შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მე ვიქნები პირველი თოვა...


6-01-2018, 15:42
ავტორი NI-NI
ნანახია 1 383

ცუდად ვარ,ძალიან,ძალიან ცუდად...დავიღალე,დამღალა გაუთვებელმა გულის ტკენამ,გაუთავებელმა ლანძღვამ.თითქოს ყველა ანგელოზია და მხოლოდ მე გავჩნდი შეცდომად...თითქოს ყველაფერი თეთრია და მე ერთადერთი შავი ლაქა ვარ ამ სუფთა ქათქათა სამყაროში...თითქოს არავის უნდა რომ არსებობდე,რომ სუნთქავდე,რომ სულდგმულობდე...
ჩემი სხეული სისხლისგან იცლება,გული ფეთქვას წყვეტს,ვეღარ ვსუნთქავ,თვალთ მიბნელდება,ჩემი სული განეყარა თავის სამყოფელს.გარდავიცვალე......მე აღარ შემიძლია მოძრაობა,აღარ შემიძლია ჩემი საყვარელი ადამიანების დანახვა...მე ვეღარ ვხედავ მზეს...აღარც ცაზე ლამაზად მოკიაფე ვარსკვლავებუს დათვლა შემიძლია.არ შემიძლია ჩემს სხეულზე,ჩემს სახეზე დაცეული დედის ცემლების შეგრძნება,ვეღარც მამის ღრმა და ნაღვლიან თვალებს ჩავხედავ ოდესმე,ვეღარ ვეტყვი ჩემს საყვარელ ადამიანებს თუ როგორ მიყვარს თითოეული...ვერ მოვასწარი და-ძმისთვის მეთქვა რომ ხატად საფიცარ მშობლებს გაუფრთხილდნენ,მე არშემიძლია იმ სიცარიელის შევსება რომელიც მათში თავად დავტოვე.ალბათ დებს მოენატრებათ მათი უფროსი დაიკო,რომელიც მათთვის მაგალითი ნდა ყოფილიყო...ალბათ ძმა პატარა დებში დაინახავს უფროსი დის ანარეკლს და მათ სიკვდილამდე გაუფრთხილდება...
მეგობრები?მეგობბრები ცრემლით გაიხსენებენ მათ საყვარელ გოგონას...ალბათ მოგონებებიც თავისას იზამს და ნოსტალგიას დაუტოვებს მათ,დაუტოვებს იმ წუთების მონატრებას რომელიც საკუთარ მეგობართან გაატარეს,მოგონებები კადრებივით შეეცვლებათ და შემდეგ ისე აირევა ერთმანეთში,რომ გარჩევაც კი რთული იქნება....
ალბათ მე როცა გარდავიცვლები ირგვლივ იქნება გოდება,გლოვა..საფლავთან გვირელიბით და კესანებით ხელდამშვენებული ადამიანები ილოცებენ ჩემთვის,ყველას ვეყვარები... თუმცა..მე აღარ დამჭირდება მათი სიყვარული,მათი ცრემლებიც ფუჭი იქნება ჩემთვის...სული მოშორდება თავის სამყოფელს,სული თავისუფალი იქნება,მას შეეძლება ღრუბლებიში ფრენა.და მე? მე მკვდარი ვიქნები... მე უბრალოდ აღარ ვიქნები


ვიცი მე როცა გარდავიცვლები
ირგვლივ იქნება გოდება,გლოვა
მაგრამ თქვენ ჩემზე ნუ შეწუხდებით
ახალ წელიწადს მე ისევ მოვალ
ოღონდ ვიქნები პირველი თოვა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent