შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიბრძნე სევდისა, ტანჯვისა და სიხარულისა


16-01-2018, 01:10
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 162

ცხოვრება უაზრო თანწყობილად გაბერილ წინადადებას ემსგავსება. არ იცი საითკენ წახვიდე, საით მიმართო მზერა ან თუნდაც ფეხის ნაბიჯი. გრძნობ, რომ მღვიე ტალღები გეჯახებიან ყოველი მხრიდან, გრძნობ, რომ იხრჩობი, მაგრამ არა ! ეს დახრჩობაზე მეტია. არ გახსოვს, შენ ხომ ამაზე ყოველ სევდიან ღამეს ოცნებობ, როცა ცა ორპიროვნებას სტაცებს სამყაროს რომელიღაცა კიდიდან და გულიც უჩვეულოდ გიძგერს; ცა ხან სამოთხისებურ ბედნიერებას განიჭებს, სიხარული თვით ცხოვრებაა თავისი თითოეული წერტილ-განედითო, ხან კი უსასოოდ უბედურს გხდის.
ნეტავ, როდის მოეღება ამას ბოლო...
ახლა ვინმე ბრძენი გამოვა, როცა გადაგივლის ეგ სულელური ქარის ქროლვააო, მაგრამ ასე როდია.... შენ არ გადაგივლის და თუ გადაგიარა, მერე უარესი განცდა დაგეუფლება და ძველი სიბრძნე ისევ იპოვის საფუძველს, სიბრძნე სევდისა, ტანჯვისა და სიხარულისა..
მისი შორეული მზერა, გინდ იცოდე, რომ სხვისკეაა მიმართული, სხვის სითბოთი გადავსებულ თვალებს გირჩევნია, მისი ნაბიჯის ხმა, რომელიც სხვისკენ მიდის- შენი ქმრის ფეხსაცმლის ხმას, რომელიც ყოველ ღამით ზარბაზნებივით ჩაგესმის, როცა სამსახურიდან ბრუნდება..
მისი გულის ძგერა, რომელიც სხვისთვის კარგავს რიტმს, შენთვის საყვარელი მუსიკაა, შორეული, მაგრამ მაინც სასიამოვნო...
და მერე ალბათ მის საფლავთან მიიტან ყვავილებს, ცრემლების ზღვას ან თუნდაც ოკეანეს დააყენებ და ცოცხალ მოსიარულე სიყვარულს გარდაცვლილს ამჯობინებ, რომლის გაციებული გულიც კი სხვისთვის ძგერს და რომლის ჯერ კიდევ ცოცხალი გონება ერთხელაც კი ვერ გაივლებს აზრად, რომ დგახარ მის საფლავთან ყვავილებით ხელში, მილეული სახითა და აცრემლებული თვალებით და კვლავ მასზე აგრძელებ ოცნებას...



№1 სტუმარი სტუმარი თათა

ზოგადად ჩანახატები არ მიყვარს და მხოლოდ იმას გეტყვი,რომ კარგად წერ და ძველი სიახლეების მერე გაზრდილი ხარ! წარმატებები

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

დიდად არ ვკითხულობ ამ ჩანახატებს მაგრამ შენმა ნიკმა მაინც მიბიძგა წამელითხა, თანაც ვიცი რომ კარგად წერ და დარწმუნებული ვიყავი ჩანახატიც კარგი იქნებოდა
მაგრამ შევცდი...
კარგი არ იყო
არაჩვეულებრივი იყო♥♥♥
განსაკუთრებული
და
ყველაზე
კარგიი♥♥♥
ძალიან მომეწონა ..♥♥♥
ძალიან კარგად წერ და ასე განაგრძე♥♥
წარმატებები????????

 


№3 სტუმარი სტუმარი kote

კარგია ნამდვილად
................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent