შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხატვართა... გძნობები...


30-01-2017, 23:04
ავტორი ერკე
ნანახია 2 270

გუშინ დავიბადე, უცოდველი მარტის ამინდში
ვხატავ სამყაროს, შეშლილს, არეულს როგორც დავინჩი
ნაცრისფერ ქალაქს ვხედავ, უსიტყვოდ აბიჯებს ქალი
ამ სილამაზეს ვერ აღწერდა თვით, სალვადორ დალი.

მოდილიანი სამიკიტნოში, მუზების ძებნით თვრება,
უჭირს უსულოდ, თავის გატანა და ფხიზლად თრევა
ერთი თვე მის ხატს შესცქერის, მეტად აღარ სურს ხატვა
ის ენატრება და ამ ცხოვრებას, ვერა გაუგო სხვა რამ.

რაც ის დახატა, სული შეიცნო გრძნობა გაუჩნდა
ვეღარც ფუნჯს იღებს, ტილოს რომ უსვას, თითქოს დამუნჯდა,
ამ სამყოფელსვე აბრალებს, გულში ისარი ხვდება
თვით ხელოვნებას ერთხელაც, უიღბლოდ უყვარდება.

რა მოჩანს, როცა ჰორიზონტს ვცდებით და ვიკარგებით
სულის ტყვე ვხდებით ხომ სამუდამოდ, ბედის განგებით
კარზე კაკუნი, მის ზღურბლს მიღმა დგას ჩვენი სტუმარი
ხელოვანების შთამომავალი, ო რენუარი.

მემუარების წერა რას გვარგებს, დავტოვებთ სახელს,
რაც დროის შემდეგ არ დასჭირდებათ, მაგრამ შენ გამხელს
მხატვარს რომ ჰკითხო, რატომ დახატე, გეტყვის არ ვიცი
შექმნის პროცესში სული ღრიალებს, უხმო ქარივით.

დღეს სიყვარულის ტრფობა ვიწამე, სულმა შეჰკივლა
მოუხდებოდა ბოთლი არაყი, თუნდაც ტეკილა
სამყაროს ხატვა თუ მომბეზრდება ფრთების გარეშე,
გადავულოცავ უსიტყვოდ ფუნჯს, ხატოს რუბენსიმ.

მარტოსულობა და უიღბლობა, ხელოვანს თან სდევს
უსიყვარულოდ, ყოველ ღამე საწოლში წვება ბორგვით,
თუ ეტრფის ვინმეს, ცალმხრივად და ეს სიმძიმე აწევს
ასე უყვარდა გალაკტიონს და ვინსენტ ვან გოგის.

ყური მოიჭრა, გადასახატად, და მოათავსეს მარტო
მარტო საკუთარ თავთან, ყველასგან მიტოვებული
გული სიკეთით სიყვარულით ვერავის ანდო
თავისებური სიგიჟის ქვეშ იყო გართული.

თუკი ტილოზე, რამეს ეძებ და, ვერსად პოულობ,
ვერ გრძნობ მის სუნთქვას, როგორ ცოცხლობს და როგორ თხოულობს,
სიცოცხლე უნდა, სიგიჟე უნდა, ფრენა მიყვარსო
შეძრწუნდებოდა, ტანით შიშველი პაბლო პიკასო.

დროს კარგავ უღვთოდ, ანდაც დრო გკარგავს, უგზოდ და უკვლოდ,
ღიად ხატავ მზის ადამიანო, არაფრიდან ქმნი კლოდ.
რაც გვაძლიერებს, ხშირად ისვე გვკლავს, მარწუხებს გვიჭერს
და ხშირად, სუსტს ან ძლიერ მხარეებს, უთუოდ გვიჩენს.

რასაც მე ვხატავ - ამ სამყაროს - შეშლილს, არეულს
ნაცრისფერ ქალაქს, წვიმით ნასველებს, კოშმარს ღამეულს
აზრი არა აქვს, ხელოვანი ხარ, თუ ქვეყნის მეფე
ვინც უნდა იყო, ბოლოს მაინც კუბოში გდებენ
და სიყვარული, ერთადერთი, ეტრფოდი ადრე
გულშივე დაგრჩა, მოქმედება ხომ ვერ იკადრე.
ე.მ.
27 იანვარი 2017



№1 სტუმარი gamis mochveneba

gtxov melaparake gtxov

ratom gdxullvart yvelas rato aravis unda chemtan laparaki rato :(

 


№2  offline მოდერი bla.ell

gamis mochveneba
gtxov melaparake gtxov

ratom gdxullvart yvelas rato aravis unda chemtan laparaki rato :(

Shen yvelgan amas rato wer

Mochvenebav me ar mdzulxa me mehidos acrdiletidan var iqneb gicnob?

 


№3 სტუმარი ნემო

gamis mochveneba
gtxov melaparake gtxov
ratom gdxullvart yvelas rato aravis unda chemtan laparaki rato :(

რა წაიღეთ რა ტვინი,ჯერ ვიღაც ცუგიმ და ახლა შენ :/

 


№4 სტუმარი gamis mochveneba

ganadgurebuli var

 


№5  offline მოდერი bla.ell

ჩემს რჩეულ სიახლეებშია უკვე ეს ლექსი,ერკინიო მართლა არ ვიცი რა დავამატო უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის

 


№6  offline მოდერი bla.ell

cuga
me var gamis mochveneba da inficirebuli var dalshe

aba fbshi vin damelaparakeba

ცუგა გიჟი ხარ:დდ

 


№7 სტუმარი გიკი გოგო

cuga
arvar giji inficirebuli var

ნწ ინფიცირებული გიჟი ხარ. და ნუ შეჭამე ხალხი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent