შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდილიანი


12-02-2018, 21:33
ავტორი უცნობი13
ნანახია 1 873

მოდილიანი..
ამადეო მოდილიანი..
იქნებ არც ყოფილა გიჟი..
ცდილობდა ემოციების დაჭერას..
მთვარესთან საუბარს..
წვიმის მოსმენას..
არარსებული მუსიკის შეგრძნებას..
ღვინით ხელში ბალზაკის ქანდაკებასთან ცეკვას..
ოცნებას..
ალბათ სიცოცხლის გაგრძელებასაც კი..
მაგრამ წავიდა..
დაუტოვა დიდი ნაბიჯები თოვლიან ქუჩას..
სიყვარული ჟანას..
ღიმილი გამვლელს და
ნახატები უტრილოს..
გამოგონილ იმედთან ერთად..
ისიც იბრძოდა..
მაინც იბრძოდა გადარჩენისთვის..
(თუ ასე ჩათვლით)
და მაშინ როცა
მოდილიანი გარდაიცვალა თოვდა..
ეხსნებოდა თეთრი ზეწარი მის ბოლო ნახატს..
აპლოდისმენტები ირეოდა ოთახში..
პიკასომ პირველმა დაუკრა ტაში..
ეხუტებოდა ამადეო დათოვლილ ქვაფენილს..
თვალებს ხუჭავდა..
ეთიშებოდა ქაოსურ სამყაროს..
ისევ იცინოდა..
უყვარდა პაბლოს მოდილიანი..
ჩუმად.. თავისთვის..
ბოლოს დახატა ამადეო..
უკვდავი ქუდით..
და მისი ბოლო სიტყვები..
პიკასოს სიტყვები უკანასკნელ სარეცელეზე "მოდილიანი" იყო..
როგორც ჟანამ თქვა..
მოდილიანმა ერთადერთი მიგნება ჟანას სევდიანი თვალები დახატა..
მან მისი სულის ყველა დეტალი დაიზეპირა..

...

უყვარდა ჟანას ამადეო..
უყვარდა ისე როგორც
ამქვეყნად არავის არავინ ჰყვარებია..

...

ვერ გაძლო მან ამადეოს გარეშე
და გაფრინდა..
შეერია უსასრულობას..
სადღაც ნისლში თავიდან
იპოვა მოდი..

და ახლა პაბლო ეხუტება ორივეს საფლავს..
დედამიწაზე დარჩნენ შეშლილი უტრილო.. თოვლი.. და პაბლო თავისი ჩიბუხით ხელში..

...

რენუარს სწამს რომ
მოდილიანს ამადეო მოდილიანს
სიკვდილის წინ ეწვია დიდება..

...

სადღაც შორიდან..
ისევ ისმის მოხუცის სიცილი..
მოდილიანის ფუნჯის ხმა და
მისეული მუსიკა..

...

მე..
მოშორებით მჯდომმა
დავინახე როგორ დაეცა შავი ფარდები დიდ სცენაზე
ვიგრძენი ცრემლის გადმოგორება შავი თვალებიდან..
და
ვუყურებდი როგორ გაფრინდა ჟანა სახლის ფანჯრებიდან
ცისკენ..
იმ ცისკენ სადაც ამადეო მოდილიანი ელოდა..





ბარ ბარე



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

და მაშინ როდესაც მე შენს სულში ჩავიხედავ ჩემს ტილოზე შენი სპეტაკი თვალები აღმოჩნდება

 


№2  offline წევრი უცნობი13

terooo
და მაშინ როდესაც მე შენს სულში ჩავიხედავ ჩემს ტილოზე შენი სპეტაკი თვალები აღმოჩნდება



მოდილიანი ბედნიერი იყო თავისი მიგნებით..

 


№3  offline მოდერი bla.ell

წითელი ფანჯრებიდან...მაგარი ჩანახატი იყო ძალიან მომეწონა ...მაგარი ხარ რა ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent