შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ვარ ცივი


22-01-2018, 22:54
ავტორი merione
ნანახია 1 378

ახლა ქარია გარეტ, ძლიერი ქარი. ჩემი ძველი ფანჯარა ხის ჩარჩოში კანკალევს. შიგნით სიცივეა, შეიძლება სიცივეა ხალიჩის რომელიც კედელზე მაქ გამოკრული და ჩემს ოთახს ძველმოდურობას ანიჭებს, ან სიცივეა ჭერის რომელსაც 18 წლის წინ მამაჩემი უყურებდა სიკვდილის ბოლო დილამდე, შეიძლება იმ ბზარის სიცივეა რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ გაჩნდა და ჭერს ორ ზოლად ყოფს, ან ჩემი ნაწილის 37 ნახატის რომლის ნაწილიც კედელზე მაქვს მიკრული ნაწილი კი ნედლებს შორის გაბმულ თოკზე ჩამოკიდებული, იქნებ ის მაციებ რომ კიდევ 9 ნახატი მაქვს მაქვს მაგიდაზე და ვერაფრით მოვიფიქრე სად დავკიდო, მაციებს ჩემი ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელი წიგნის თაროები, ალბათ ჩემი ლოგინის გვერდით ჟურნალების მაგიდის სიცივეა შეიძლება მასზე მდგარი ფინჯანი ყავის, ან იქნებ ღამის სიცივეა უბრალოდ, სიცივე საბნის რომელიც მათბობს, ან იქნებ სიცივე გამოათბობის რომელიც ჩართულია, არა ჩემს ოთახში ყველაფერი მხოლოდ მე ვარ ცივი, ცივი რადგან შემიძლია ჩემს ოთახს დავაბრალო სიცივე, რადგან ვიყურები გარჩემო და ვხედავ ჩემს შექმნილ გასარემონტებელ სამყაროს და იმდენად მიყვარს რამდენადაც მეზიზღება ის, კიდევ იმიტომ ვარ ცივი რომ შემიძლია მარჯვენა თვალით ვტიროდე და მარცენა უგრძნობი მქონდეს, მე შემიძლია სიცივე, მე ვარ ცივი იმიტომ რომ გრძნობებიც კი ლოლოებივით მიხმება ფურცლებში. მე ვარ ცივი რადგან არ შემიძლია ჩავიხედო სარკეში და საკუთარი ზურგის გარდა დავინახო რამე, მე ვარ ცივი, ჯანდაბას ყველას სითბოს თუ მას ფასი არ აქვს, ჩემს სივიცეს კი არც ფასი აქვს და არც ღირებულება, მე ვარ ცივი და ვაციებ ჩემს ოთახს, მე ვარ ცივი და ვაციებ გარეთ მოთამაშე სუსხიან ქარს, მე ვარ ცივი და ვაციებ ჯოჯოხეთს, მე ხომ ცივი ვარ და გავაციე შენი სამყარო ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent