შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაგახსენდება!


7-02-2018, 23:55
ავტორი bla.ell
ნანახია 1 406

მოდიან ცოტახნით დარჩებიან და მერე უცებ მოუნდებათ სხვაგან ცხოვრება...ალაგდებიან და დაცლიან მფეთქავ ოთახებს სხეულიდან გულის კარებში,გაჭირვებით გამოიტანენ ჩემოდნებს და სხვასთან გადავლენ... მაინც...საბოლოოდ რაღაც რჩებათ ისე მიდიან...თუნდაც გარეცხილი სამოსი თოკზე,რამდენიმე ლაქით, რამდენიმე საკიდთან ერთად...რომ ქარის დაბერვისას ვიგრძნო გულში რაღაც ფრიალი,რომ უკეთ მივხვდე აღარაფერს აღარ ედება.დაცარიელდა,დაცალეს...
ისევ მოდიან...
ბრუნდებიან,ვეგებები გულის კარებთან,გაბადრული,მწვანე თვალებით...შემოდიან და...რა ხდება თურმე...ტანსაცმელიც უნდა წაიღონ!
სამაგრიც და შეიძლება თოკიც ჩამოხსნან...
სამწუხაროა,ერთხელ უშვებ შეცდომას(უშვებ გულში)და გტკენენ იმდენად...დაგამუნჯებს შენ ეს ტკივილი...ერთია კიდევ.მიდიან...გავა დრო ჩაგივლიან,ან შენ ჩაუვლი,მხრების წვას იგრძნობ.არა იმიტომ რომ მხარს გაგკრავენ... გაგახსენდება როგორ გეყრდნობოდნენ ოდესღაც,კედლად გაქციეს,დაგანგრიეს...აღარ აგაწყვეს...
როგორ მჭირდება ამ სხეულში
სულის მოძებნა...
თუმცა რა სული,სხეულიც კი ვეღარ ვიპოვე...



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ცხოვრება ასეთია სამწუხაროდ, მაგრამ იმას ვისაც რაღაც მიაქვს, აუცილებლად რაღაცას ტოვებს. კანონზომიერებაა

 


№2 სტუმარი სტუმარი Nio

უცხო იყო და კარგი❤❤❤წარმატებას გისურვებ...

 


№3 სტუმარი ana

ასე მგონია რეალურად უფრო ლაღი ხარ.საინტერესოდ წერ ყოველთვის მომწონს შენი ნაწერები და წარმატებას გისურვებ:))):*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent