
ავტორი nitanita
ნანახია 1 613

თვალებში სხივები უელავს, ბედნიერების სხივები. როგორც კი თეთრ, ქათქათა კბილებს მოსისხლისფრო ტუჩები ფარავს ეს სხივებიც სადღაც სიღრმეში იკარგება. არადა როგორ უხდებოდა, სულ სხვანაირი იყო მომღიმარი. შუბლშეკრული ელაპარაკება გვერდით მჯდომს და აშკარად რაღაცის ახსნას ცდილობს. ისიც თავს უქნევს და პერიოდულად 1-2 სიტყვას ეუბნება. მე მომენტალურად ვხვდები, რომ მზერა გამიშეშდა და უზომოდ შერცხვენილი, ლოყებაღაჟღაჟებული ვაძლევ შეკვეთას. ამ დროსაც გამირბის თვალი და როგორც კი საპასუხო მზერას ვაფიქსირებ, მიმტანზე გადამაქვს ისევ ყურადღება.
შეკვეთას ვუცდი და მთელი მონდომებით ვწერ ლიკუნას. არადა ზუსტად ვიცი არ მიპასუხებს, სამსახურშია.
გახედვას ვეღარ ვბედავ, მაგრამ ვხვდები საგრძნობლად მაქვს აღაჟღაჟებული ლოყები.
ისეთია, აი, სხვანაირი. ოთახში შესულს პირველი ეგ რომ გხვდება თვალში და უნებურად გაგაღიმებს აი ასეთი!
შეკვეთით მოსული მიმტანი ფარად გამოვიყენე და ისევ მისკენ გამექცა მზერა. ისე მიყურებდა უკან გამოხედვა ვეღარ გავბედე. განა ცუდად, პირიქით! მთელი გულით გამეღიმა და გაუცნობიერებლად ვიტკიცე აწითლებულ ლოყებზე ხელები. თითქოს ამით რამის დაფარვას შევძლებდი. ჩემმა სიჩერჩეტემ გულიანად გააცინა და მე სასწრაფოდ დავხარე თავი შერცხვენილმა. არადა, თან გამიხარდა.
გავაცინე!
მთელი ყურადღება მოვიკრიბე და ცხელი შოკოლადის თანხლებით ჩავუჯექი კონსპექტს. შიგადაშიგ გამირბოდა მზერა და თუკი შემთხვევით გადავაწყდებოდი ღიმილიან თვალებს, მაშინვე ცხვირით ვეშვებოდი წიგნებში.
სასწავლმა თემამ ისე გამიტაცა ცოტახანს სულ აღარ მიმიხედავს მისკენ. შუბლშეკრული ჩავჩერებოდი ერთ-ერთ საქმეს და აშკარა ცდომილებებს ვინიშნავდი. ისევ მიმტანის ხმამ დამაბრუნა დედამიწაზე და მაშინღა გავხედე ლურჯთვალებას. ახლა უკვე მარტო იჯდა, სულ, სულ მარტო. მეგობრებმა როდის დატოვეს ვერ გავიგე. სამაგიეროდ ის გავიგე თვითონ როგორ გასწია სკამი, დინჯად წამოდგა და ჩემი მაგიდის მიმართლებით დაიწყო მოძრაობა.
მე ზედმეტად მორცხვმა და უჩვეულოდ დაბნეულმა ისე საცოდავად დავიწყე გარემოს მოთვალიერება თითქოს გაქცევას ვგეგმავდი. წინ რომ დამიჯდა და თავისი სილურჯეებით გამიღიმა ისევ ლოყებზე ვიტკიცე ხელი. მას კი ისევ გულიანად გაეცინა.
ხმა ჰქონდა ბოხი და ძალიან ინტონაციური.
მთელი გულით ვიწამე, რომ ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვიყავი!
ალექსანდრე ერქვა, ალექსანდრე ბორძიკული.
უჩვეულოდ თბილი იყო და მზრუნველი.
მომავალი კოლეგა აღმოჩნდა და მაშინ მართლა გულით გაეცინა გაცისკროვნებული თვალებით რომ ვთხოვე მომიყევი რას აკეთებ ხოლმე მეთქი.
გულიანად გაეცინა, მაგრამ მე მაინც შევამჩნიე თვალებიდან გამქრალი ღიმილები. ისიც დავიჯერე, რომ მითხრა რთული პროფესიააო, ისიც ბევრი ისეთი რამის ნახვა მოგიწევს მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდებაო. სამაგიეროდ, კარგად დახურული საქმე და ოჯახებისთვის სრულად გაცემული პასუხები ოდნავ მაინც მოგგვრის შვებასო.
ამ ყველაფერს რომ მიხსნიდა ისე დავიძაბე თვალები ამიწყლიანდა. იმიტომ კი არა, რომ მომავლის სირთულეების შემეშინდა?! მე უბრალოდ მთელი არსებით ვიგრძენი რას განიცდიდა ამ ყველაფერზე საუბრისას ალექსანდრე და ვერ გავუძელი.
2 საათის გაცნობილი მყავდა და მე მისი ტკივილი მეტკინა.

***

ტრადიციად ვაქციეთ ჩვენ კაფეში შეხვედრა. სულ ჩემ მაგიდასთან ვისხედით ჭიქა ყავით და ცხელი შოკოლადით.
ვლაპარაკობდით ყველაფერზე. რჩევებს მაძლევდა როგორც წარმატებული იურისტი, მაგრამ არასდროს არ მეხმარებოდა საქმეების გახსნაში. ერთხელ სცადა დახმარება და გავებუტე, დიდი გოგო რომ გავიზრდები მაშინაც შენ ხო ვერ დამეხმარები მეთქი.
არასდროს არ მწერდა, მხოლოდ რეკავდა. ლექციიდან გვიან გამოსულს სახლში მაცილებდა ყოველთვის, როცა შეეძლო. ანუ ერთთვიანი ურთიერთობის მანძილზე ოთხჯერ გამაცილა. არც ვბრაზდებოდი და არც მწყინდა ამ დროს ნახვაზე უარს თუ მეუბნებოდა. ვიცოდი მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა და მესმოდა, მართლა მესმოდა.

***

მე ვგიჟდებოდი მის ღიმილიან სილურჯეებზე და ის ჩემ აღაჟღაჟებულ ლოქებზე ყოველთვის ხელისგულებით რომ ვცდილობდი დაფარვას.
არ მოგვწონდა ერთმანეთის უძილო თვალები და არეული კვების რეჟიმი.
არ გვიყვარდა არც ერთს საშინელებათა ფილმები და ვგიჟდებოდით წითელ ღვინოზე.

***

ახალი გაღვიძებული ვიყავი რომ დამირეკა. უფრო სწორად, თვითონ ალექსანდრეს ზარმა გამაღვიძა. დღეს ვისვენებ და გამოგივლი ჩემთან წითელ ღვინოზე გეპატიჟებიო.
ტელეფონი გათიშული არ მქონდა აივნის კარი რომ გამოვგლიჯე და ცივი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე.
ბიჭი ჭიქა ღვინოზე მეპატიჟებოდა და მე უკვე გონებაში პირველს კი არა, მეათე ღამეს ვატარებდი მასთან.
თან ჩემ თავს ვეჩხუბებოდი ასეთი ახუნტრუცებაც არ შეიძლება მეთქი. ლიკუნა სულს ვერ ითქვამდა, ასაკმა იცის მასეთები და თან მოყოლილმა ჰორმონებმაო.
ვერ დავუკარგავ, დამშვიდება იცის ამ გოგომ.
საახალწლო ნაძვისხესავით მორთულ-მოკაზმული ჩავუსკუპდი მანქანაში და ჩემ სილურჯეებს გავუღიმე.
უღიმილო, დაღლილმა თვალებმა ჩემი გადაწყვეტილება მანანებინა.
ამის ხმამაღლა გაჟღერებამ კი ის,რომ ზოგადად ლაპარაკი ვიცოდი.
უპარდონოდ გადამისვა თავისთან კალთაში და მთელი ძალით ჩამიხუტა.
მთელი არსებით შევისუნთქე არარსებულად სასიამოვნო სურნელი და სველი კოცნა დავუტოვე ყბის ძვალთან.
დაბუსუსდა და თან როგორ!
მე გამეცინა, ალექსანდრესაც სულ ოდნავ. გაფრთხილება მივიღე - ჭკუითო, კიდევ ძალიან სასიამოვნო კოცნა და ისევ ჩემ ადგილს დავუბრუნდი.
ამით გამოწვეული სიცივე ვერ ავიტანე და პატარა ბავშვივით ჩავებღაუჭე მის დიდ ტორებს.

***

ჭიქა ღვინოც დავლიეთ და ძალიან, ძალიან დიდ ხანს ბუხრის წინაც ვისხედით. ხმას არ ვიღებდით, უბრალოდ ვისხედით. ალკოჰოლი, ალექსანდრე და ბუხარი ერთად მაბრუებდა და ამაზე ალექსანდრე ბევრს ხალისობდა.
ახლა ის მიტოვებდა ბევრ სველ კოცნას ყელში და არაფრის დიდებით არ მიშვებდა ხელს, თითქოს სადმე გავექცეოდი.
მეგონა ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო დილით მთლიანად ალექსანდრეზე გაწოლილს რომ გამეღვიძა.

***

ალექსანდრე თმაზე მოფერებით მაშოშმინებდა, მე წვერზე მოფერებით და ყელში კოცნით ვისწავლე მისი განიარაღება.
ყოველთვის, როცა მეხუტებოდა ღიმილები დაცურავდნენ სილურჯეებში და მე ეს საშინლად მეამაყებოდა.
ვგიჟდებოდი პრესზე კუბიკებს რომ ვუთვლიდი და გულისცემა უჩქარდებოდა.
გიჟდებოდა მოულოდნელად რომ მკოცნიდა და ლოყებაღაჟღაჟებული ვებღაუჭებოდი მის მაისურს.


***
ჩვენ ორივე ვგიჟდებოდით ჩვენ კაფეზე!


____

წელს პირველია. მუზები მოვიდნენ ისევ. ????



№1 სტუმარი ემი

მადლობა მუზებს დაბრუნებისთვის heart_eyes

მე შენს დაბრუნებას ველოდები relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent